ლაშქრობა ბირთვისის კანიონში



დღე პირველი

შაბათს დილას, ჩანთით, პარალონ-სპალნიკით, ერთი ხელი გამოსაცვლელი ტანსაცმლით და მეტი არაფრით შეიარაღებული მივედი ვაგზალზე. განწყობა- მერყევი, ერთი მხრივ, დათოს მიერ ნათქვამი არაფერია საშიში, შეძლებ და მეორე მხრივ, ალექსას მოწერილი–რა დროს სიგარეტია,გოგო, იმაზე იფიქრე ცოცხალი გადარჩე… მე, წივწივა, შორენა, ალექსა, აჩო&მაკა, აივერსონა და fსო… წინა საღამოს ვერაფრით ვერ დავიძინე, არ მეძინებოდა, ვიჯექი კომპთან , მერე ჩანთა ვალაგე კაი ხანი (ან რა იყო ჩასალაგებელი) და ამასობაში 4 საათიც გახდა… დავწექი მაინც… 7-ზე ავდექი, შევაბაზანდი, კატას წამალი ვაყლურწე, მე ყავა ვყლურწე და გავვარდი ხელების ფშვნეტით და სასიამოვნო მოლოდინებით მუცელში პეპლებაფარფატებული.
დასაწყისი ბაზრულ-მარშუტკულ-მუსიკური იყო…. წყნეთის მხარეს წავედით… მოვიწყინე გზაში ,მუსიკა გავიკეთე და ძალიან ვეცადე ცოტა მაინც დამეძინა. ის-ის იყო ჩათვლემა დავიწყე, მივედითო…. მერე იყო ულამაზესი მინდორი, სურნელოვანი, ათასფერადი ყვავილით, მზისგულზე მწერების ბზუალით… ზაფხული გამახსენდა, ბავშვობაში, სახლის უკან მინდორში რომ ვიწექი ხოლმე მაშინ ჩემს თეძომდე მომწვდარ ბალახებში და ღრუბლებს ვუყურებდი… წინ წავედი, ბალახში დავჯექი და სრულ სიჩუმეში ვუსმენდი მზიან ზაფხულს… ჰაერიც სხვანაირი იყო, უფრო მსუბუქი, უფრო თბილი, უფრო ალერსიანი… მზიანი,ზარმაცული, თვლემამორეული და ამავე დროს სიცოცხლით სავსე ზაფხულის შუადღის სურნელები……
გზაში საბარგულიანი მანქანა წამოგვეწია და საბარგულით ვიმგავრეთ : )))
მერე ჯინსები ამოვიცვი, ზოგმა გაიხადა ზოგმა ჩაიცვა და ჩავუყევით პაწუწკუნა მდინარის კარიკატურას. კარიკატურა უძახე და იიიიიიიიიიიიმხელა ტალახები დაგვახვედრა, ზოგმა ციცაბო ნაპირებზე ვარჩიეთ სიარული… ერთიორჯერ ხმელ ხეს მივენდე და კინაღამ წავიღე წერილი… : ))))) ვიფორთხეთ-ვიფორთხეთ, ხან მდინარესთან ჩავდიოდით, ხან ზემოდან ვუვლიდით, ხან ტყე-ხან მინდორ-ხან ღელე-ღელე მივედით კლდეებამდე… ნუ, კლდემდე ჯერ ბევრი ეკლდა მაგრამ მდინარე ხო იყო, გაგანივრდა, კალაპოტი გაიკეთა და მივყევით ჩვენს უკვე სულ პირდაპირ და პირდაპირ…. თავიდან ვაკე იყო, ქვებზე დავსკუპსკუპობდით მე,აივერსონა და შორენა, თითქოს ფეხი არც დაგვისველდებოდა იმ დღეს : )))) წივწივა და აჩო&მაკა მოტოპავდნენ, ალექსა კი მგონი იმ დღეს საერთოდ არც დასველებულა, სულ რომ კისერი მოეტეხა მაინც მშრალად გადმოდიოდა ყველგან ,იქაც კი, სადაც პრაქტიკულად არ იყო მშრალი გადმოსასვლელი : ))) წყალი საერთოდ არ იყო ცივი, თავიდან კი,გახურებული ფეხი რო ჩავყავი, ცოტა შესცივდა, მაგრამ მერე და მერე პირიქით, დაღლილ ფეხზე სასიამოვნოც კი იყო. ცოტა ხანში დიდი ლოდებიც გაიჩითნენ და ერთიდან მეორეზე დაუფიქრებლად გადახტომამაც მომიწია.მაგარი იყო, ქვებზე ფხოტიალი, ნაპირებზე, დიდ ლოდებზე აძვრომა-ჩაძვრომა. თან მიდიხარ, პაწუკა წყალია, მაგრამ წვიდან ქვაზე გადასვლისას,პაწუა ჩანჩქერუკებს რომ აკეთებს, იმხელა ხმაური და ჩუხჩუხია… თავსზემოთ კი კლდეები, და კიდევ უფრო ზემოთ, ტყე…
მეეეერე, თან მე პირველი მივდიოდი, და დიდი ქვის უკან, მე რომ გადასახტომი მეგონა, დავინახე ორი ერთმანეთზე გადაბმული ჩანჩქერი, ერთი ჩადიოდა, მერე პატარაზე გუბდებოდასავით, რამდენიმე მეტრის მანძილზე, და მეორე სად ჩადიოდა, უკვე აღარ ჩანდა… უკან რომ მოვიხედე, ისეთი სახე მქონდა, აივერსონა და მაკა ეგრევე მიხვდნენ ,რაღაც საშინელება რომ დავინახე : ))) მეთქი ვაიდედიკო,აქ უნდა ჩავიდეეეთ , ნუ ,პირველზე ჩავიდოდი, მაგრამ აი მეორეზე უბრალოდ ვერ მივხვდი თოკი სად უნდა გამოგვება :))))) წივწივამ არაო, აქ არ ჩავალთო, და შემოვლითი გზით წავედით, ანუ უკან დავბრუნდით და ავფოფხდით სააააააადღაც ჯახნაბაში, ვიარეთ-ვიარეთ-ვიარეთ და არადა არ გამოჩნდა ჩასასვლელი,ამასობაში დაგვიანდა და წივწივამ,თოკით ჩავიდეთო….

