შენ თითქოს მიხვდი


შენ თითქოს მიხვდი: ბედი რაც არი,
გაკრიალებულ და უნატიფეს
შანდლებზე ცვივა ვნების ნაცარი,
რომელიც ცივი ცრემლით დატვიფრეს.
შენ თითქოს მიხვდი, რომ ბრძოლა არ ღირს,
რომ ჩაფლული ხარ ლაფში ყელამდე,
გამოიწრიტა სისხლისგან ძარღვი,
რადგან დუმილით ებრძვი ყველაფერს.
შენ თითქოს მიხვდი… მაგრამ არ იცი,
რად შერჩა ხელი მწვანე ფასადზე,
შენ დიდხანს დგახარ ღია კარის წინ
და სულ სხვა მხარეს ეძებ გასასვლელს

თამაზ ბაძაღუა

2 thoughts on “შენ თითქოს მიხვდი

  1. ჰო მასე ზოგჯერ ადვილი კითხვის პასუხს შორს ვეძებთშეუმჩნევლობა არ ვარგა😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s