უცნაური ემოციები


ერთხელ ვუთხარი მეგობარს, ბიჭი რომ ვიყო, იმ გოგოს დასაპყრობად ყველაფერს გავაკეთებდი მეთქი, იმდენად კარგი და საინტერესო ადამიანია.

ახლაც ასე ვთვლი. ზოგადად, იშვიათია ქალი რომელიც ფიქრობს. აზროვნებით ყველანი ვაზროვნებთ, მაგრამ ძალიან ცოტას მოსდის თავში აზრად, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საკითხების იქით სხვა რამეზეც დახარჯოს რესურსები. თავისნაირია, თამამი, ემოციური და ფერადი. მთის ჰაერთან ასოცირდება ჩემთვის, რომ ვუყურებ, ვგრძნობ როგორ მევსება სხეული ენერგიით. მიუხედავად ამისა, არასოდეს არ მიცდია დაახლოება, ისე, შორიდან “ვეტრფი” : )))

ერთი პერიოდი ამ ადამიანს მეორე, მის მსგავს ადამიანთან ერთად ვხედავდი და მე რაშუაში ვიყავი მარა მიხაროდა. ზუსტად ვერ ჩამოვაყალიბებ რატო, ამიტო ბანალური “შესაფერისები იყვნენ”-ით შემოვიფარგლები.

ამასწინათ ორივე “ვნახე”, ცალ-ცალკე არიან თქო მივხვდი და ისე დამწყდა გული, გეგონება მე დამეკარგოს ვინმე. არა აი ამიხსენით რატო აღარ უნდა იყო ასეთ გოგოსთან ერთად, მისნაირი ჭკვიანები და სუფთა და თავისუფალი სულის პატრონები მართლა არ არიან, ყოველშემთხვევაში, მე არ შემხვედრია.

:ბიჭიმაინცვიყოსმაილი:

:არადასულაცარმომწონსგოგოები:

მართლა არ მომწონს ოღონდ, უბრალოდ აღმოვაჩინე რომ ეს ორი ადამიანი ერთიდაიგივე პიროვნებაა, ოღონდ სხვადასხვა სქესით დაბადებული, დამიმსხვრიეს თეორიები და ალბათ მაგაზე დამწყდა გული, არ ვიცი რავიცი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s