ომი გრძელდება?!


გამეღვიძა, ღამეა,შუქი, როგორც ყოველთვის, არავის აუნთია და ჩაცმულს მძინავს….. ავდექი, კომპის ღილაკს ნახევრადთვალგახელილმა მივაჭირე ხელი, სამზარეულოსკენ დავიძარი ყავის დასადგმელად და უცებ მივხვდი რომ თავბრუ მეხვევა.. არა, დედამიწა ზანზარებს… საიდანღაც ჩართული ტელევიზორის ხმა მომესმა–თბილისის ცენტრი აფეთქებულია, თბილისი ალყაშია, მოსახლეობას ვთხოვთ შეინარჩუნოს სიმშვიდე…..
დედა უნდა გავაღვიძო, ჩქარა, გავიქცეთ… ან სად გავიქცეთ… ინერვიულებს, იქნებ არ გავაღვიძო….. ისევ ტავიდან იწყება…… დავიღალე……
არ გავაღვიძებ.
აივანზე გავდივარ, ნაცრისფერი კორპუსები ისევ ისე დგანან, მაგრამ დედამიწა მაინც ზანზარებს და უნდა მოვეჭიდო რამეს, რომ არ წავიქცე…
მეზობელ აივანზე ვიღაც ქალი დგას. დიდი აივანია, მოშენებული, და შეიძლება ჩემიდან მისაზე გადახვიდე. ნაცნობი, მსუქანი სახე აქვს , ცისფერი წყალწყალა თვალებით, მაგრამ არ ვიცი, რატომ მეცნობა… რაღაცას მიყვება, მამშვიდებს ტავისი ჭკუით, მე კი უფრო ვღელავ და აპათიის და დაღლილობის შეგრძნება მეუფლება ნელ-ნელა, როცა უკვე ყველაფერი სულერთია და გინდა რომ მალე დამტავრდეს ყველაფერი, თუნდაც შენი სიკვდილით, ოღონდ დამთავრდეს…..

მერე გამეღვიძა

Advertisements

4 thoughts on “ომი გრძელდება?!

  1. აუუუუუ : ((((ყველა მასეთ დღეშიაიმდღეს ვნახე თბილისში დავდიოდი და გარშემო მკვდარი ქართველი ჯარისკაცები ეყარა :(( გვამებიომმა მასე იცის ფსიქიკურად ერხევა ყველას 😦

  2. ეც კოშმარი ვნახე , მაგრამ ომის თემატიკაზე არა …რაღაც სასახლის ჭიშკართან ღამე ჩემს კუთვნილ ოპერლ კორსაში ვიჯექი ვითომ ( ეს ოპელ კორსა წინა ღამეს აუტო.ჯიზე ვნახე და ჩამყვა ალბათ :)) და დედის და დის გამოსვლას ველოდი ამ სასახლიდან, აი სულ ბნელით მოსილი იყო და დიდი ობობის ქსელიანი ჭიშკარი ჰქონდა და ნუ მოკლედ ვხვდებოდი, რომ ცუდი ადგილი იყო და შიგნით ბოროტება ხდებოდა, მერე ერთი ჩემი მეზობელი გამოვიდა მარტო და დედაჩემზე მითხრა ვამპირებმა , რომლებიც ამ სასახლეში ცხოვრობდნენ მოკლესო და შენ დას ვერ პოულო, ალბათ სადმე სხვა მკვდრებტან ერთად გდიაო და მე შევქანდი ეგრევე სასახლეში და მერე მივხვდი, რომ ეს ქალიც რაღაცაში იყო გარეული და ვკითხე შენ ცოცხალი რატომ გამოგიშვესთქო და არ მიპასუხა, სატანასავით ჩაიცინა, შორიდან ვუყვიროდი სატანას რატომ მიჰყიდე სულითქო :((მერე შევედი და ჩემი და ცოცხლებში აღმოვაჩინე, მეც დამატყვევეს , მაგრამ დედაჩემს ვეძებდი, ყველა მეუბნებდოდა გარდაიცვალაო, ნუ თვალლი რომ გავახილე უბედნიერესი ვიყავი :((შენც კაი საშინელება გინახავს, მძულს რა ასეი სიზმრები, არადა კარგი სიზმარი რა კარგია, მაგრამ რო გამოფხიზლდები რა ცუდია :((

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s