ურეჟიმო რეჟიმი


ხო რა, ამ ბოლო დროს დამჩემდა, ორშაბათი-პარასკევი 3-4- საათი თუ მძინავს ღამე, მერე საღამოს 1-2, მერე ისევ ღამისთევა, დილას თავის ძლივს აწევა და უმეტეს შემთხვევაში უნის დაკიდება იმიტომ რომ ლექტორსაც კიდია და ლატარიაა რა, მიხვალ ,ან დაგხვდება ან არა, ხელში პირველი რაც მოგხვდება იმის ჩაჯაჯება, სახის შედარებით ადამიანურ კონდიციამდე მიყვანის დაზარება, ლაბში ავტოპილოტზე წასვლა,ხოდა დავდივარ დაზომბირებული მთელი კვირა, რათა შაბათკვირას მართლა გულისარევამდე ვიძინო იმდენი, რომ დილას მივხვდი, ახლა თუ თვალებს დავხუჭავ, მოვკვდები უეჭველი ან რამე მომივა თქო.
აი როგორ ვცხოვრობ იცი, როგორც დათვი, რომელმაც ამ ზამთარს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, უდნა გაუძლოს… რაღაც უკეთესის იმედით გამყავს ეს ზამთარი, თითქოს რაღაც უნდა მოხდეს, მარა რა, ეგეც არ ვიცი…… ალბათ არაფერი, უბრალოდ, მე არ მიყვარს ზამთარი და სიცივე და თვითდაცვის რეჟიმი ჩამერთო.
არა, არ შეიძლება დროის ასე კარგვა, დროის გაყვანა რამე უკეთესის მოლოდინში, ასე შეიძლება მთელი ცხოვრება მიაფლანგო.
შაბათკვირა უკვე მობილას გათიშვაც კი დავიწყე, სრული ვაკუუმი, ნირვანაში ვარ თითქმის,ყველა პრობლემა კჩორტუ, ძილი,ძილი და ძილი.
აი ახლაც ვზივარ და ვიცი რომ ხვალ ძლივს ავწევ თავს წავალ უნიში ინგლისურის ლექტორის ჩხუბის მოსასმენად (სტილი აქვს ეგეთი, სწავლების), მერე ლაბში, მთელი დღე,როგორც ყველა ორრშაბათი, კომპთან უნდა გავატარო,საგიჟეთი უნდა იყოს, ჩვენთან მართლა მძიმე დღეა ორშაბათჳ, და საღამოს ისევ უმისამართოდ გავაბოდიალო,სიცივეში, სიბნელეში….. მიყვარს ეს უმისამართო ბოდიალი სიგარეტით ჯიბეში, როცა იცი რომ ნებისმიერ წუთას შეგიძლია გაჩერდე და სხვა მიმარძთულებით წახვიდე, გაუკიდო სიგარეთს და გამყინავი ჰაერის ნაცვლად თბილი, (მერე რა რომ მავნე)ჰაერი ჩაისუნთქო…
და იფიქრო, იფიქრო, იფიქრო……
ვჭედ აშკარად : )))))

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s