კინაღამ მომიკლეს


გაიცანით, ჩემი ფუსიკატა, ოფიციალურად ლილუ ქვია, ისე ჭუკლინეს ეძახიან, ანუ მე ვეძახი.
ამ ზაფხულს იმდენი უნდა მეწანწალა წინ და უკან, რომ კატას მარტო ვერ დავტოვებდი თბილისში და თელავში წავუყვანე დედაჩემს დროებით, კორპუსში ცხოვრობს და არაა საშიში, წამოყვანას კიდე ვეღარ მოვაბი თავ 😦
გუშინწინ მირეკავს დედაჩემი, კნაოდა, აქაური ვეტექიმის რჩევით (რომელსაც კატა არც დაუნახავს ისე დაუნიშნა) რაღაც წამალი დავალევინე-გავუკეთე და დუჟი გადმოსდის, არ ჭამს, ღამე არ დამაძინაო. გამისკდა გული, მე იქ მივატოვე და ჩემი ბრალი იქნება რამე თუ დაემართა თქო, წავედი ტუალეტში იქ ვტიროდი, ვიარე მთელი დღე წინ და უკან, ვერც საქმე გავაკეთე, გული მიკვდებოდა რო მახსენდებოდა ის იქ როგორ იტანჯებოდა, საღამოსკენ გავეთავისულე, ვეტაფთიაქში ვიპოვე ვიღაც ქალი, ჭიის წამალი იქნებოდა ეგ, ნუ ნერვიულობო, მაინც მივასკდი მარშუტკას და საღამოს ცხრაზე უკვე იქ ვიყავი, მეორე დილას უნდა წამომეყვანა აქ. უნებლიე მოძრაობები ჭირდა, რაღაცაში აბანავეს ვითომ პარაზიტების და ეტყობა ილოკა და მოიწამლა : ((((( ღამე უკვე გაუარა, მარა ჩემ ლოგინზე იწვა და ყველა გატოკებაზე მეღვიძებოდა, კიდე რამე ხო არ ჭირს თქო. იცელქა მერე, გადავიდა ყირაზე გუშინ, ხოდა წამოვედი მე, აღარ წამომიყვანია, კიდე გზის სტრესისთვის შემეცოდა.
გაცოფებული ვარ, ვეტექიმი კიარადა კრეტინია ის ვიღაც ქალი, დიდი სიამოვნებით მივულეწავდი იმ თავის კაბინეტს!!!!! ამპულას რომ დავხედე, ხელთათმანიამ-პირბადიანი ადამიანი ეხატა და იმის ცხოველისზთვის წასმა როგორ შეიძლებოდა!!!!!!!
კატეგორიული ინსტრუქციები დავუტოვე, რაც არ უნდა მოხდეს ჯერ მე მირეკავ თქო და ისევ დავუტოვე კატა დედაჩემს. იქ დიდი ბინაა, მიჩვეულია, აივანზეც დადის და უფრო თავისუფლადაა, მისთვის იქ ჯობია, იმ საშჳნელ ამბავს თუ არ ჩავთვლით… მარა მეც მინდა ჩემთან იყოს და არ ვიცი დავდივარ ასე გაორებული…….
ჰხო ვიცი ვჭედ მარა ჩემი გაზრდილია, პიპეტკით ვაჭმევდი ისეთი პაწუა იყო და შემიყვარდა…
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s