დღიური სენდვიჩის მეთოდით


მემგონი ეს წელი გადაფასებების წელი მაქვს, იმდენი რაღაცა შეიცვალა/შევცვალე ჩემს გარშემო, იმდენი ადამიანი დავივიწყე/დამივიწყა.

სულ მშურდა იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ ხმამაღლა და გარკვევით იმის აღიარება, რომ ცუდი პერიოდი აქვთ და უხასიათოდ არიან. აი მე არ შემიძლია, ვითომ არ ვიმჩნევ და თან არ გამომდის.

ხოდა ვინაიდან ამ ბოლო დროს ყოვლად უხასიათოდ ვარ და ერთადერთი სურვილი წოლა და არაფრისკეთება მაქვს,  როგორც მე მჩვევია ხოლმე, პირიქით ვაკეთებ. თიდანში დავდივარ, თავდაცვაზე დავდივარ, სამსახურის იქით ვცდილობ კიდე რაღაც ვაკეთო და ადამიანებს მინიმალურად ვეკონტაქტები. საუკეთესო დაქალისთვის არ დამირეკია საუკუნეა, იმიტომ რომ ვიცი, ტვინი უნდა წავუჭამო წუწუნით და ცოდოა.  ვვარჯიშობ, მაგრამ მემგონი უშედეგოდ. ერთადერთი, რაც მშველის ხოლმე, პახოდებია, მაგრამ ამ ზამთარში მწვანე ბლახი არ იშოვება და ამიტომ იძულებული ვარ მტვრიან დარბაზებში ვიარო.

defence

თიდანში ერთი გოგოა, შუა ვარჯიშის დროს დგება, აღებს ფანჯარას (ამ ყინვაში!) ისე, რომ არც კი კითხულობს და 10-ოდე წუთი გვყინავს ხოლმე.  აზრადაც არ მოსდის იკითხოს, ვინმეს ხელს ხომ არ უშლის ფანჯრის გაფრიალება, ისე, ზრდილობისთვის მაინც გვთხოვოს ნებართვა. წინა კვირას მაღალი სიცხე (39) რომ მქონდა, აშკარად მაგის დამსახურება იყო. ჩემი ამბავი რომ ვიცი, მკვახედ ვეტყვი რამეს, ამიტომ უბრალოდ, ვდუმვარ და ვცდილობ ყველაზე შორეულ კუთხეში გავიშალო ხალიჩა.

tidan

თავდაცვაზე ჩემი და მწვრთნელის შეხედულებები ძალიან არ ემთხვევა ერთმანეთს, იმ პლანეტიდანაა, ტრადიციული საქართველო რომ ქვია.  ძალიან ვბრაზდები, როცა ჩვენს სისუსტეს უსვამს ხაზს და ამაზე “გვეხუმრება” .  ტოჟე მნე ძლიერი ბიჭი, ბევრი “კარატისტი” “რაგბისტი” და მსგავსი კუნთებიანი ტიპი მინახია პახოდებში, მე რომ მივდივარ ნეელა და ბოლომდე და ისინი რომ კვდებიან და წარა-მარა ვაიმე დავიღალეს ძახილით ეფერთხებიან.  არ ვდაობ, 50 აზიდვას ვერასოდეს ვერ გავაკეთებ და ვერც ვინმეს მოვუგრეხავ კისერს და ბიჭს ფიზიკური ძალით ვერ ვაჯობებ, მაგრამ გოგოებს როცა ავარჯიშებ თავდაცვაზე, ხუთ წუთში ერთხელ არ უნდა უმეორო, რომ უშნოდ ფაფხურობენ რაღაცას. მე იქ იმისთვის მივდივარ, რომ რამე ვისწავლო, თორემ ცოდნის გარეშეც მომიგერიებია ადამიანი უბრალო კალმით და გაქანებული მანქანიდანაც გადმოვმხტარვარ.

მორიგი “ფაფხურობთ” ტიპის გამოსვლის მერე ვერ მოვითმინე და გავიღიმე, შენი თავი მანახა პახოდში, 10  წუთში ერთხელ რომ შეისვენებ თქო და არიქა, გამაბანძესო, ისეთი “იუმორი” დადო, უბრალოდ ვერ მივხვდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა.

