ძალიან შეკიკინებული პოსტი


სანამ ზღვის პოსტს ვერ დავადგი თავი, კიდევ ერთ “ქართულ ფენომენზე” უნდა დავწერო…
ფორუმს მოვპარავ ტერმინს, იმიტომ რომ მართლა “ფენომენია” და ძალიან ხშირად გვხვდება ჩვენს გარშემომყოფებში მსგავსი ადამიანები. კაი ხანია გავიცანი გოგო, ნუ კაი, ქალი, რომელსაც ყავს ორი შვილი, აქედან ერთი უკვე იმხელა, მე მის ასაკში საჭმელსაც ვიკეთებდი, როცა მშიოდა და პატრონი არ მყავდა და დედასაც ვეხმარებოდი ხოლმე მარტივ საქმეებში. (ეს მერე გავზარმაცდი თორემ ისეთი პატიოსანი ბოვშვი ვიყავი, ნამცხვრებსაც კი ვაცხობდი და თეთრეულს ვაუთოვებდი დასტა-დასტა).
ხოდა ასეთი ქალები მუდამ წუწუნებენ იმაზე, რა ძნელია შვილის გაზრდა, სახლის მოვლა, როგორ არ რჩებათ დრო საკუთარი თავისთვის და როგორ არიან ოჯახზე გადამკვდრები ისე, რომ ბავშვის თუნდაც ზოოპარკში გასაყვანად არ ცალიათ, როგორ გახეხეს ორჯერ იატაკი, როგორ აკეთეს 291423876 ტავი საჭმელი და როგორი მკვდრები ჩაეყარნენ ლოგინებში. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ამით ამაყობენ, თავისი გამოუძინებლობებით, დაღლილობებით და გადამკვდრობით.

კაი, გასაგებია, ტიპაჟებია ეგეთი, რა ჩემი საქმეა მისი ცხოვრება, მარა ამ ბოლო დროს ერთ-ერთი მათგანი მერჩის აშკარად. ანუ, კაი ხანია მერჩის, რაც იმას გულისხმობს რომ ძალიან,ძალიან დიდი ნებისყოფის დაძაბვის ფასად გავუტარე ბევრჯერ ფრაზები, წიპა: “შენ რო დრო გაქვს და ერთობი”, “მეტი რა საქმე გაქვს”, “ნეტა მოგცლია” ( ეს პახოდების ამბავში) “შენც ეხლა რა საქმე გაქვს, წვრილშვილი გელოდება სახლში”. ეს იმ დროს როცა იცის რომ მარტო ვცხოვრობ და მოსამსახურეც არ მყავს რომ საქმეები მიკეთოს. ხოდა ამასწინათ აი ვეღარ მოვითმინე და მკაცრად ვუთხარი “ძააან დიდი ბოდიში მარა აუცილებელია გათხოვილი იყო და შვილი გყავდეს საქმე რო გქონდეს თქო?.” ებლინ, დიახ, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და დავდივარ სადაც გამეხარდება და როგორც გამეხარდება, ჩემი თავისუფლება მიყვარს, დიახ, მომწონს თოკით ცოცვა, მთაში და ბარში ხეტიალი, ავტოსტოპით ბოდიალი, სადაც დამიღამდება იქ დაძინება და არ მინდა სიბერეში მხოლოდ მოხარშული ფაფები, სამსართულიანი სუფრები და სამი წელი გაჭიმული ბინის რემონტი მქონდეს მოსაგონარი.
ნუ იმაზე აღარ ვლაპარაკობ ჩემი ათეისტობა ლეგენდად რომ დადის მხოლოდ იმის გამო რომ ძალიან ლოგიკური კითხვები მიჩნდება, ვერ მპასუხობს და “ასეა წესი-ს” მე არ ვცნობ. ნუ პარალელურად არ ვმარხულობ და ბრმად არ მწამს არაფრის (დიდი ეჭვი მაქვს, მაგაზე მეტად მე მწამს) და არც სხვა რელიგიებს არ ვესხმი თავს ბრმა რწმენის გამო.

პ.ს. რეალურად ძალიანაც კარგად ვხვდები, და მიმახვედრეს კიდეც რატოა ასეთი, მარა ბოლის გამოშვება მინდოდა : ))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s