ქალაქგარეთსიარულომანიაკი


ესეიგი…
თუ გნებავთ საშინლად ნაყოფიერად ვიშრომო და ამავედროს კმაყოფილი ვიყო, შაბათკვირას სადმე გასვლის “მუღამი” უნდა მქონდეს. ამ დროს მელანდება ხოლმე ხეები, ბალახები, მინდორზე წამოგორებები (თუნდაც სველზე), სუფთა ხაერის ბიდონები და ცისტერნები და ყურებამდე საქმეში ჩაფლულს და ზურგატკივებულს სახეზე ბედნიერი ღიმილი დამთამაშებს.
მოთმინებით ვიტან კუდზე ქაჩვებს (ეკა შენს გასაგონად), წვრილმან არეულმოუწესრიგებლობებს, ხელისშემშლელ ფაქტორებს, გაყინული ჰაერი არ მოქმედებს და ყველაფერი სულერთია, მე ხომ კვირის ბოლოს ჯილდო მელის.

საამაგიეროდ ლამის წკეპლით გავდენო ჩემი თავი, როცა არსად არ მივდივარ……..

ხოდა ისა, ახლა დიდი წკეპლა მიჭჳრავს და ჩემს თავს ვეუბნები რომ დროა დავეტიო და რადროს 10.10.10-ში ჯავახეთის მონახულებაა, როცა საქმეები მაქვს და 13-დან შვებულება ავიღე და ვგულაობ!

ანუ, ტრადიციული გაგებით კი არ ვგულაობ, ზღვაზე მინდა წასვლა (ხო, ამ სიცივეში), ბასათუმანშიც მინდა (იქ ახლა ყვითლობებია) თელავშიც მინდა (კატა მელოდება ვა) ხოდა დედას ნახვაც მინდა და რავიცი, მე მიყვარს ასეთი მრავალფეროვნად დასვენებულობები და გასვლებულობები.

პ.ს. კურტკა ვიყიდე, ყავისფერია, წვიმას და ქარს არ ატარებს და თეძოსაც ფარავს და მიყვარს!
კეტებიც ვიყიდე, მიყვარდა მარა მემგონი გადამიყვარდება, მიჭერენ!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s