გურჯისტანული მარაზმები


დღეს შევესწარი გენიალურ დიალოგს
მარშუტკაში უკან ზის ორი ბიჭი და განიხილავს რომ 10 ლარი ოჯახს ჭამის ფულად უნდა ეყოს ერთი დღე
–” რას ამბობ, 10 ლარად კართოფილიც მოგივა,სასისკიც, მაკარონიც, პივაც, ყველსაც იყიდი, ყველაფერსაც იყიდი…”
— ხო ჩმდდშვც… სადაა 20 ლარი ყოველდღე რომ ჭამაში აძლიო, მიცეს 10 ლარი და იმყოფინოს… მარა რას ეტყვის, მიყვარსო…
–და ვაბშე რა მოეწონა იმ გოგოში თუ ძმა ხარ, უეჭველი ჯადო გაუკეთა ბო….შვილი ვიყო, თან დედამისს ისე არ უნდოდა. (5 წუთის წინ ორივე ეკლესიის დანახვაზე გამწარებულები იწერდნენ პირჯვარს)
—ვის ენდომება თუ ძმა ხარ (აქ ძალიან უცენზურო სიტყვები)
(ხო ნუ ამასობაში მე წარმოვიდგინე გოგო, რომელმაც დღეში 10 ლარად სამჯერ უნდა გაამზადოს საჭმელი მინ ორი კაცისთვის და საღამოს მისულ ზემოთხსენებულ ძმაკაცებსაც გაუმასპინძლდეს და პივაც დაახვედროს)
სიჩუმე, რაღაც პერიოდის მერე..
–აი ამ ასახვევში ცხოვრობ ის გოგო.
—ვინ ?
— მე რო უნდა მოვტ–ნა
–აა…. გამაცნობ?
ამ ფრაზებს შუა მიდიოდა საუბარი ქართულ ძმობაზე და გაგებაზე, რუსებს როგორ გაუნგრევენ თავყბას, და ვის როგორი მანქანა ყავს და რამდენი გოგო დაითრია, უცენზურო სიტყვვების და დედიკოების ხსენებით
მარა ეს ორი ამონარიდი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა.

მომასულიერეთ

Advertisements

5 thoughts on “გურჯისტანული მარაზმები

  1. dvrosky–გაგარინის მოედანთან : )))უტვინო–ჰხომ, ანაკომებზე უნდა დასვა ერთიორი კვირა, იფ იფ იფჩორვენ–ერთიც საკმარისი იყო ჩემს ასაღელვებლად : )))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s