ადამიანებს სჭირდებათ კედლები


ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა განუწყვეტლივ არ ხედავდნენ ერთმანეთს.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ეძებონ ერთმანეთი, იპოვნონ და დაუცხრონ მერე ერთმანეთს ჟინი.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,რათა დახატონ სურათები და მერე ამ კედლებზე ჩამოკიდონ.ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა იცნობდნენ სხვათა და საკუთარ სხეულებს,
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა არ შეზიზღდეთ საბოლოოდ ერთმანეთი.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ხანდახან დაიმალნონ და თავი მოიტყუონ და თავი გაიმართლონ.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა უხაროდეთ ტრიალ მინდორზე ყოფნა.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ამ კედლებს ჰქონდეს ფანჯრები, საიდანაც გაიხედავენ და
კარები, საიდანაც შევლენ და გავლენ
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ჰქონდეთ თავს ზემოთ ჭერი და ეგონოთ,
რომ ვერავინ ხედავს, თვით უფალიც კი.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ეგონოთ რომ ღმერთი არსებობს და
რათა დაეჭვდნენ მის არსებობაში.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ააშენენ და მერე დაანგრიონ ისინი
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა იყვნენ ადამიანები.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s