ბავშვობა


მთელი ბავშვობა, ყოველდილა, რომ გავიღვიძებდი, ფანჯარასთან მივრბოდი და კავკასიონის მთებს ვუყურებდი….თუ დათოვლილი იყო, ესეიგი უკვე კურტკაზე გადასვლის დრო მოვიდა…….
უკვე მეშვიდე წელია, ჩემი ფანჯრიდან აღარ ჩანს ალაზნის ველი და დათოვლილი კავკასიონი……
დილაობითაც აღარ მაღვიძებს არავინ, ახალამდგარს არ მხვდება გაგუზგუზებული შეშის ღუმელი და ერბოკვერცხი…
სისხამ დილას სახლიდან გასულს არ მიჭყიტინებს მზე, და არ მხვდება ნაცნობი სახეები , რომლის მიხედვითაც შემიძლია გავიგო, ადრე მივდივარ თუ უკვე მაგვიანდება…
აღარაა საჭირო ყავიანი ჭიქის დამალვა და გოგლი-მოგლიანი თეფშის სასწრაფოდ გარეცხვა… არც ბევრი ტკბილეულის გამო მეჩხუბებიან…
ჩემს ჩანთაში აღარ ყრია ჯოხიანი კანფეტები და აღარ ვიკრიბებით ოთხი მეგობარი პიცის და ნამცხვრის გასაკეთებლად, აღარ ვრჩებით ღამე მარის სახლში და ნატო დეიდა აღარ გვიყვება მისი და ნინოს დედის სტუდენტობის სახალისო ამბებს… მე და მარი აღარასოდეს დავკეტავთ სამზარეულოს კარს, რომ ნატო არ შემოგვივარდეს და კრემი არ შეგვიჭამოს სულსულ… აღარ ვეჩხუბებით ბეროს შავი ტანსაცმლის სიყვარულის გამო. აღარ შევივლით ბეროს მამასთან სამსახურში, დაველოდებით სანამ რამეს დაგვავალებს და ბაზარში სათითაოდ აღარ გავსინჯავთ ყველს, აღარ გამიკვირდება სად მიაქვს ამდენი მწვანილი ბეროს დედას, აღარ ვიყიდით ჟურნალებს და მშობლები რომ წავლენ სოფელში აღარ დამიძახებს ბერო, ჩემთან ამოდიო, მოვუსმენთ მუსიკას და ვილაპარაკებთ ქერა ბიჭებზე : ))) … აღარასოდეს ვივლით მე და მარი ქიმიაზე, ბერო და მარი კი ქართულზე, და ერთმანეთის ამბებს ასეღა გავიგებთ აბიტურიენტობის ჟამს… აღარ იქნება ის ხუთი დღე, თეთრწყლებში… მარიმ თქვა, რომ მიფრინავდა, კიდევ მინდა წავიდეთ, რომ ჩამოვალო… წასვლის წინა ღამეს, ისევ სამნი დავრჩით, მე, ბერო და მარი, თითქოს ისევ ბავშვები ვიყავით და ღამის გასათევად შევიკრიბეთ… ისევ ისე ვილაპარაკეთ სისულელეებზე, ვიცინეთ, და მივხვდით რომ ის სამნი ვართ. რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ მაინც ისეთები დავრჩევით ერთმანეთისთვის, როგორიც სკოლაში ვიყავით…. ქერა, შავგვრემანი და წითური…. საქმიანი, წყნარი, და ცოტა შერეკილი… ფინანსისტი, იურისტი და ბიოლოგი…
13-14 წლის
19 წლისები
22…….
მარი გათხოვდა და საზღვარგარეთ წავიდა…..
ბერომ დაამთავრე, წავიდა, თელავშია და მგონი საბოლოოდ დარჩება კიდეც იქ….
მე ისე ჩანს, აქ ვბინადრდები……..
გავიზარდეთ და დავიფანტეთ…
კიდევ როდის შევიკრიბებით ნეტავ…….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s