მომილოცეთ… არა, გაიზიარეთ :D


http://hexsus.blogspot.com/2009/09/blog-post_20.html
ამ პოსტმა შთამაგონა პოსტი, სავიზიტო ბარატად მოხსენებულმა თმამ.

ჩემი სუსტი წერტილია ზოგადად თმა, ძალიან არ მსიამოვნებს ლამაზ თმას რომ ვხედავ შეკრულს, ვთვლი რომ გოგოს ყველაზე მეტად გრძელი და გაშლილი თმა უხდება და საერთოდაც კაცი რომ ვიყო ჩემს ცოლს აუცილებლად ექნებოდა გრძელი დალალები, სასურველია წითური ან მუქი შოკოლადისფერი.
პარასკევს რაცხა ანტიბიოტიკების ლექციაზე ვიყავი გმპ-ში და იქ იჯდა ერთი ქალი, ქუთაისიდან იყო, თმა ქონდა, აი, მნამ, მსხვილი ღერი, ბოლოში ლამაზად დახვეული მსხვილი კულულები, მუქი შოკოლადისფერი და ბზინვარე. თვითონაც შავგვრემანი იყო, ოდნავ ძვალმსხვილი და გემრიელი.
ჰხომდა, იმას ვლაპარაკობდი, რომ მეთვითონ მაქვს თმა წითურად შეღებილი, ბევრ სხვა ფრადაც მქონია, მაგრამ ეს ბოლო 3 წელია მაქვს და მაქვს… ყველამ, ვისაც ახლა ვიცნობ (ძველი მეგობრების გარდა) ამ ფერის თმით გამიცნო. იმისდამიხედვით, როდის მნახავენ, ზოგს ბუნებრივად წითური ვონივარ (ახალშეღებილზე გავს ეტყობა, თან წარბსაც ვიღებავ), ზოგი თანაგრძნობით აღსავსე სახეს კერავს და მეკითხება “კიმაგრამ, რატომ?!”, ზოგი მეუბნება რომ მიხდება და “პრეტენზიულია მარა შენ გიხდება” (აქ აკვირვების შეძახილი). მოკლედ, ახალგაცნობილებს სალაპარაკო თემის მონახვა არ უჭირთ : ))) არც ჩემი დამახსოვრებაა ძნელი: “აი ის გოგო, წითელთმიანი” და საკმარისია, გასაგებია უკვე, ვინც…
ერთი პერიოდი ბუნებრივი ღია წაბლისფერის დაბრუნებაც ვცადე, მთელი ზამთარი ვზარდე და გაზახულის პირველი მზე რომ ამოვიდა და ქუჩაში გავედი, საშინელი დისკომფორტი ვირძენი. რატო ნეტა თქო და… რამდენიმე წუთში მივხვდი, თმა არ ბრდღვიალობდა მზეზე და ეგ მაწუხებდა: )))) იმდღესვე შევიღებე, თორემ მეგონა საშინლად მახინჯი ვიყავი და ბუნებასთან კონფლიქტში მოვდიოდი. : )))
პატაპუტინამ მითხრა ერთხელ, რაღაც დავიწუწუნე და, შენი ბუნებრივი თმა შენი არაბუნებრივი ფერის თმა ყოფილაო”. მაშინ დავეთანხმე გუნებაში და ახლაც გამახსენდა, მაღაზიაში აღებული ყავისფერი საღებავი რომ დავდე და ისევ რიჟა მოვითხოვე.
ასერომ, რამდენიმე კვირის წინ ალბათ ჩემი ბოლო ბრძოლა წავაგე რიჟა თმებთან : ))) მომინდა რომ შოკოლადისფრად გადამეღება და მხოლოდ იმან შემაჩერა, რომ მეშინია, სხვა ფერის თმით არამარტო სხვები, მეც ვეღარ აღვიქვავ საკუთარ თავს.

მომილოცსამძიმრეთ. მე საბოლოოდ გამოვწითურდი :))))

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s