წიფაში, მეორედ.


ჭკუა ვერ ვისწავლე, რომ სხვის იმედზე არ ვიყო და ფოტოები თვითონ გადავიღო, თუნდაც
ჩემი ბუძანგალა პაპარატით, რომ არ უნდა დამეზაროს და ავწიო ერთი ადგილი, რომ პოსტი
უსურათოდ არ დამრჩეს.მაგრამ იმდენად რელაქსირებული ვიყავი, დავდე ის ერთი ადგილი
პარალონზე და შედეგად არცისებევრსურათიანი მაგრამ ბევრლაქლაქიანი პოსტი იქნება, თუ
ძალიან გეზარებათ მარჯვნივ ზემოთ წითელი წკაპია და მიაწკაპეთ.

მე მიყვარს წიფა, იმის გამო რომ იქ მატარებლის მეტი არაფერი არ მიდის, ჰაერი სველია და სუფთა, იქ მარის სახლია, ნეო ცხოვრობს და გარშემო სულ მთებია.

მარი, ჩვენი მასპინძელი და ადამიანი, ვინც ყოველთვის მიხარია.

ფეისბუქზე რომ დაწერეს წიფა გადაწყდაო, ჩემი გული თან გაყვა, შაბათს ვმუშაობ ორამდე და ვერც შემცვლიდნენ, უცებ, პარასკევს საღამოს მძინავს დაღლილს და რეკავს წივწივა , ხვალ შუადღესაც შეიძლება წასვლაო, აიაიაიაი ისე გამიხარდა ძილი ვის ახსოვდა, წამოვხტი და ოთახში დავხტოდი ჯუმპ სმაილივით :უსერ:

აქედან ოთხი წავედით, მე, ჩემი პლიუსი კიარადა ზვიოსული, რომელიც მგონი სულ სამ კაცს იცნობდა იქ და ძმები ბასილაშვილები,იქ ანდროგვანცა, ქუცქანინო,ნანუცი, ნინო, სოფო და თვითონ მარი დაგვხვდნენ. წივწივა ბოლო წუთამდე მოდიოდა და მერე ვეღარ წამოვიდა, შესაბამისად, ნანუცი და ნინო დარჩნენ სპალნიკების გარეშე.
კინაღამ ჩვენც დავრჩით, გვანცას რომ არ დაერეკა, ვიჯდებოდით ბედნიერად ვაგზალზე არმოსული წივწივას ლოდინში.

ნეო

გზა იყო მზიანი, სუნიანი, ნაგლბებოიანი, ძლივს სკამზე ფეხი გავშალე და “წამოვწექი”, რომ ხაშურში შემოვიდა, 2700 თავისუფალი ადგილი დაიკიდა, თავზე დამადგა, მკვახედ მომახალა “ჩამოიღე ფეხი და დამსვი”-ო და მოკალათდა. მერე ჟურნალი დააძრო და ორ წუთში ზედ დაიძინა.

სულ ოთხნი ჩავედით, გოგოები დაგვხვდნენ სადგურზე და ფეხით ავედით მარის სახლამდე.
გზაზე ის მასპინძელიც ვნახე, პირველად ჩასულებს უმმმაგრესი ღვინო რომ დაგვალევინა და ამბები მოგვიყვა… ინფარქტი გადაუტანია (((((

ბავშვებმა სამწვადე დაგვახვედრეს, კოცონი დავანთეთ და სრული ბედნიერებისათვის მხოლოდ ვარსკვლავიანი ცა მეკლდა.

ის გადაღუნული ხე მოუჭრიათ, ჩიტუციო რომ იწვა, ის გაზაფხულის ყვითელი ყვავილებიც აღარ იყო, სამაგიეროდ იყო უკვე ფუსთა სახლი, ჰამაკი, ხეზე გაკეთებული ფიცრის შტაბი, ვაშლები პირდაპირ ხიდან (ჩემი სუსტი წერტილი), ძილი ფუსთა ჰაერზე, აივანზე, “პრუჟინებიან” საწოლში. (მერე რა, რომ ნახევარი ძილის მერეღა მოვტვინე, რომ მარცხენა მხარზე უნდა დამეძინა, რომ ნორმალურად ჩამძინებოდა).