მეტეო

მეტეოზე მინდა ძალიან ასვლა, აი უძალიანესად, იმდენად მინდა, რომ აუცილებლად უნდა ამიხდეს ეს სურვილი. აბა ამდენს ტყუილად ხომ არ ვვარჯიშობ. აღჭურვილობასაც ვიყიდი, ვინმესაც ვიპოვი, ვინც მეტეოზე მიდის, და გავყვები, არ დავიღლები, მუხლი უკვე მაგარი მექნება და ავალ ბოლომდე, იმ ფერად შენობაში ჩაის დავლევ და გამიხარდება, რომ ვცხოვრობ.

kill

ერთი ძველი ადამიანი მიშლის ნერვებს. იმდენად მიშლის, რომ მინდა მოკვდეს. აი ასე, ადგეს და მოკვდეს, რომ ზუსტად ვიცოდეს, რომ აღარ არსებობს და რომ ვეღარაფერს ვეღარ მავნებს აწ და მარადის.

people

უინტერესო ადამიანები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საინტერესო,  და ის ფაქტი, რომ როცა სადმე ვარ ხოლმე უმეტესწილად მოწყენილობისგან ვკვდები და სახლში მინდა, ჩემი ბრალი არაა და თავს არ უნდა ვადანაშაულებდე იმაში, რომ უჟმური ვარ. უბრალოდ ,საინტერესოები და კარგები ძალიან ცოტანი არიან, იმათთან პირიქით, გინდა რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარო. თუმცა, ეტყობა იმ საინტერესო ადამიანებსაც მხოლოდ საინტერესო ადამიანები აინტერესებთ და არა ჩემნაირი ისინი.

noomi-pace-original-lisbeth-salander--large-msg-129486776434

ლიზბეთ სალანდერს გავხარო, გუშინ მითხრა ნანამ.  პეპის მადარებდნენ, მეამბოხე სულში რომ წითელთმიანი გოგო იყო, იმას (მაშინ არ მქონდა წითელი თმა ოღონდ), კიდე ვიღაც ფენტეზის პერსონაჟს, არ მახსოვს ვის. მე თვითონ მგონია, little women-ში რომ ჯო-ა იმას ვგავარ, მარა ლიზბეთს? სერიოზულად?

წონა გამეყინა, სამსახურში შესვენება მაქვს, ვზივარ და ამას ვპოსტავ ექსპრომტად. დედაჩემის გაკეთებული ტომატი და შოთის პური მქონდა ლანჩზე, ახლა ყავა ადუღდება და ყავას და სიროკს შევჭამ.  ამ ზაფხულს 50 კილო ვიყავი,  ბოლო ორი თვეა კიდევ 53-55-ს შორის ვმერყეობ. ისევ 50 მინდა ვიყო, ხელს მიშლის ზედმეტი კილოები.

 

სენდვიჩის მეთოდი

ფაქტების მოყოლისას გამოიყენება, ჯერ ყვები კარგს, მერე ცუდს, მერე კარგს

კარგი – ახალი ლამაზი ვარდისფერი ჯემპრი მაქვს

ცუდი- კამერის დამტენი გამიფუჭდა და ახალი მოდის ერთი თვეა და ვერ ჩამოაღწია

კარგი- თანამშრომლის პატარა ბავშვის სანახავად ვიყავით, სამი თვის ყავს და ისეთი საყვარელია. :გულიკი:

 

About these ads

3 thoughts on “დღიური სენდვიჩის მეთოდით

  1. 1. მეტეოზე მეც მინდა, მეტეოს ზევითაც :) ზაფხული რომ მოვა, ვიცი მე კაცი, ვინც აგვიყვანს.
    2. კიდევ ერთი პერსონაჟი ვიცი ვისაც გამსგავსებენ და ჩამონათვალში არ გაქვს.

  2. დატვირთული პერიოდი გქონია.. შენ ადგილას ეგეთ მწვრთნელს ვერ გავუძლებდი, კარგია რომ ითმენ :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s