გადაჭრილი ფესვები




მეორე სახლიც გავყიდეთ სოფელში, მხოლოდ პირადი ნივთები გამოვიტანეთ და დავტოვეთ. საბოლოოდ გადავჭერით ყველანაირი ფესვები რაც წინაპრებთან გვაკავშირებდა. ბაბუის მამის ან მისი ბაბუის აშენებული სახლი, რომელიც ისეთი ძველი იყო რომ ყველა ბზარიდან ჭიები მოძვრებოდნენ და ჭერი ჩამონგრევით იმუქრებოდა. სამაგიეროდ შიგ 40 გრადუსანი სიცხის დროსაც კი გრილოდა და ღამე საბნებით გვეძინა. თითქმის ყველა ზაფხული აქ მაქვს გატარებული 16 წლამდე. ბავშვობიდან დიდი პანტა მსხლის ხე მახსოვს, მთელი უბნის ბავშვები რომ მოდიოდნენ საჭმელად, და ადრეული უწიპწო ყურძენი, ყველაზე ადრე რომ მწიფდებოდა. ახლა პანტა დაბერდა, ის ყურძენიც გააქრეს, აღარ ისხამდა და… კიდევ დარჩა ყურძენი, გაურკვეველი ჯიშის, სუპერტკბილი და კრატუნა….. იმხელა მტევნებით, რომ ერთი დღე ვჭამდი ხოლმე იმ ერთ მტევანს, ალბათ ერთკილოიანს.
სახლი ორად იყო გაყოფილი, როგორც სოფლებში იციან, ნახევარში ბებიაჩემი ორი შვილით, მეორე ნახევარში მისი დედამთილი, რომელთან ცხოვრებაც არავინ ისურვა და რუსეთში წავიდნენ. ამ ქალს 8 შვილი თუ 9 თუ ძალიან ბევრი ყოლია, ერთ დღეს დაკრძალა 3 შვილი, ხუნაგით დაღუპულები, რომ მოვიდა, კიდევ ორი დახვდა მკვდარი….. ჩემს დაბადებამდე კაი ხნით ადრე მოკვდა. კიდევ უფრო ადრე დაიღუპა მისი შვილი, ანუ ბაბუაჩემი,მტაში გაიყინა, თოვლში, და ლეკურ ნაბადში გახვეული ჩამოასვენეს. ის ნაბადიც წამოვიღეთ მაგ სახლიდან, მყიდველს ვუტოვებდით და რა სინდისით ვიხმარო,წაიღეთო…სამაგიეროდ, მინუს 5-6 თვის რომ ვიყავი, ბიძაჩემი გაასვენეს მაგ სახლიდან.. მე ჩემმა სიჯიუტემ მიშველა, მაინც გავჩნდი : ))) მერე, 6 წლის რომ ვიყავი ,მაგ სახლიდან მომავალ გზაზე მამაჩემი დაიღუპა… არც არავინ იყო ბედნიერი მაგ სახლში, მაგრამ სხვა სახლი არ იყო და ცხოვრობდნენ, რა ექნათ…
მერე სხვა სახლის მშენებლობა დაიწყეს იქვე, მე მაშინ პროექტშიც არ ვიყავი, ბიძამ დაიწყო, დაიღუპა, მამაჩემმა გააგრძელა, დაიღუპა, მერე მამის ძმამ დაამთავრა კოსმეტიკა, იატაკი, რამდენიმე წელი იქ ჩავდიოდი ზაფხულობით… იმხელა სახლი იყო, შიგ დიიიიდი სარდაფით , ბუხრით, უზარმაზარი ოთახებით , ავტოფარეხით შიგვე , საფუტკრე ოთახით და კიდევ რაღაც პრიბამბასებით, ვანა-ტუალეტით შიგნით. მაგრამ საშინლად მოუხერხებელი და ცხელი… დალაგებას ვუნდებოდი მერვეკლასელი ბავშვი მთელი დღე და მაგიტომაც მეჯავრებოდა ის გადაჭიმული დარბაზ-ოთახები. გავყიდეთ ისიც მერე…. იმ სახლში ჩემი ჟოლოს უზარმაზარი ბუჩქები დარჩა, და ხე, რომელზეც შეიძლებოდა წამოწოლილიყავი, გეჭამა,დაგეძინა, გეკითხა,ზაგარი მიგეღო… არ ვაჭარბებ,მართლა მასეთი ხე იყო,უცნაურად გაზრდილი და მსუქანი ტოტებით….
იმ უბანში დარჩა ჩემი ბავშვობის მეგობრის ხსოვნაც.
არ მწყდება გული საერთოდ
ასე ჯობდა.
ეს სურათები კი იყს აქ, თორემ კომპის რევიზიას შეეწირება მომავალში და ეს მაინც იყოს : )))))
Advertisements

4 thoughts on “გადაჭრილი ფესვები

  1. მე ვერ შეველეოდი საგვარეულო სახლს ((მასეთი არასდროს მქონია და სულ ვნატრობ ((ფული რომ მექნება აუცილებლად ვიყიდი ან ავიშენებ ჩემს სოფელში სახლს …ხშირად წარმოვიდგენ იქ რომ ჩავდივარ და ირგვლივ ყველა ნათესავია და შენი მოგვარე.იქ ჩემი წინაპრები და ა.შ.თან როგორც გავიგე ძალიან ბევრს ახსოვს ბაბუაჩემი ))ხოდა ძალიან მინდა მასეთი სახლი ((

  2. eem ბებიაჩემი ნახევარ სოფელს ასწავლიდა, ახსოვთ, რა დაავიწყებთ, ერთი დიდი ბაბუა კი თუშეთის პირველი მღვდელი იყო, ის რომ მოკვდა თურმე მიცვალებულებს მისი ანაფორის ნახევს ატანდნენ, გამპატიოსნებელი არავინ იყო და…….დედის დედის სახლი გავყიდეთ, ნიჩევო, სამაგიეროდ მამის მამის დაფახფახებული სახლის კარიკატურა დარჩა, ბებიანაცვლით შიგნით.. ნუ ეგ ვისი სამემკვიდროა ჩორტ ევო ზნაეტ….უტვინო– ის უბანი სულ ჩენი ნათესავებია, მარა.. არ მიმდის გული…..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s