ჩაინიკი მცოცავის თავგადასავალი
ნუ მე იქ შიში ვჭამეე.. უფრო სწორად, მე ხო ყველაფერი სახეზე მეტყობა და თან, როცა ზიხარ და უყურებ სხვა როგორ ჩადის, თან არ იცი სად უნდა ჩახვიდე,თან როგორ უნდა ჩახვიდე…. თან იქ ალექსამ შემიკიკინა ასე დაგემართება ისე დაგემართება, ნუ ლამის პანაშვიდი გადამიხადა, წიპა გამხიარულებ თქო მარა მე უარესი მემართებოდა.სიგარეტიც სადღაც ბებიაჩემთან იყო ჩადებული და ვიჯექი და გეგმებს ვალაგებდი როგორ უნდა ჩავიდე…. აშკარად ძალიან საწყალი თვალებით ვიყურებოდი ,იმიტო რო წივწივა ჩამეხუტა გამხნევების მიზნით : )))) ჰხოდა ჯერ შორენა წავიდა სწრაფად, მერე აივერსონა შედარებით ნელა, მერე კი ჩემი ჯერიც დადგა… თავიდან ,სანამ ჩამაბეს, სანამ გავიმართე, სანამ მოვიხერხე როგორ მოვჭიდო, პაწია პანიკებიც ავწიე, მერე, ჩვენ გაგიკონტროლებთ ჩასვლასო, მაგით უფრო შემეშინდა, ხელი რომ გაეშვათ, რავქნა თქო, და მეთქი ააააააარა მივდივარ ასეე… დავიძარი ნელ-ნელა და საინტერესო ის იყო, რომ მომენტალურად გამიქრა ყველანაირი შიში და მთელი ყურადღება ჩასვლაზე გადავიდა… სამწუხაროდ არ ვიცოდი რომ ფეხები კარგად უნდა გამეშალა და გამემყარებინა და ვკიდივარ ამ თოკზე, ერთი ხელი ტრაკთან,თოკი მიჭირავს, მეორე ხელით გრიგლის სახელური, ფეხები სველ კლდეზე, ნახევრად მოხრილი, წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე,ჩანთამ გადამძალა და მივენარცხე კლდეს, ნეკი თითი გადამეტყავა და ახლაც მეწვება ცოტა… სველი კლდისმერე ცოტა სწრაფად წავიდა საქმე, მივხვდი რომ ფეხი უნდა გავშალ-გავამყარო და ახლა თოკი დავინახე, მთლიანად ხეზე იყო ჩამოკიდებული, რაღას ვიზამდი, მოხერხებულად ჩამოვჯექი ჰაერში და დავიწყე ამ თოკის მოხსნა : )))) თან ზემოდან ყვირიან, ჩახვედი? :)))) მოვხსენი ეს თოკი როგორც იქნა, და გაიჩითა შედარებით სწორი ზედაპირი, მეთქი ვაშა, ჩავედი… ჰმ, სად ხარ ჯერ… კიდევ ორიოდე თუ სამიოდე პაწკუა ჩასავლელი ჩავიარე, ოღონდ ესენი უკვე სწრაფად, გზის დასასრულს ვხედავდი და გული მომეცა, ბოლოს განსაკუთრებით, გრიგლი მოვქაჩე, და ჯასთ ჩავფრინდი : ))). 18 წუთი მოვანდომე ჩასვლას😦 ავაწოდე გრიგლი (მგონი ასე ქვია) და შორწიკები და გავემართე მომავალი ბანაკისკენ. მოგონებულ ნივთებს კი თოკის პატარა ნაჭერი შეემატა….

