ფიტარეთი, ანუ ვაიმე,ფეხები


გუდარეხისკენ…..
ვბრუნდებით უკან…

დღის გმირები, ბასა და ჩიტუციო, ყველაზე დაუზარელი, მაძიებელი და არამოწუწუნე ოპტიმისტები….
თუმცა მანამდე იყო უშედეგო ბოდიალი დღის 12 საათზე, როცა მზე ყველაზე ცხელია, ასეთ ადგილებში, გუდარეხის საძებნელად. დაახლოებით 9კმ… ძალიან მოვახერხეთ და გზიდან კოშკი ვერ დავინახეთ, შედეგად კი კოშკს დავურტყით თურმე წრე : )))))
თან…. მივდიოდით,მივდიოდით,მივდიოდით, მივდიოდით და აღარ თავდებოდა გზა,არც კოშკი ჩანდა, ამ დროისთვის ალბათ 5 კმ გვქონდა გავლილი ან 4… მერე ვიღაც სულიერი დავინახეთ, და, ისაო,ჩვენ რომ ვიდექით მაღლა – სადაც ელ.ბოძები მიდოდა – ის გზა თურმე მიდიოდა სოფელ გუდარეხამდე- მანამე 4 კმ – იყო. მერე სოფელ გუდარეხიდან კიდევ 3 კმ უნდა გვევლო ნაქალაქარამდე – სადაც ეკლესიები და კომპლექსი იყო- სულ 7-8- კმ კიდევ!!!!
ამ დროს ბასამ შეჰკივლა, სასწრაფო წესით უკანო, ჩვენ კი ვიდექით და სიცილით ვკვდებოდით…. სიმწრის სიცილით

აქ ჩემს ცხოვრებაში ყველაზეყველაზე დაღლილი და გაწამებული, პახოდუ დამწვარი ვარ,ისე რომ მთელი სახე მეწვის და სპეციალური ანტი მზე ანტიდამწვრობა კრემიც არ მშველის და ბასას ვუყურებ ,რომელიც აცხადებს რომ ტყუილა ვიარეთ და ჰერი-ჰერი მაშუტკისკენ….
აღმართი კიდევ უფრო რთული იყო, განსაკუთრებით ის მინდორი, უხეო…მაგრამ ძალებს გზაძლევდა ის,რომ მარშუტკა გველოდებოდა მდინარესთან და მისი ეშხით სკუპ-სკუპით ავიარეთ ლამის…..
მმმმმმმ
მდინარე იყო ისსსსსსსეთი მაგარი….. იმ სიცხის მერე რომ მიხვალ, გაიხდი,ქვაზე ჩამოჯდები, ფეხებს წყალში ჩააწყობ, რომელიც ყინულივით ცივია, მდინარის წყალს დალევ ბოთლით,თავზე დაისხამ და გრძნოგ ორგანიზმი როგორ გიხდის მადლობას….

ა, აგერ ჩანს გზიდან გუდარეხის ციხე , უკანა გზაზე გადავიღეთ…
მერე ბოლნისში გავიარეთ, საჭმლის მარაგი შევივსეთ…… და მდ.ხრამისკენ დავიძარით… გზაში ცხელოდა… ისე,რომ სიცხისგან მციოდა, ანუ, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე სიცივის რეცეპტორები აქტივდებათუ რაღაც ესეთი და გცივა…. თან გაოფლილი, ვერ ვინძრევი, მეძინება,…. მოკლედ, ჯოჯოხეთში მაზე მეტი სიცხე შანსი არაა, არ იქნება…
ხრამამდე ძალიან ცუდი გზა ჩადიოდა, კი გვაპროწიალა მარშუტკამ შეშინებული ხალხის წივილ-კივილის თანხლებით, მაგრამ ბოლომდე მე ვერაო და დავიძარით ფეხით
მდინარე ხრამი, ჩვენი მშველელი,გადამრჩენელი, სიცოცხლის წყარო და უკვდავების ელექსირი :ლავ
:
აი ემ გმირი :უსერ:
თავიდან ალექსას ჩამოვეპროწიალე,წიპა მეშინოდა, მაგრამ მერე მარტო გამოვედი… რრრრა მაგარი იყო იმ დასიცხულზე წყალში შესვლა….. მაგრამ შუაში ისეთი დინება იყო რომ წამიღო და მგონი ელემ მომკიდა ხელი და მომქაჩა :))))
სველი,გაგრილებული და ადამიანსახედაბრუნებული მე…
ვთვლი რომ მდ ხრამზე მეორედ თუ არა, მერომელიRაცედ უეჭველი დავიბადე….
გზა ფიტარეთისკენ..
ეს კოშკიხა გზაზეა….
.
ა,კიდო,გზა
დაბოლოს
აღმართებზე, ტყეში ,და პრინციპში,სიგრილეში სიარულის მერე, გამოჩნდა ფიტარეთი…


