გენები ჯერ კიდევ არ ნიშნავს მსგავსებას…. კიარადა ძმა


ჩვენ სახლში ძალიან მარტივად შეიძლება მიხვდე:

  • ვინ იჯდა ბოლოს კომპთან:

მე თუ ვიჯექი დინამიკი გამორთულია და დიდი ალბათობით იქვე დგას ყავის ნახევრად სავსე ჭიქა

ზვიო თუ იჯდა, დინამიკი ჩართულია და კლავასთან ჯოისტიკი დევს, ხშირად ამ ყველაფერს პეპსის ნახევრად სავსე ორლიტრიანი ბოთლი აგვირგვინებს, რომელსაც შეიძლება ფეხი წამოკრათ იმიტომ რომ მაგიდის ფეხთან დგას. თუ რატომ მაინცადამაინც იქ, უცნობია.

  • ვინ გავიდა სახლიდან ბოლო

მე თუ გავედი, გასაღები ერთხელ უნდა გადაატრიალოთ გაღებისას

თუ ზვიოა გასული, ორჯერ

  • ვინ იყო აბაზანაში ბოლოს

თუ მე ვიყავი აბაზანა არაა სველი და გემრიელი სუნები დგას

ზვიოს მერე აბაზანაში ცურვის ჩემპიონატის მოწყობა შეიძლება იხვებს შორის

  • ვინ ცხოვრობდა სახლში ერთიორი დღე მარტო

ჩემს შემთხვევაში კომპში გადმოწერილი ფილმების დიდი რაოდენობას იპოვით

ზვიოს შემთხვევაში ლუდის და სხვა ალკოჰოლისშემცველი სასმელების ბოთლების არმიაა ხოლმე გასაზიდი სახლიდან, ავეჯი რაღაც სხვანაირად დგას და ის ანგელოზის სახით ამტკიცებს რომ აქ სულაც არ ყოფილა არავინ

  • ვინ ესტუმრა დედაჩვენს ბოლო

თუ მე, კატა მხიარული და კმაყოფილია, ვაზაში ბევრი ხილია

თუ ზვიო, კატას ნეროზი აქვს და სახლში კატლეტების სუნია

  • თეფშზე გადაღებული საჭმლის მიხედვით

თუ თეფშზე დევს გამოცხვარი ცომი, ხახვიანი და ნივრიანი, მაიონეზიანი რამე, ესეიგი ეს თეფში ჩემი არაა

და თუ სახლში დაინახეთ სიმინდი, ბროწეული, საზამთრო და ზოგადად, ნებისმიერი ხილი, სულ რომ თავი გაიგიჟოს არ დაუჯეროთ, კაკ მინიმუმ 3-4 საათის წინ სახლში ვიყავი და სადღაც ვარ გასული

  • ვისი საწოლია

თუ ანგრეულია და თხელი გადასაფარებლიანი, ზვიოსი

ტონანახევარგადასაფარებლებიანი ჩემი იქნება

  • ვინ არაა ამჟამად სახლში

თუ დიდი წითელი რუგზაკი არ დევს კარადაში, ე.ი, მე პახოდში ვარ

თუ მაგიდაზე საფულე და 2832837 წვრილმანი არ ყრია, ე.ი. ზვიოა გასული

  • კომპის გაფუჭების მეთოდის მიხედვით

თუ კეისი აფეთქებულია (პირდაპირი გაგებით) ეს იყო ზვიო

თუ სისტემაა დაზიანებული ეს იყო მე (ამ დროს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი აიტი ძმის სახე გახვრეტილი ჩაინიკი დის ხელში)

დაბოლოს, დედაჩემს, რომელსაც ანგელოზის მოთმინება აქვს, ერთხელ, დილაუთენია, სკოლაში წასვლის წინ აღმოხდა, აღარ შემიძლია, ასეთი განსხვავებულები როგორ ხართ, ერთს ერბოკვერცხი უმი უყვარს, მეორეს დამწვარიო (ერთ ტაფაში ჯადოქრობდა ამ ყველაფერს და :უსერ:

პ.ს. მარა გენები მაინც ერთი გვაქვს, ამიტომ ზუსტად ერთნაირად ვიკბინებით და ჯობია ერთის თანდასწრებით მეორის წინაააღმდეგ არ გამოხვიდეთ, ორი ლუხუმაიძე ცოტა არ იყოს საშიში ძალაა

პ.პ.ს. ყველაზე უცნაური მაინც ისაა, რომ 4 წლით უმცროსია და ჩემზე დიდი გონიათ ხოლმე

დაბოლოს, ვერ შევაერთე და ასე იდოს….

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s