გამარჯობა, მე ანტიმორალისტი ვარ


შევკიკინდი დღეს მორალისტების მიერ, მერამდენედ. (ამჯერად კარავზე) უფრო სწორედ, სხვას , მეც ჩავერიე კამათში და თვითშეკიკინება გამომივიდა. (აი ჭიანჭველის ბუდეზე ფეხს რომ დაადგავ და არ აიღებ, ისეთი შეგრძნება იყო)

რატოა ძნელი იმის გაგება, რომ მორალი იმისთვისაა მოგონილი რომ მასები მართონ?!

არადა ეს რაღაც წესები არაა, რასაც მასა გვკარნახობს, ის, რასაც ხალხი იდეაშჳ მორალს უწოდებს, შენი თანდაყოლილი, პირადი ზღვარია, რის იქით გადაბიჯების მერე ცუდად გრძნობ თავს და თვლი, რომ არასწორად მოიქეცი, ეს ზღვარი ყველას სხვადასხვა აქვს, ხალხური მორალი კი აპრიორი ერთ ჩარჩოში აქცევს ყველას.

ზოგს მართლა აწუხებს ის, რომ ნაგავს ყრის ხალხი ქუჩაში, ზოგი კი არ აგდებს ნაგავს და სხვასაც ხელებში ეცემა იმიტომ რომ “ასეა მიღებული”, თუმცა მარტო რომ დარჩება, ისე მოისვრის, თვალს არ დაახამხამებს, მას ხომ ამ დროს “არავინ უყურებს”.

“მორალისტებისთვის” მარტივია ცხოვრება, ზედმეტი ფიქრი არ უწევთ, როგორ უნდა იცხოვრონ, ისინი ჯასთ მთელი ცხოვრება იმასაკეთებენ, რაც “უნდა გააკეთონ” და სხვისი თავისუფალი ნების დანახვაზე ტანში ცრით და ისტერიკულად იწყებენ მორალის ქადაგებას.

პ.ს. უბრალოდ მაინტერესებს, რატომ ითვლება სირცხვილად იმის თქმა რომ დღეს მენსტრუაცია გაქვს და იმისა არა, რომ დღეს უზეთო მარხვაზე ხარ? (სახე ორივე შემთხვევაშჳ ტრაგიკული უნდა წარმოიდგინოთ).

კაცო, თუ მარხულობ და სულს იწმინდავ, მე რაღას მეტრაგიკულები?

მაშინ მეც წავიტრაგიკულებ იმაზე რომ მუცელი მტკივა და ოთხად მოკეცილი ვიფოფხებ სამსახურში.

აკხმ!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s