ემოციების შემგროვებელი


რა არის ცხოვრების აზრი?
მე ვიცი

  • ჩემი ცხოვრების მიზანი (ჯერჯერობით)რაც შეიძლება მეტი ემოციის შეგროვებაა

ემოციებს მოგონებები განაპირობებს,
შესაბამისად, მე მოგონებებს ვაგროვებ, ემოციურს.
მოთხოვნილება მაქვს ემოციების, ვაკვირდები, როგორ იბადება, რას შევიგრძნობ, ვავითარებ საკუთარ თავში და ხანდახან ხანჯალმომარჯვებული ვკლავ, როცა შეწუხებაზე გადადის, ან მტკენს.

არაფერია იმაზე მაგარი, ვიდრე საკუთარ თავში აღმოჩენილ ცვლილებებზე დაკვირვება.

სხვის ემოციებზე დაკვირვება კიდევ უფრო მეტად მიყვარს, განსაკუთრებით პარტნიორის ემოციებზე და ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც “არ იკითხებიან”, ასემგონია, ცარიელ ოთახში ვდგავარ და კედლებს ვაწყდები.

ადამიანებთან ურთიერთობის მთელი კაიფი ესაა, იმჰო, დაკვირვება…

ყველაზე დიდი აღმოჩენა, რაც ოდესმე გამიკეთებია, სრულიად ჩვეულებრივ ადამიანში მონსტრის, თან ავადმყოფი მონსტრის აღმოჩენა იყო. ოღონდ მან ეს თვითონ გახსნა, მე არ მითხოვია და ჯობდა, არ გაეკეთებინა, იმიტომ, რომ შემეშინდა… არა, კი არ შემეშინდა, შევძრწუნდი და გავიქეცი. ახლაც, რო ვხედავ, მაჟროჟოლებს, რა საშინელებებს მალავს ერთი შეხედვით მშვიდ და გაწონასწორებულ ნიღაბს მიღმა.

ამავედროს, არ მაქვს ძლიერი ემოციების განცდის უნარი, ალბათ მაგიტომ ვეძებ და ვებღაუჭები ნებისმიერ წვრილმან-საშუალო ემოციებს, ვკრეფ და ვინახავ.
და მშურს იმათი, ვისაც წამლეკავი ემოციების განცდა შეუძლია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s