შორენას და ანის ამასობაში კოცონი ქონდათ დანთებული, მივეხმარე შეშის მოძიებაში, მოვათრიეთ მორი კოცონთან დასაჯდომად, გამოვიცვალეთ, მივაფიცხეთ სველი ბაჩები დანასკები დამოვუჯექით ამ კოცონს ბიჭების მოლოდინში. დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო, ძველად, ქალები რომ ელოდებოდნენ კაცებს ნადირობიდან. თან საჭმელებიც იმათ ქონდათ და :))) ალექსა და წივწივა უნდა დაშვებულიყვნენ ბოლოს პარაში, ანუ თოკი ხეზე მობმულიდა ერთი ერთ ბოლოზე კიდია,მეორე მეორეზე… ჩვენ ველოდეთ-ველოდეთ. დაღამდა, აჩოც სადრაც გაქრა, ვყვირით,კაციშვილი ხმას არ გვცემს… ხოდა ვნერვიულობთ ცოტა არ იყოს.. შორენა ვერ ისვენებს, გადი-გამოდის, შეუკიკინა კოცონს, პატარა ნაცარქექიასავით თუ ტყის დედოფალივით… ხან შეშას მიუკეთებს, ხან გამოქექავს, მერე წამოიწყო როგორ მიყვარს ცეცხლთან-ო და შუამდე არ იყო მისული კოცონმა “ბუუუუუჰ”-ო, და ისე იფეთქა, ნაპერწკლები გაყარა და მორიდან ლამის წამოგვახტუნა : ))) ამასობაში აივერსონამ მოახერხა დაორჯერ დკარგა ერთი ნასკი, მაკამ კიდევ შარვალი გარეცხა დუშგელით მდინარეში. ხო,მე რა მოვახერხე? რა და, ნასკის შნუროკები ისე გულმოდგინედ გავაშრე რომ დავწვი კიარადა დავადგე ბოლოებში :)))
ჰხოდა კაი ღამე იყო, რომ მოვიდნენ ბიჭები, ჩვენ დავახვედრეთ თბილი კერა და მოვთხოვეთ საჭმელი.. უცებ აინთო გაზი, დაიდგა ჩაინიკით წყალი, პირდაპირ მდინარიდან, არადა თურმე იქვე პაწუკა წყარო ამოდიოდა მიწიდან ,დილას იპოვა მაკამ. მაკას დაბდღე იყო და არყითაც ვადღეგრძელეთ…
მერე კი წვიმა წამოვიდა…. წივწივას სამხედრო კურტკა მეცვა ,ისეე თბილად ვიყავი… მსხვილი წვეთები ცვიოდა ციდან… 7 კაცზე 5 სპალნიკი გვქონდა,ამიტომ გავხსენით,ზოგი ლეიბად,ზოგიც საბნად გამოვიყენეთ და პარკები დავიფარეთ ზემოდან,თუმცა სულ ტყუილად,მალევე გადაიღო… დილას გაირკვა რომ ყველაზე თბილად და კომფორტულად მე მეძინა, აივერსონას და შორენას შუაში ვიწექი და შესაბამისად ორივე მხრიდან თბილად. + თბილი კურტკა, ჩავძვერი შიგ, და კატა რომ ვყოფილიყავი, კრუტუნსაც მოვრთავდი ალბათ… თუმცა ღამე რამდენჯერმე გამეღვიძა, ცაზე ვარსკვლავები იყო, მდინარის ხმაური,ხეების შრიალი… გარეთ წოლა ჯობია კარავს, ოღონდ მარტო არა, გავიყინე ჟინვალში, აი ვინმესთან ერთად შეიძლება, გვერდიგვერდ სპალნიკებში, ანდა ორ გადაბმულ სპალნიკში, როგორც ჩვენ კიარადა, რაღაცნაირად აბამენ და… ადრე მითხრა ვიღაცამ. ჩემ სპალნიკში წივწივას ეძინა, და მე ეგოისტმა კურტკაც კი არ მივეცი :უსერ:

