ახალი 2009


ამასწინ მეგობარმა მახარა, წელს ჩვენი წელი მოდისო, ხარისო, არც გამხსენებია კიარადა რომ არ ეთქვა არც გამახსენდებოდა…. ჩემი წელი მოდის და თან 24 წლის ვხდები. არ ვიცი სხვებისთვის როგორ და ჩემთან ნებისმიერი საინტერესო ამბავი და მოვლენა ლუწ წლებს უკავშირდება, ტყუილად კი არ ვარ 22-ში დაბადებული.

წინა წელს ორი ძალიან კარგი ადამიანი აღმოვაჩინე, და ორიც გავიცანი, ბევრი ვიარე წაღმა-უკუღმა, სწავლის გარდა ყველაფერი გავაკეთე, თოკით დავეშვი სიმაღლიდან ,ჩემთვის ეს მართლა გმირობა იყო იმიტომ რომ ძალიან მეშინია სიმაღლის, წინა წლის ბოლოს პირველად მეწყინა ადამიანის გარდაცვალება, და,იმედია, კარგა ხანი არ გავიგებ მსგავსს არაფერს… აპრილში მარი გათხოვდა, იმ იშვიათ ქორწილთაგანი იყო, სადაც არ მომიწყენია. ომი იყო კიდევ, და ყველაზე საშინელი ის კი არ იყო რომ ვაიმე ომია და რაღაც, არამედ ის რომ უმწეო ხარ და საიდან რას გესვრიან არ იცი,ვერც ვერაფერს აკეთებ. ენკას ვთამაშობდი კიდევ იმ წელს… უი ხო,ერთი პიროვნება გავაქრე შეძლებისდაგვარად, ყოვლად თავდაჯერებული და თავგადამეტებული, წიპა მე ვარ და შემომხედეთ. სად მქონდა საღი გონება ნეტავ, ა? მთაში ვიყავი და საკუთარი თავი ხელახლა აღმოვაჩინე. თურმე რა კარგია, როცა ისე ხარ როგორც გინდა.
ჰხომდა
2009-ში არაფერს არ ვგეგმავ, არ მიყვარს გეგმების დალაგება. თუმცა, მარიმ რომ ყაზახური იურტა მაჩუქა, როცა გამახსენდება, ფულს ჩავაგდებ ხოლმე და წლის ბოლოს ჩემთვის აპარატს ვიყიდი! მინდამინდამინდა 😦
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s