სახელი და დამოკიდებულება


სამ წლამდე მაკა მერქვა.
სამი წლის მერე მაია, მაიკო-ჩემივე მოთხოვნით. მაიკო დამიძახეთ თქო გავფარჩხე ფეხი, კატეგორიულად არ ვრეაგირებდი თურმე სხვა სახელებზე და რა გზა ქონდათ, დამარქვეს და მერე დაბადების მოწმობაც გამომიცვალეს.
ლაბში რომ მივედი, რამდენიმე მაიკო იყო და მე პაწუ დამარქვეს.
ინტერნეტის გაცნობასთან ერთად ნიკების მოიქრება დავიწყე, მაგრამ ყველა დამავიწყდა-მომწყინდა პერწკლის გარდა.
და ბზუ.
მაგრამ:

  • მაკა “ცუდი ბავშვი” იყო. (არ მახსოვს რატომ, მარა ვთვლიდი, ყველა მაკა ცუდია თქო)
  • მაია ჩვეულებრივი აუტანელი მოზარდია, ნათესაობის არმოყვარული.
  • პერწკლი პახოდებში დადის, თავისუფალი ადამიანია და ფოტოებს იღებს/გადაიღებს.
  • პაწუ– რიჟა, ტრალი-ვალი, “ძალიან თავისებური” და პარალელურ რეჟიმში ჭკვიანი.
  • ბუზუ– ბოლომდე არ გამირკვევია, ვინ არის ეს.

(ამავდროულად ასეთი “იმიჯები” სახელებს სხვის თვალში აქვთ, რეალურად არცერთნაირი არ ვარ, სამწუხაროა თუ სახალისო, რავიცი მე)

ამასწინათ ლაბში ბლოკნოტის ჩემს ნაწილზე მივაწერე პერწკლი, გადაშალეს ეს საერთო ბლოკნოტი, იპოვეს სახელი და ჩემი პერწკლი ლაბში შეტენეს : ( საწყალს სული შეეხუთა და მაშინვე იქიდან გაქცევა მოუნდა 😦 მომენტალურად ვიცვლები იმის მიხედვით, რომელ სახელს მეძახიან.

თქვენც გაქვთ ასეთი რთული დამოკიდებულება სახელების მიმართ? იმედია მარტო მე არ “ვაფრენ” : )))

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s