ლამაზია, მგონი,ხო?

ოღონდ რას გვერჩოდნენ ეს წინაპრები, კოშკებს და ტაძრებს რომ აგებდნენ ამ სიმაღლეებზე, ა? აქ მტერი კიარა, მოყვარეები ძლივს ამოვედით.

თუმცა ისე ყოჩაღად ვიარეთ ,1 საათში 5 კმ გავირბინეთსავით :)))

მზის ჩასვლასაც დავესწარით
უკან ,მდინaრეზე, ღამე გადმოვედით
ეს იყო ადრენალინის ჩანჩქერები პირადად ჩემთვის, ჩემი 50 კილო ისე მიქონდა მდინარეს,როგორც არაფერი და მთელი ძალით ვცდილობდი ფეხზე დადგომას, თან მე ბივრილი და ალექსა დავიძარით, უცებ, შუაგზაში, ბივრილი აყვირდა ვაიმე მივყევარ, ვიხრჩობიო,გავუშვი ამათ ხელი,და კიდევ კარგი იქვე ვიღაცეები გადიოდნენ, ვტაცე იმათ ხელი და ვდგავართ და ველით როგორ ჩაივლის ოპერაცია სახელწოდებით “გადავარჩინოთ ბივრილი”, ჩანთა მომაწოდეს და კილოგრამები გამეზარდა და არარ მივქონდი მდინარეს…:ჩუპს:


ოპერაცია სახელწოდებით “გადავარჩინოთ ბივრილი”

მერე იყო ტყეში ღამე სიარული ჯგუფ-ჯგუფად, ფანრებით, გადაძახილები აუუ ცოცხლები ხართ მანდ?

მერე ბიძია პატრული მოგვეშველა, უკან მოსიარულეები ნივით ამოიყვანეს….

ხოდა

ესე იყო რა………

ჩემი კვირის 25 კმ, დაღლილობა,სიცხე, მეორედ დაბადება მდინარეში, ულამაზესი ფიტარეთი….

4 thoughts on “ფიტარეთი, ანუ ვაიმე,ფეხები

  1. wow პერწკლი…ყოჩაღ!!!!დიდი დიდი დიდი ყოჩაღ!!!!თან რაღაც ძაან საკაიფოდ გეწერა გგგ :)))და ის სურათი გამწარებული რო ხარ ძაან მაგარია ჰჰეჰეჰეჰეჰეჰჰეჰეჰეჰეჰერაღა ეს წამეკითხა და რაღა ინდიანა ჯონსისთვის მეყურებინა! u rock!!! :jump: ყველაზე მაგარი ის არის რომ მეორე დღეს “კაკ ნივჩომ ნე ბივალა” შრომისუნარიანი და ყოჩაღი ხარ ისევ😉 :up: kruta!!

  2. პერწკლ, ბოლო სურათზე მარცხენა კუთხეში ნანაა??პ.ს. დღეს თორნიკესთან ერთად მეც ვიკურიერე :)) თან არც თუ ისე შედეგიანად, 2 ფირმას ვერ მივაგენით :))

  3. ხო,ნანაა :)))ისა, მე სანამ გავალ მანამდე ყველას ვურეკავ და ვახსნევინებ სად მივიდე და როგორ და რანარირად და ლამის პირობა ჩამოვართვა რომ პატიოსნად დამელოდებიან და არსად წავლენ : ))))) გადაგერეკათ მაიკოსთან :უსერ:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s