Shopping to Survive


დიდი სუპერმარკეტი ვიპოვე, იმხელა, რამხელაც ყაზბეგის პოპულია, დავიჭერ კალათას, დავდივარ და ვცდილობ გავარკვიო,რას ვყიდულობ. (ერთხელ ყველის მაგიერ საფუარი ვიყიდე, პიცა ეხატა ზედ და ჩავთვალე, რომ ყველი იყო პიცისთვის, ოთხკუთხედ ფორმაში.
უკვე ვიცი რომ პანე პურია, სალე მარილი და ლატტე რძე.
დანარჩენებს ზედ ახატია, რაც არის.
ხილი უფრო მარტივია საყიდლად, იქვე დევს და წონი და არჩევ შენთვის ბედნიერად.
დღემდე ვერ დავიმახსოვრე როგორ ქვია პარკს, სამაგიეროდ გამყიდველმა დამიმახსოვრა და პარკს მანახებს ხოლმე, მეც ან თავს ვუქნევ, ან არა.
ხანდახან გაუგებარი წარმოშობის ბეოები მოდიან და რაღაცეებს მეკიტხებიან. ვუღიმი, ნო იტალიანპოს ვეუბნები და მიდიან თავის ქნევით.
ყველაზე რთული მზესუმზირის ზეთის პოვნა იყო და ყავის, ხსნადის. მზესუმზირის ზეთი აქვე ვიპოვე, სადღაც კუთხეში შეყუჟული (უმეტესად ზეთისხილის და სიმინდის და კიდე რაღაც გაუგებრობების იყო) და ყავა სადღაც ცენტრშAი, 4 ევრო მივედი ერთ 500გრამიან ნესკაფეში (ბზზზზზ).
სამაგიეროდ დილაობით კაცის მოკვლის ხასიათზე არ ვარ და აღარც მაკდონალდსში მიწევს ყავის ყიდვა ყოველდილა.
თქვენ არ იცითრა ბედნიერებაა დილის ყავით დაწყება!
გავიქეცი ახლა, სტატიები უნდა დავბეჭდო და პარკში წავასხა სამეცადინოდ.
პ.ს. ულამაზესი და უდიდესი პარკია ერთი, ვილა ბორგეზე, მიმაქვს ჩემი საგზალი და წიგნები და ასე შემდეგ და მთელი დღეები იქ ვარ.
სასტუმროში ისეთი მტვერია ვკვდები ხველა-ცემინებით. (ამდენ მტვერში ყველას დაეწყება ცემინება!)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s