არაფერზე, ყველაფერზე და შემოდგომაზე



აუყვა წვიმები და შესაბამისად დილით ნათურას ვანთებ,მზე აღარ მიჭყიტინებს, ქუდიან ჟაკეტს ვიცმევ და აშშ-ელი თინეიჯერივით (თუ ზანგი რეპერივით) ქუდში შეყუჟული მოვდივარ სამსახურში, სადაც ისე გამოირჩევა ჩემი ჩაცმულობა, როგორც ალბინოსი ყვავი შავ ყვავებში. სამაგიეროდ მე ვარ კომფორტულად, როცა მაცვია ფართხუნა და აჩაჩულად, ასე მგონია კატა ვარ და ბუხართან ვწევარ.

ლაბში ვიცვლი მაიკას, აუცილებლად (დაბლა ხალათი 100% მფარავს), ამას ხანდახან თან ახლავს თანამშრომლების გაოცებული მზერა (რა ჩემი ბრალია რომ აკვარიუმში ვმუშაობ), საბედნიეროდ ყველანი ქალები არიან და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევდა ტუალეტში სირბილი.

მაიკის გამოცვლამდე ყავადანს კიარადა დენის ჩაინიკს ვაჭერ ხელს, ვიღებ ჩემს (ეს ხაზგასმით) ყავას, რომელსაც მხოლოდ მე ვსვამ, იმიტომ რომ ადგილობრივ ყავას თევზის სუნი აქვს და ჯაკობსი მირჩევნია, მწვანე, ვისხავ კატებიან ჭიქაში (დაბდღეზე ფული რომ შემიგროვეს, იმითი ვიყიდე), ვიღებ ფინჯნებს თერმოსტატიდან, ნიადაგებს გოგოები იღებენ მაცივრიდან, უცებ ვაკეთებ დღის გეგმას პუნქტებად (სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ერთი მაგდენი პუნქტი გზადაგზა ემატება), ვჯდები კომპთან და ნახევარსაათიანი რელაქსაცია დაწყებულია…..

უმეტესწილად ჩემს ამ რელაქსაციას თან ახლავს თანამშრომლების ლპარაკი ბავშვებზე და იმაზე, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ იმიტომ რომ ბავშვები ყავთ. მე ვიცი, რომ ჩემი კომენტარები არავის არ მოეწონება და ზოგიერთი შეიძლება კედელზე გავიდეს ჩუსტებით, ამიტომ ჩუმად ვზივარ და ვცდილობ არ მოვისმინო.

100% ქალური კოლექტივი ცალკე თემაა, უწიპუწი შიგადაშიგ catfight ელემენტებით. (თუმცა ამის მიუხედავად ძალიან შეკრული სასტავი ვართ, საკმარისია ვინმეს რამე გაუჭირდეს რომ ყველა დასახმარებლად გარბის). მე ჯერ არ მქონია catfight იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩემთან შარს ერიდებიან ან ზედმეტად მწარედ და პირდაპირ ვიკბინები იმისათვის, რომ საქმე მდაბიო გარჩევებამდე მივიდეს. ქალური კოლექტივისთვის ძალიან ცუდი თვისება მაქვს, ჭორაობა (თან ზურგსუკან) მაინცადამაინც არ მიყვარს და არც საკუთარ პირად ცხოვრებას არ ვამზეურებ არასოდეს.
(მომენტ მაგას არსად არასოდეს არ ვამზეურებ).

ზოგჯერ ძალიან მინდა კარზე გავაკრა წარწერა: “სანამ შემოხვალ, დაფიქრდი, შენ აქ საჭირო ხარ?!” მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ხუმრობას ვერ მიმიხვდებიან და კარის მინა ისევ ხელშეუხებელი რჩება (თუ Biohazard ნიშანს არ ჩავთვლით).

ჩემი საქმე საბედნიეროდ ძალიან მიყვარს, დროით, იდეებით და ნივთებით ჟონგლიორობას გავს. როცა რამდენიმე საქმე ერთდროულად გაქვს, დრო ისე უნდა გაანაწილო, რომ გასაკეთებელმა წვრილმანებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და ჰარმონიულად ჩაჯდნენ ერთმანეთში. ტვინი მუდმივად მუშაობაშია, ამ საქმეს მექანიკურად ვერ გააკეთებ, გააკეთებ და დაგერხევა, იმიტომ რომ აქ მუდმივად ბალანსირება და მორგებაა საჭირო.

შესვენება ოფიციალურად არ მაქვს, სამაგიეროდ როცა მინდა მაშინ შემიძლია შევისვენო, შესაბამისად ვჭამო ან გავაბოლო (თუ ვაბოლებ), აქ ძალიან ცოტაა “ჩემი ჭკუის”-სტატუსთან მიახლოვებული ადამიანი, სულ რამდენიმე ცალი, მათ შორის ჩ ემი რძალი, რომელიც მუდმივად მეუბნება რომ ამდენი სოსისიანი პურის ჭამა არ შეიძლება, მეც ვიცი, მაგრამ რომ ვხედავ ისე მიდნა, ისე,ისე… თან ახლომახლო არც არაფერია ამ საცხობის გარდა, ორი ლულა არ ითვლება, ვერ ვიტან…….

წელს ალბათ ვ ეღარსად ვეღარ წავალ, ისეთი წვიმები დაიწყო, მე სამი კვირის შვებულება ჯერ ისევ ასაღები მაქვს და რა ჯანდაბაში გამოვიყენო, ვერ ვხვდები, სახლში ჯდომაც არ მიყვარს, არც ერთდღიანი ექსკურსიები მიყვარს და ჩემი ქალაქგარეთმყუდროდგასვლისპრასვეტიანი სახლის მფლობელიც თბილისში იქნება კაი ხანს და მარტოს იქ მეშინია.

წავედი ახლა, მივხედე საქმეს….

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s