ნომინაცია- წლის კოშმარი


დილას ერთი საათი ვიყურყუტეთ უნიში, ლექტორს ვუცდიდით, რომელიც სხვა კათედრაზე იჯდა და თურმე ჭამდა… მოვიდა, მოგვცა რაღაც, გვეჭორავა, გაგვიშვა. მივედი ლაბში, ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი იყო ის რომ ზეძალიან მშიოდა, გუშჳნ 6-ს მერე არ მქონდა ნაჭამი და ახლა უკვე პირველი ხდებოდა…. ხალათის ჩაცმა ვერ მოვასწარი რაღაც პასუხები მოვიდა და მიხედეო…. აი თავში რო ტაფას ჩაგარტყავენ მასე დამემართა და კონცენტრირება ძლივს მოვახდინე რომ საქმე გამეკეთებინდა და წყნარად ღიმილით მეთქვა , კაი ,ამას გავაკეთებ მარა ეს დანარჩენი უკვე იყო, მარა ჯანდაბას, ამასაც გავაკეთებ და დღეიდან ამ ყველაფერს მე აღვნიშნავ რა გაკეთდა და რა არა თქო. :მო:
ოდა ოდესმე თუ გტკიებიათ თავი ისე რომ გულისრევის შეგრძნება გაგჩენიათ, თავშჳ წვის, და იმის, რომ მალე ელემენტი დაჯდება და გაითიშები, აი მასე ვიყავი ზუსტად… დაახლოებით ორი საათი ვითმინე, თან ვერც გავედი საჭმელად, ხალხის და ანალიზების ზედახორა იყო, და ასე პატიოსნად ვითმინე 2 საათი სანამ ყავა და ნამცხვარი მოვახერხე მეჭამა. გამიარა ცოტა ხანი, მერე ისევ შემომიტია….. ამასობაში გახდა ოთხი და ვიფიქრე რომ აი ახლა ავიღებ ჩანთას და ჰერი-ჰერი. ამ დროს მოდის კოაგულოგრამები და ლიპიდურები, ეს კი იმას ნიშნავს რომ ხათოსაც ეჩქარება და მაიკოს ძალიანაც არ უნდა მარა კოაგულოგრამას უნდა მიხედოს, და ამოვიოხრე და კონვეიერული წესით გავაკეთე,ორ-ორი ერთად. ამასობაში კუნთებს გლუკოზა გამოელია და ხელი მიკანკალებს, ძლივს ვუმიზნებ ერთი ბეწო კიუვეტებს. როგორც იქნა დავამთავრე, მერე კიდე რაღაც წვრილმანები ბლაბლაბლა, და მერე კიდევ ერთი სიურპრიზი, 15 წუთი ველოდე 149-ს და 200-ს , არც ერთი არ გამოჩენილა, იძულებული გავხდი ქავთარაძიდან ფეხით ამოვსულიყავი, კაპიუშონი მეხურა, და კინაღამ მანქანამ დამარტყა,ვერ დავინახე მარა იმწუთას ფეხზე მეკიდა ისე მაწუხებდა თავი. და დღის კოშმარი, ჩემი თეთრი კომბოსტოს მწნილი აღარ ქონდათ მაღაზიაში, ღრრრრრრრ
დღეს პატარა აღმოჩენა გავაკეთე, მივხვდი რას განსხვავებაა სექსში უპრეზერვატივოდ და პრეზერვატივით, ხელთათმანებით ვცდილობდი ზმეიკიანი პარკის გახსნას და ფაილში ფურცლის ჩადებას. ძლივს მოვახერხე, საერთოდ ვერ ვგრძნობდი ვერაფერს თითის წვერებით : ))))
უი, ყველაზე მთავარი ,ამ სიჩქარეში და ცუდადყოფნაში ერთი-ორჯერ გავმაზე ხელთათმანი და იმედია არაფერი შემეყრება : )))
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s