ახალი თანამშრომელი-2


კიარადა ვაიჰ.

გავაცილეთ ნათია… ტირილ-სრუტუნებით, ჩახუტებებით და სუვენირჩიკით, სახსოვრად.

ნახევარ თბილისს მოუნდა მაინცადამაინც დღეს ანალიზების ჩაბარება და იყო ერთი ხოცვა-ჟლეტა, თან ჩემ საქმეს ვაკეთებდი თან პრეპარატორისასაც, პლიუს ეს ახალი დამდევდა რომ დაენახა რას ვაკეთებდი, თან ნათია ასწავლიდა გზადაგზა რაღაცეებს. პლიუს ნაპარნიცა მაინცადამაინც ოთხშაბათობითაა მორიგე სხვა განყ-ში და შემრჩა საქმე ხახვივით.

თან დაძაბულობის განსამუხტად (საქმე ხო არ მყოფნიდა, რა) იმდენი ვილაქლაქე, ბოლოს თავი ამტკივდა 😀

დასკვნა: პიროვნება გადასარევი, ჯერ-ჯერობით შეთავსებადობა 90%, მაგრამ უკვე ნამუშევარი ადამიანი, პლიუს ძველ საბჭოთა ლაბში, რომელსაც იმდენად აქვს გამჯდარი ძველი ჩვევები, რომ ნათიას 1209371209837-ჯერ გამეორების მერე მაინც თავისებურად გააკეთა განადგურება და აწი ავტოკლავი აქვს გასაწმენდი. მე ცალი ყურით მესმოდა ჯერ როგორ არიგებდა და ეს ეწინააღმდეგებოდა, მერე, როგორ წუწუნებდა განადგურების მერე, ვაიმე ყველაფერი გადნა და დაიღვარა, აწი რა ვქნაო. (მაინც ისე ჩაალაგა როგორც თვითონ ადრე აკეთებდა). მერე კიდევ უსაფრთხოების ყველა წესის დარღვევით კინაღამ პეტრის ფინჯანში ჩამივარდა (კატეგორიულად არ შეიძლება, დაბინძურებ იქაურობას ნუ პლიუს შენი ცხვირი დაბინძურდება რამე ბაქტერიით).

სამწუხაროდ ავტოკლავის ამბავზე გასაბრაზებლად ახლაღა მოვიცალე, ხვალ აღმზრდელობითი საუბრის ჩატარება მომიწევს ჩემზე ალბათ 10 წლით დიდ ქალთან და ისე მიტყდება 😦
ნუ აი არ შემიძლია ჩემზე უფროსს “ვეუფროსო” 😦
ან ჩემ ნაპარნიცას ვეტყვი, ეს უფრო დიდია და…

ბოლობოლო ამერიკული სტანდარტებით მომუშავე ლაბია თუ ნინიას ბაღი, ჰმ!

პ.ს. ისეთი დაღლილი ვარ, ენა ვერ აღწერს და მიმიკა ვერ გადმოსცემს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s