გაფიცვების ქვეყანა, vatican ans st Peter’s


კაცი რომ ვყოფილიყავი, ალბათ მაგრად შევიგინებოდი, როცა გუშინ მომხსენდა, რომ დღეს რიგით მესამე გაფიცვაა ბოლო ერთი თვის მანძილზე. შესაბამისად, დღეს 8:20 სახლიდან გამოვქანდი და ვზივარ ახლა ნეტკაფეში და დროს და ფულებს ერთნაირად ვხარჯავ, რომ დრო გავიყვანო 10 საათამდე, ანუ იმ დრომდე როცა ჩემი კოლეგები საქმიანობას იწყებენ.
ეჭვი მაქვს, როცა რომელიმე სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელი თავს ოდნავ გადაღლილად იგრძნობს, ან დაბადების დღე აქვს ან უბრალოს მზეზე გარუჯვა მოუნდება, გაფიცვას აწყობენ კოლექტიურად!
თან ისე ორიგინალურად, რომ ხელიც არავის შეუშალონ (იდეაში), 08:20-ზე გამოდის ბოლო მატარებელი, მერე 5 საათამდე არაფერი არ მოძრაობს, 5-დან 8-მდე ისევ დადიან (სახლში ხომ უნდა დაბრუნდეს მოსახლეობა სამსახურებიდან) და მერე ისევ გაფიცვა.

აქედან ნახევარი საათის სავალია ფეხით, გავიბოდიალებ დაგზადაგზა გულკეთილად მოვიკითხავ ხოლმე გაფიცვის ორგანიზატორებს, იმიტომ რომ ისე ცხელა, როგორც ჯოჯოხეთში, ან იქნებ უფრო მეტადაც.

ა ხო, ვატიკანში ვიყავი კიდევ, მაგრამ მემაპაწიეთ, 15 ევროს გადახდა მხოლოდ იმიტომ რომ რაფაელის და მიქელანჯელოს ნამუშევრები ნახო, უდიდესი სისულელეა, იმჰო. არ ვდაობ, გენიოსები იყვნენ და ესთეტიკური სიამოვნების ამბავში კარგია, მაგრამ კარგით რა…
პლიუს აუდიოგიდი თუ არ აიღე, აზრი არ აქვს, ვერაფერს ვერ გაიგებ და საბოლოოდ კი გამოვიდა 22 ევრო.
ამას მილიონჯერ ჯობდა წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათზე ასვლა, ჩXემი გული იქ დავტოვე 😦
თავიდან დიდი განიერი კიბეებია (თუ გინდა ლიფტითაც შეიძლება ასვლა, მაგრამ მე მფეხით ვარჩიე) იქვე ყველგან წარწერებია რომ 300-ზე მეტი საფეხურია და თუყ გულით ავად ხართ, ბლაბლაბლა….და რამდენიმე ადგილას განგაშის სოს ღილაკებიც იყო, თუ ცუდად გახდები, მოგაკითხავენ.
განიერი საფეხურები რომ მთავრდება, მერე გადადიხარ უკვე საკუთრივ გუმბათში, მოხვეული კიბით ადიხაარ-ადიხარ და უცებ გადიხარ სადღაც გისოსებიან წრიულ აივანზე და ოპა, გუმბათში ხარ უკვე, კედლები მოზაიკითაა გაკეთებული და ქვემოთ ხალხი ჩანს ჭიანჭველებივით.
შემდეგ ნახევარწრეს არტყავ და უკვე ძალიან ვიწრო საფეხურები დაგვირაბი იწყება, ვარძიაში თუ გიძრომიალიათ წვრილ გვირაბებში, წელში წესიერად რომ ვერ იმართები, რაღაც მასეთია სიგანის ამბავში, ორი საშუალო ზომის ადამიანი გაჭირვებით აუქცევს გვერდს ერთმანეთს. რამდენიმე ადგილას რკინის კიბეები იყო (აი აქ უკვე დავიწყე სინანული, რატომ ამოვდიოდი თქო, სიმაღლეზე რომ ავდივარ ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ან ახლა ჩამოინგრევა შენობა, ან ახლა) სულ უფრო და უფრო ვიწროვდება, ბოლოს თოკს კიდებ ხელს და ისე მიდიხარ, წონასწორობა რომ შეიკავო, კედლებიც დამრეცი ხდება და 30 გრადუსიანი კუთხით გადახრილი მოძრაობ და ვუალა, იქ ხარ.
ჩემი სიმაღლის შიშის გადამკიდე პირველი ის გავიფიქრე., აბა ახლა დროზე მოუსვი დაბლა თქო, მაგრამ შანსი არ იყო, მეშინოდა განძრევისაც კი და იძულების წესით მივეჯაჭვე უახლოეს კედელს. თან აივანი (თუ რაცაა) დამრეცია და ისეთი შეგრძნებაა რომ გადავარდები. 10-ოდე წუთის მერე შიშმა როგორ უნდა მაჯობოს თქო, ავდექი და გავიარე, მერე კიდესთანაც მივედი და სანამ წასვლის დრო არ მოვიდა და გუშაგი არ ამოვიდა, მანამდე ვიყავი ბოლო ვიზიტორებთან ერთად. მთელი რომი ჩანს ლამის და ისეთი ლამაზია ზემოდან, მანდვილი რომი მხოლოდ მაქედან დავინახე, თავისი წვრილი ქუჩებით, ყავისფერ-თაფლისფერი ფერებით, ძველისძველი, ბათქაშაყრილი გამწვანებულშიდაეზოიანი შენობებით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s