New Hotel


გადავედი ახალ სასტუმროში, აღარ მაქვს ინტერნეტი, აღარც კონდიციონერი, მხოლოდ ერთი საწოლი, მაგიდა და სარკე, აბაზანაშიც უცნაური სუნი დგას…
ვნახოთ, თუ გავქაჩე, ვიცხოვრებ, ცოტა ძნელი კია ჩემთვის, ძალიან ცხელა და წუხელ წესიერად არ მეძინა. თუმცა მასე თბილისში მძინავს ხოლმე…
სამაგიეროდ უუუუზარმაზარი სუპერმარკეტია ახლოში, ტონანახევარი ფასთ-ფუდი,სადაც ძალიან გემრიელი პიცა იყიდება, მაკდონალდსის ჩათვლით, ბანკომატი, რომელიც მხოლოდ პინს ითხოვს (აქ უმეტესობა რაღაც სხვა კოდებს ითხივს და ერთი 20 ცალი მოვიარე სანამ შესაფერისს ვიპოვიდი.). და სკვერები-ბაღები, ბოლობოლო 11-ზე შევალ მხოლოდ და დავიძინებ )))))
ფანჯრიდან აივანივით რაღაც მოჩანს და ფანჯარაში თუ დადგები, ზემოდან უყურებ რომს, იქვე ეკლესიაა და ზარების რეკვა ისმის, საწოლიდან მშენებლობის მახინა ჩანს და ზედ ჩიტები სხედან, ზღვის ფრინველებია, მარა თავს ვერ დავდებ, თოლიებივით კი ჭყიპინებენ.
დილით ყავას მასმევენ, აქაური ყავა, ესპრესო მგონი, ქაფიანია და ძაააალიან ცოტა, მაგრამ ნამეტანი მწარე და ძლიერი, ჩემთვისაც კი. იძულებული ვარ კაპუჩინო დავლიო, არადა რა უბედურებაა რძიანი ყავა დილით, ეჰხ, აწი ვეღარ ავიდუღებ ჩემ კარტენუარს ;D

მწუნე ნაყინი ვჭამე და აღმოჩნდა პიტნის, შოკოლადის ნატეხებით, აუ რა იყო, მმმმნამ,მოვაბოდიალებდი წვიმაში და ვტკბებოდი.
გუშინ პირველად იწვიმა და შედარებით გრილოდა, წვიმაც არ ერქვა, წამოწვიმა, ჩავაცვი საწვიმარი აპარატს და მე დავსველდი ცოტა. 15 წუთში გადაიღო და გავშრი, ისე დაცხა )))

წავედი აწი, ანდრეას კომპთან ვზივარ, აქაური ჩემნაირი ტიპია, ანუხთ ასაკით ყველაზე პატარა და ყველაზე განვითარებული მემგონი, ნუ ინგლისური ანამ იცის.გუშინ დამაკვალიანა, რაღაც პირამიდა ყოფილა რომში, ეგვიპტურის მსგავსი, რუკაზე რო არაა დატანილი, და ამ დღეებში უნდა დავირაზმო მოსანახულებლად 😀 გოგოები კაპიტალურად მაიგნორებენ, მაიგნორებენ რა, ვერ მელაპარაკებიან და შესაბამისად არ ვკონტაქტობთ ))))

ყველაზე საბოდიალო რეგიონი ტრასტევერეა, ვიწრო ქუჩებით და ყვავილებითო, თუმცა რესტორან-კაფეები ცუდი ხარიხსია,they are only for tourists-o, ლოლ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s