წელიწადის დროები


ახლა შემოდგომაა…
შემოდგომის მზე მიყვარს, მშვიდი, თბილი და ალერსიანი. სიმყუდროვის შეგრძნება ჰაერში, ფერადი ტყეები და ჩამოცვენილ ფოთლებში შრიალით სიარული. პირველი თხელი სვიტრი, გრძელმკლავებიანი, ზაფხულის მერე გადაჩვეული რომ ჩაიცმევ, და სულ სხვანაირი სუსხი ჰაერში. ბავშვობაში, სკოლაში რომ მივდიოდი, ის შეგრძნება დღესაც მომყვება…

მაგრამ როგორც კი წვიმები იწყება, ცხოვრების ხალისი მეკარგება და მაქსიმალურად ვცდილობ ცხვირი არ გავყო სახლიდან, თუ აუცილებლობა არ არის.

და მერე ველოდები ზამთრის პირველ თოვლს, დაზვინულ ხეებს, ცივ, კრისტალურად სუფთა ჰაერს, სიჩუმეს, რომელიც მხოლოდ დათოვლილ ტყეშია, ხელუხლებელ სითეთრეს და მსხვილ ფანტელებს, ბარდნას… ლიონებერგელი ემილის ზამთარი მიყვარს.
გაზაფხული… არ მიყვარს… უფრო სწორედ, იმდენად მაფორიაქებს რომ აღარ მიყვარს. ჰაერიც დამუხტული ხდება, ბალახის და რაღაც სხვა არომატები ერევა ერთმანეთს და ტყეში ბოდიალის ლომკა მეწყება ისეთი ძლიერი რომ ცოტაც და დეპრესიაში გადამდის ხოლმე. იასამანი მიყვარს გაზაფხულის…
ზაფხულში უბრალოდ ძალიან ცხელა

2 thoughts on “წელიწადის დროები

  1. მე ყვლა დრო მიყვარს, იმიტომ, რომ ვასწრებ ხოლმე მონტრებას, სანამ ზაფხული გავა, შემოდგომა მენატრება, შემოდგომის ბოლოს ერთი სული მაქვს ზამთარი მოვიდეს, მერე გზახულს ველოდები და ზაფხულს ხო საერთოდ… მოკლედ, ყველა კრგია

  2. მე ყვლა დრო მიყვარს, იმიტომ, რომ ვასწრებ ხოლმე მონტრებას, სანამ ზაფხული გავა, შემოდგომა მენატრება, შემოდგომის ბოლოს ერთი სული მაქვს ზამთარი მოვიდეს, მერე გზახულს ველოდები და ზაფხულს ხო საერთოდ… მოკლედ, ყველა კრგია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s