პარაპლანით


გამარჯობა, მე პერწკლი ვარ და მე სიმაღლის მეშინია.

ადრე, დენიკინის დროს, გადავწყვიტე ჩემი შიშები იქეთ შემეშინებინა და პარაპლანით ვიფრინე, უფრო სწორად,ჰაერში ვილივლივე ასე 5 წუთი, ტანდემით. ეს ნიშნავს იმას რომ მე უბრალოდ სკამზე ვიჯექი და მართვის სადავეები ჩემს უკან მოთავსებულ ადამიანს ქონდა.

ძალიან, საშჳნლად, არანორმალურად მეშინოდა აფრენის მომენტის და იმის, რომ როგორც წესი, სიმაღლეზე სუნთქვა მიხშირდება და თავბრუ მეხვევა, მაგრამ ოდესმე ყველა შიში უნდა დაძლიო, თუნდაც ასეთი ბარბაროსული მეთოდით, ხოდა მეც გავრისკე.

იმედები გამიცრუვდა, არანაირი სიმაღლის შეგრძნება მე იქ არ მქონია და ყველაზე “ადრენალინური” მომენტი ის იყო, რომ სანამ აფრინდებოდი დაღმართზე უნდა გაქცეულიყავი, ისეთი ციცაბო იყო და ისე სწრაფად მომდევდა უკან ინსტრუქტორი, რომ კინაღამ ავილეწე.


ალეწვის პროცესში. კარგად არ ჩანს მაგრამ მერწმუნეთ, კინაღამ ყირაზე გადავედი. (შეგრძნება მასეთი იყო)

თან აფრენილზე გამოვუცხადე სიმაღლის მეშინია თქო და მანდ მივქარე, იმიტომ

რომ ჯერ ერთი, აღარაფრის არ მეშინოდა, ან რისი უნდა შემშინებოდა, მეორეც კიდევ იქეთ დამიფრთხა ცუდად არ გამიხდეო და არანაირი მანევრი არ გააკეთა, ჯასთ მალივლივა და დამსვა.

იძახიან, რომ მარტო გაფრენა ძალიან მაგარია, აბსოლუტურად მართალია მემგონი, სად ის, როცა სხვაზე ხარ მინდობილი და როგორც მინიმუმ საკუთარ თავს არ გაუჭირვებს არაფერს და ამასობაში შენც გადარჩები და სად ის, როცა სულ მარტო ხარ გამოკონწიალებული ჰაერში.

მეორეს ვერასოდეს ვერ გავრისკავ, ისევე როგორ ზუსტად ვიცი, პარაშუტით მხოლოდ მაშინ გადმოვხტები როცა პილოტი და მეღა დავრჩებით ცეცხლწაკიდებულ თვითმფრინავში და ის მეტყვის ან გადაგაგდებ, ან გადახტიო.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s