დღე მეორე

წყლის დასალევად მოწყობილ ღამეულ ვოიაჟს თუ არ ჩავთვლით, პატიოსნად გამოძინებულმა შვიდზე ვჭყიტე თვალი ალექსას დახმარებით, რომელიც წივწივას აღვიძებდა, და სასწრაფოდ უკანვე დავხუჭე, ცოტა ძილი კიდევ რომ მომეპარა….
ჩუნგა-ჩანგა ჩავრთე, სიგარეტი ავიღე , ქვას მივაშურემდინარეთან ,ჩამოვჯექი და წავედი ნირვანაში, ხასიათზეც მოვედი…. დიდხანს ვუსმინე მდინარეს, და დავიმუხტე ენერგიით…

დავიძარით ხანმოკლე გამოცვლების დასველი ფეხსაცმლის ჩაცმის მერე… მშუენიერი დაგუშინდელზე ცოტა უფრო რთული გზა იყო თავიდან, ერთ ადგილას თოკის დახმარებითაც ჩავხტით ლოდიდან, ისე ვერ ჩავედით… მერე წივწივი გაბრაზდა,გეყოთ კლდეებზე ფხოტვა,პირდაპირ გატოპეთო… ვტოპეთ,ვტოპეთ და ისეთ ადგილას მივედით, ვერ გავტოპ-ცურვეთ, ღრმად მიკანიონობდა მდინარე და ზემოდან მოვუარეთ და თოკით ჩავედით. ისეთ გამხმარ ხეს უნდა მივნდობოდით, მეთქი, ვაი, და ხმამაღლა გავაპროტესტე, მაგრამ ჩამაკმენდიმეს ზოგიერთებმა ხმა და მერე დაღლამდე მეკაიფნენ აჩო და ალექსა,სანამ მე მაინც ვნერვიულობდი, არადა რა მანერვიულებდა კაცმა იცოდეს…. წივწივამ განსაკუთრებით კარგად დამაწყნარა, ჩანთა მოკიდებული ჯობია, ჩავარდნისას დაგეხმარებაო : ))))) უი,ყველაზე აბეზარს შევპირი გიკბენ თქო … ჰმ…. ჩასვლა ისე გამიხარდა, სულ გადამავიწყდა… :))) ამჯერად საკმაოდ სწრაფად ჩავსრიალდი….
საკმაოდ დიდხანს შევჩერდით ამ ადგიალს, წაოცნებება, მდინარის მოსმენა,გამოძინება და კანფეტის ჭამაც მოვასწარი… შემდეგი დაბრკოლება იქვე გაიჩითა.. პირდაპირ ისევ ღრმა იყო, ტყიდან მოვლა ტეხდა, ამიტომ ჯერ უნდა ჩავსრიალებულიყავით ლოდის ქვეშ, მერე ორი მეტრი ღრმა(ჩემთვის) წყალი გაგვევლო და ისე გავიდოდით. ჩანთები კი გადავაწოდეთ, ბიჭები, აივერსონი, და შორენა ბეზ პრაბლემ გავიდნენ ,მე და მაკას გაგვიჭირდა ცოტა… თან ვერ ვხედავდი ეს ოხერი წყალირამხელა იყო, ცოტა შევყოყმანდი და მანდ მივქარე, გავიჭედე ბატივით და საკაიფო შეყვირება დავიმსახურე : (((( ნუ ,მერე მაინც გადავხტი და თურმე რა ადვილი ყოფილა😦 ასე მოინათლა მე :)))
გააააააააააავიყინეთ, მოსმენად ღირდა რა ხმებს გამოსცემდა ხალხი წყალში ჩახტომისას : ))))
ხოპ, კაკ რაზ აღმოვაჩინე რომ საკაიფოდ მოვსუქებულვარ, კუპალნიკი ადრე სხვანაირად მეცვა , მარა რა დაჯდება დიეტაზე, ნუ, ნიჩეგო, არაუშავს,ასეთიც მიყვარს ჩემი თავი.
ცოტახანში წივწივამ გადაწყვიტა რომ დღეს ან კანიონს ვერ მოვასწრებდით და გადავწყვიტეთ ტყეში ასვლა და ალალბედზე წასვლა.
გამოვიცვალეთ, სამი გასახდელი იყო ტყეში მგონი, თუ ოთხი, ყველა ერთმანეთისგან ზურგით : ))) ჩემ ჯინსებზე დირკა იყო, ტრაკზე, მარა შორწიკები შემომესველა და მომიწია გადირკული ჯინსის ჩაცმა…

