როცა შემოდგომა მოვა


როცა შეცივდებათ ხეებს,
მოწყინდებათ ერთფეროვნება
გადაწყვეტენ გამართონ კარნავალი
და
დაპატიჟონ
წითელი
ყვითელი
და
მწვანე.
მერე შემოდგომაც მოვა
ჩემი საღი აზრები სადღაც მოუსავლეთში გადაიხვეწებიან
ადგილს დაუთმობენ სპონტანური გადაწყვეტილებების პერწკლებს
მე წავა და მეორე მე მოვა.
ჰაერში თავგადასავლების და მოგზაურობის სუნი დადგება
და
აუტანლად მომინდება წასვლა შორს, უკანმოუხედავად,
ოღონდ მზე ათბობდეს
ყურში ხმელი ფოთლის შრიალი ისმოდეს
სიარულისას
ჰაერი იყოს მზისფერი
დედამიწა გამძღარი და მსუყე
ჩიტები ჭიკჭიკებდნენ ზარმაცად
და მიფრინავდნენ სხვა სამშობლოში გუნდებად
დავბრუნდებითო- იბარებდნენ.

ხოდა, უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა რომ რა ჭირს ამ ამინდს, გაზაფხულზე ყინავდა, ზაფხულში გრილოდა, აწი შემოდგომაა და შხაპუნა წვიმა მოდის.
არ ვთამაშობ მე ასე!
დამიბრუნეთ ჩემი შემოდგომა!
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s