გამარჯობა, ღმერთო


მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევ, მაგრამ:

  1. რატომ დაიღუპა 21 წლის თათა?
  2. რატომ დაიღუპა ჩემი ბიძაშვილის 27 წლის მეუღლე?
  3. რატომ დაიღუპა ერთხელ სიკვდილს უკვე გადარჩენილი გოგო, რომელიც ჩემთან ერთად ემზადებოდა აბიტურიენტობისას, 20 წლის ასაკში???
  4. რატომ დაიღუპა გელა დაიაურის მთელი ოჯახი, მათ შორის 2 წლის და სამი თვის ბავშვები?
  5. რატომ დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სულ მალე დაოჯახებას გეგმავდა?
  6. ჩემი თანამშრომლის ძმა და ახალშობილი ბავშვი
  7. დაბოლოს, ჩემი 19 წლის პაციენტი.

ჩემს გარშემო ძალიან ცოტა დროის მანძილზე ძალიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა და აუცილებლად გკითხავ, რომ (თუ მეღირსა) გნახავ

რ ა ტ ო მ ?

წაგეყვანა ეს ნაყარ-ნუყარი ხალხი, ამათ რას ერჩოდი?!

პ.ს. ღმერთს კარგები უნდაო, არ მიიღება, ღმერთს მოცდა არ გაუჭირდებოდა/ჭირდებოდა, მისთვის დრო ცოტა სხვა მცნებაა, ჩვენსსტანდარტებს ნუ მოვარგებთ თუ შეიძლება.

უმეტესობა ავარიაში მოყვა, გზაზე მოკვდა, პატარა გაუფრთხილებლობა, ცოტა სასმელი, ცოტა ბედისწერა და მზადაა…

დამაინც

რაც გიწერია არ აგცდება.

ხოდა

აი იმ მწერალს ვედავები ახლა მე :l

და ეს მთები კიდევ…

ბაბუა და ბიძა მთაში დაიღუპნენ, რძლის ძმა მთაში დაიღუპა, თუშეთში ყოველწელს მინიმუმ ერთი კაცის სიკვდილს ვიგებ, ხევსურეთში რომ ვიყავით, სავსე იყო გზა წყაროებით, იმის წყარო ამის წყარო, არადა მაშინ როგორ მიხაროდა წყაროს დანახვა, ბლინ, სულ მწყურვალს მევლო, არ მერჩივნა!

Advertisements

One thought on “გამარჯობა, ღმერთო

  1. ღმერთი უსამართლოა თუ ის მართლა არსებობს ……
    არ არსებობს ბედი , არავის არაფერი არ უწერია …..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s