ენთო ცეცხლი, იწვებოდა მწვადები თავისით და ხანდახდან ბიჭების დახმარებით, ვიჯექით/ვიწექით ცეცხლთან ახლოს და მოშორებით გაშლილ ადიალებზე, პარალონებზე, ჰამაკებში, ვაბოლებდით, კოცონიც, თავის მხრივ, გვაბოლებდა, ვსვამდით ღვინოს/არაყს/კონიაკს სურვილის და შესაძლებლობების მიხედვით, ვჭამდით მწვადებს და პურს და ვლაპარაკობდით, ვლაპარაკობდით ვლაპარაკობდით ყველაფერზე და არაფერზე…

შუაღამისას სასაფლაოზე დაიგეგმა წასვლა, ერთი სული მქონდა, მაგრამ ნიტო კონიაკმა, ნიტო ამბოლოდროინდელმა რეჟიმმა ისე მიმჩექმა, 1-ზე ბედნიერად გავეშურე დასაძინებლად, ანმუ მანამდე, სანამ წასვლას დააპირებდნენ… გზა აბნევიათ, საბოლოოდ მაინც ვერ ვიაგნეს თურმე, დაბრუნებისასღა გამეღვიძა, ვიღაცა იმხელა ხმაზე შემოჯლიგინდა, წამოვხტი მიფეთებულივით.

მეორე დღე მოღრუბლული გათენდა, ცხვირი გამოვყავი სპალნიკიდან და ჰაერი იყო ცივი, სასიამოვნო, ხოდა მეძინა გამოყოფილი ცხვირით, სანამ ბიჭები ეზოში ცეცხლს ანთებდნენ, მერე წამოვიზლაზნეთ ნელ-ნელა გოგოები.

ჩემი სუსტი წერტილი ყავაა და პირველი, რაც ვქენი, ასადუღებელი ხელსაწყოების ძებნა დავიწყე გაწეწილი თმით და დასაბანი პირით, მოვნახე, დავადგი და მერე ვეჩხუბებოდი, რატომ არ დუღდები თქო, არადა თავზე დაფარება დამვიწყებია…

ხოდა მერე ითამაშეს რაღაც კარტიანი თამაში, სავარაუდოდ ძალიან სახალისო, მე არ მქონდა თავის იმედი და “დავეტიე”. მერე მაფიოზობანა. მაგის ყურება შჴრიდან მევასება, რომ ვიცი ვინ ვინაა ))))) სოფო თამაშობდა კარგად.

ხოდა მერე ავიბარგეთ და წამოვედით მატარებლით…. წივწივა იქ კი არ იყო, მარა მატარებლით მაინც ვერ წამოვედით, ჩამოგვყარეს.

სანამ ჩამოგვყრიდნენ, ვიარეთ-ვიარეთ ცარიელი სკამის სანახავად, ვერ მივაგენით, ბოლოს სადღაც გავედით, ვაგონებსშუა და დავსხედით.

ცხელა-ცხელა, ნიავი არ იყო, გესტაპოს ტყვეები ალბათ უკეთესად მგზავრობდნენ… სოფო დაიღალა, თავი მიადო კარს და კარი, რომელიც ჯაჯგურით ვერ გავაღეთ, გაიღო!!

ვაშა, ხაერი!

ამ დროს რეკავს მარი, ჩავდივართ ხაშურში და ბორჯომის მატარებლით წავიდეთო, ესენი გვყრიდნენ, ბილეთები არ გაქვთო, პლიუს ერთ ლარს გვთხოვდნენ, რაზეც კარგი პასუხი მიიღეს, მატარებლიდან გვყრით და ლარებს რაღაზე გვთხოვთო.

ჩამოვეყარეთ ხაშურში, დაგვეზარა მატარებლით ჩიქჩიქი, დავიქირავეთ მარშუტკა, რომელსაც პეკინამდე უნდა მივეყვანეთ და ისეთი საყუარელი მძღოლი იყო, რომ ორი შემეტენე მგზავრი დაიმატა.. ;ადსკჰასასფდალკსჯ!!!!!

მწუადაობა ცუცქასთან გაგრძელდა, წივწივაც მოვიდა მერე და ნინი85-იც და მერე მე და წივწივამ ცალკე გავაგრძელეთ ისა, ბომჟაობა და ლუდაობა და სახლში რომ მივედი აბაზანის და ლოგინის თავიღა მქონდა.

ხოდა ესე

მომნატრებია წივწივღოველები, საუკუნე არ მყავდნენ ნანახები და აღმოვაჩინე, რომ ძალიან მივეჩვიე, როცა არ უნდა ვნახო, მათთან თავისუფლად ვგრძნობ თავს, რაც იშვიათად ხდება…

ასოცირებული სურათი: მე, ცეცხლი, წიფა


დაკიდევ, ჩემი პირველი შეხვედრა წიფასთან…..
http://bunbunland.blogspot.com/2008/08/blog-post_27.html
Advertisements

One thought on “წიფაში, მეორედ.

  1. ჩემი ყველაზე ლამაზი და ყველაზე ყველაზე კარგი სოფელი!.. ვგიჟდები იქაურობაზეე!. წიფაშ დაგდებული პაწაწინა კენჭიც კი უზომოდ მიყვარს!.. კვირის ბოლოს მივდივარ სოფელში და მაბედნიერებს ეს აზრიი!.. :))))))))))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s