დაკარგულთა ოდისეა

ჯერ იყო ციცაბო აღმართი, მერე იყო ჩვეულებრივი ხეებიანი აღმართი… მერე ბილიკის მსგავსი რაღაც დავინახეთ და გავაგრძელეთ გზა ზემოთკენ, მერე ისევ ფოთლებიანი აღმართი… აღმართი- ჩემი მუსიკა და წვივების ტკივილი… უცნაურია, რატომ მიჭირს აღმართებში? ადრე ძალიან მიჭირდა, ახლა თავიდან მტკივდება, ყურადღებას არ მივაქცევ და მივლის… მაგრამ გავლამდე ხო მტკივა,ვახ…. მერე იყო ბილიკი.. ხმათა უმრავლესობით წავედით ზემოთკენ, და ისევ ფოთლებში გავიხლართეთ, მოკლედ, ფრიად ფოთლოვანი ტყე იყო…
ბილიკმა მიგვიყვანა გზასთან… ვაშა, ევრიკა, აფრიალდა წითელი დროშები, გაიხსნა ნამცხვრები, მაიონეზები, კეტჩუპები და პურები და გაიმართა გზის პირველაღმომჩენთა საზეიმო ბანკეტი… დაიჭრა ძალიან გემრიელი და საოცარფორმამიცემული შოკოლადის რულეტი… ნამ-ნამ-ნამ…
გზასაც ისევ ზემოთ ავუყევით და იქვე , 20-ოდე მეტრში დავინახეთ საქეიფო ადგილი და ქვაზე გამოსახული ჯვარი,სანთლებით. ეეეეესეიგი რას ნიშნავდა ეს? ეს ნიშნავდაიმას რომ ძალიან ახლოს ვიტყავით სოფელთან…
ვიარ-ვიარეთ… ნელ-ნელა გზა ნამდვილ გზას დაემსგავსა, მე მიხაკები შემომეკრიფა ველური, აჩოს ფეხსაცმელმა სული განუტევა, გინების საყოველთაო ორწუთეული ჩატარდა, დაიკრიფა ქონდარი, გამოჩნდა მინდორი, და შორს , ჰორიზონტზე, გორებს მიღმა, ვაკე… წავედით ამ ვაკისკენ და ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივედით ფარცხისში,იქ,სადაც ბირთვისებში მივედით აადრე… გზადაგზა გავანაფრუგეთ რაც რამ სოფელში ალუბალი, თეთრითუთა და ტყემალი იყო…
მერე გავაჩერეთ პიკაპი და რიხინ-რიხინით და ლუდებით ხელში ჩამოვრიხინდით თბილისში…..

ვინაიდან ჯერ სურათები არ მაქვს, ეს იდოს აქ : ))))
http://www.tour-georgia.ge/?a=cannon

ხო…….
შთაბეჭდილებები…
სავსე ვარ ემოციებით…
ვდუღვარ და გადმოვდივარ….
და ყველაზე სასიამოვნო ის იყო რომ სასიამოვნო ატმოსფეროში ვიყავი…
გაუთვალისწინებელ ჩეპეს თუ არ ჩავთვლით,რამაც ცოტახნით დაგვგრუზა ყველა…
მაგრამ ჩემთვის მაინც კაი იყო.
ხო
მდინარის “ნეხვატკა” მეც დამრჩა😦

2 thoughts on “ლაშქრობა ბირთვისის კანიონში

  1. au debili gimili medo saxeze amas ro vkiTxulobdi!ra sakaifod wer!!! imina damaviwyda yvela cudi momenti rac mand iyo!!!raRac Zaan pozitiurad gadmoeci yvelaferi, you rock!!!!!:jump: :jump: :2kiss: WoOHoOO :tan:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s