ქურდობის მსხვერპლი და ლაბის კურიოზი…


გუშინ სახლში რომ დავბრუნდი, კარი ღია იყო, ჩემი ძმის ლეპტოპი და ჩემი ციფრული აღარ დამხვდა.
პოლიცია გამოვიძახეთ, მოვიდა პატრული, მერე პოლიცია,მერე კრიმინალისტები, მოკლედ, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მოვიდა.
ვინც შემოვიდა,იცოდა რისთვის მოდიოდა, ხელი არაფერზე არ იყო დადებული,წიგნებიც კი არ იყო გადაადგილებული, მხოლოდ ერთი კარადიდან გადმოყრილი ტანსაცმელი და კიდე მეორე კარადის გაღებული კარები. ჩემი ჯაბახანა კომპიც ადგილზე იყო.
დაგვიწყეს მტკიცება იმის, რომ ჩვენმა მეგობრებმა წაიღეს, რომლებსაც გასაღები ვათხოვეთ.
ჩვენ ასეთი მეგობრები არ გვყავს.
მერე დაიწყეს იმის გარკვევა, გვყავს თუ არა შეყვარებულები და ჩემს ძმას ამოყავს თუ არა ნაშები.
პასუხი ისევ უარყოფითი.
მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ ჩემმა ძმამ ითამაშა, ან ვინმეს ვალი ქონდა, ან ხელზე მაზავდა (ეს რა არის ამიხსენით თუ ვინემ იცის), ხოდა საკუთარი თავი გაქურდა.
სამწუხაროდ “გამორიცხულია”-ს გარდა მეტი არგუმენტი არ გვქონდა არცერთ ზემოთჩამოთვლილ ვერსიაზე, ხოდა მუშაობენ ალბათ. 🙂
პარალელურად, იმეი კოდი მივეცით ლეპტოპის, პროვაიდერებისთვის გადასაცემად, ჯერ არ გადაუციათ. (რო გადაეცათ,დაგვირეკავენ, ასე გვითხრეს).

საკუთარ აზრებს არ ვაფიქსირებ, ნამეტანი არაცენზურირებადია.

გული მწყდება ძალიან იმ ციფრულზე, ისე მიყვარდა…
ესეიგი, ვინც მოიპარა, ვუსურვებ,საკუთარი მშობლების, შვილების და და-ძმის ქელეხებში გადაიღოს კარგი ხარისხის ფოტოები, ტყუპ-ტყუპად დალაგებულ კუბოებთან. თუ არ დაეზარება, შემატყობინოს გასვენებები როდის იქნება, მივალ და ბოროტად ჩავიხითხითებ.

პ.ს. ძალიან სამწუხარო პოსტი რომ არ გამოვიდეს, კურიოზს მოგიყვებით. მოკლედ, ჩვენთან ტარდება ბავშვების სრულიად საქ-ოს მასშტაბით კვლევა მემკვიდრულ დაავადებაზე. აღმოაჩნდა ვიღაცას და ურეკავს თანამშრომელი მითითებულ ტელეფონზე, როგორც გაირკვა, მამას. მოვიდა ეს კაცი, დაწერა განცხადება რომ ინფორმირდა და წავიდა. ცოტა ხანშჳ რეკავს ქალი, კი მაგრამ, მე შვილი არ გამიჩენია, რას დაარბენინებთ ჩემს ქმარსო.
თურმე მეორე ცოლ-შვილი ყოლია და დარეკვისას შეეშალა, ავადმყოფი ბავშვის დედას კიარადა მეორეს დაურეკა…. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს :უსერ:

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s