2010 და ლუწი ამბები



ბლოგის არსებობის მანძილზე, პირველად (ცხოვრების მანძილზეც, მომენტ) გულახდილობის ხასიათზე ვარ, ასერომ ან გადამრთეთ ან გამაგრდით, გრძელი პოსტი გელით :/

ვინაიდან ხარის (ჩემი) წელი იყო, პლიუს ლუწი და პლიუს მე ვიყავი ლუწი წლის მთელი ნახევარი წელი (ლუწი ჩემი ბედნიერი ისაა) , პლიუს წელს მთელი წელი ფიქრების და ანალიზების წელი მქონდა, ეს ჩანიშვნის ღირსია, ამიტომ შევეცდები წლის საინტერესო მოვლენები გავიხსენო. (გახსენებისას გაირკვა, რომ დასკვნები და ემოციები უფრო მეტი ყოფილა). ქრონოლოგია რასაკვირველია, დაცული ვერ იქნება, იმიტომ რომ როგორც ქალების უმეტესობას, მეც არ მაქვს დროის და სივრცის შეგრძნება.

რაც მთავარია, ყველა პოსტი ერთ პოსტში იქნება :გულიკები:

პირველ რიგში, სად ვიბოდიალე

მოვლენიურბოდიალურობები

  • საქართველოში დროებით დაგვიბრუნდა მეგობარი, რომელიც ნუ აი რა უნდა მომხდარიყო, რომ უკან ჩამოსულიყო და არც კი გვინდა იმის გაფიქრება, რომ ისევ უნდა წავიდეს.
  • ეკლესიაში მივედი. და წამოვედი… მივხვდი, რომ ზედმეტად თავისუფლებისმოყვარე სული მაქვს იმისათვის, რომ უცხო წვერებიან ადამიანებს ანგარიშები ვაბარო და მირჩევნია პირდაპირ “ზემოთ, ვიღაცასთან” შევიდე დიალოგში.
  • ეკლესიაში შევედი ერთხელ, დახმარება ვითხოვე და საღამოს ჩანთაში ჯვარი ვიპოვე (არ მახსოვს მე ჩამედოს).
  • თმა გავიზარდე და ნაწნავი დავიწანი (არ დამცინოთ, ორი წელი ვიზრდიდი).
  • აღმოვაჩინე რომ ინგლისურად თავისუფლად ვლაპარაკობ
  • და რომ მეხსიერებას ტყუილად ვუჩივი, უბრალოდ, არასწორად ვიმახსოვრებდი აქამდე, ჩემი მახსოვრობა ხელისგულებშია,არასოდეს მავიწყდება ის, რასაც ვეხები.
  • და, ვეჩხუბე ხელისგულებს.
  • მომპარეს ფოტოაპარატი (თუ ეს 2009-ში იყო?) და ვიყიდე ახალი უჭუპუჭუ სასაპნე.
  • გავიცანი და ურთიერთობა მქონდა ადამიანთან, რომელზეც ცხოვრებაში არ ვიფიქრებდი, რომ დაველაპარაკებოდი, იმდენად არ მომეწონა პირველად რომ გადავაწყდი სადღაც. მარა მე ხო ცნობისმოყვარე კატა ვარ.
  • როგორც იქნა, მეღირსა და რამდენიმე ჯერკიდევ წინა წელს გასულერთებული ადამიანი მიხვდა, რომ სულერთი იყო და თავი დამანება.
  • საკუთარი ხელით (ენით/ქმედებით) გადავჭერი ყველაზე დიდხნიანი (ძალიან ვეცადე მარა დრო ვერ დავითვალე, ორზე წელზე ნაკლები არ იქნება, აიმ შუა) ურთიერთობა, რაც ოდესმე მქონია, თან ისეთი საინტერესო და complicated-ი და მყუდრო და თავისუფალი.(რა მაგარი სიტყვაა relationship-ი) ტოესწ არ გადამიჭრია, ის ისევ ჩემი მეგობარია, არის და იქნება, (hope so) მასზე ახლობელი მე არავინ არ მყავს.

ცუდამბობები

  • კატამ დამკაწრა და ცოფზე ავიცერი. უკვე 2 თვეა წვეთი ლუდი არ დამილევია, და, რომ არ დაგიმალოთ, დებილობაა.
  • ბე ჰეპატიტის მიმართ აწი სრული იმუნიტეტი მაქვს, ლაბში აგვცრეს, ფაქტიურად ვაშა. აწი სხვისი გაჭრილი ხელის დანახვისას მხოლოდ ვაი, შიდსი და ვაი, ცეჰეპატიტი ამენთება თავში წითლად.😀
  • ჩემს ერთ ბიძაშვილს ქმარი დაეღუპა, მეორეს ახალშობილი ბავშვი. პირველად ვიტირე სახალხოდ, პანაშვიდზე და მესამედ, გული დამწყდა ადამიანზე.

წლის დასკვნები:

  • მე საქართველო მიყვარს, I Belong Here, იტალიაში თვენახევარი მშვენიერ პირობებში ვცხოვრობდი, რომში დავბოდიალობდი და რომ ჩამოვედი, მივხვდი რომ მილიონჯერ მირჩევნია აქაური ტყე, აქაური სუნები, მკიდია იქაური გაკრიალებულობა, აქაური დანღრეული გზები მირჩევნია. ოღონდ თბილისს ვერ ვიტან, თელავი და ბორჯომი მიყვარან, პაწუები და სუფთები და მყუდროებია
  • უემოციო ლურსმანი ვარ და ვეძებ მათ, ყველგან.
  • და სოციალური ინვალიდი
  • მეგობრობა არ კვდება.
  • არ შეიძლება ერთი ადამიანის ცხოვრების შესახებად მეორე ადამიანის გამოყენება.
  • ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარი არ არის.
  • გავმეორდები: საშინლად, არანორმალურად, აუტანლად არ მაინტერესებს ადამიანების უმეტესობა და როგორც წიგნებს, რამდენიმე ფურცლის გადაშლის მერე სამუდამოდ ვდებ თაროზე. (არ მაქვს პრეტენზია რომ მე ვარ განსაკუთრებული,ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, მარტო იმის პრეტენზია მაქვს რომ საინტერესოებთან მქონდეს ურთიერთობები).
  • ძალიან იშვიათად ვბრაზდები, კიდევ უფრო იშვიათად მტკივა და სამწუხაროდ, პატიებას ვერ ვახერხებ, როგორი ახლობელი და ჩემიანიც არ უნდა იყოს ადამიანი. ბრაზის და ტკივილის მიზეზები კი ძალიან არასტანდარტული მაქვს და იქ, სადაც სხვა გაბრაზდებოდა, მე შეცოდების შეგრძნება მიჩნდება და ეს კიდევ უარესია, იმიტომ რომ მე არ შემიძლია მიყვარდეს ის, ვინც მეცოდება.
  • მე არ შემიძლია, მქონდეს მარტივი ინტერესები და კმაყოფილობები, არ შემიძლია აზროვნების გარეშე და ამიტომაც ვერ ვარ ვერასოდეს ბოლომდე ბედნიერი.

რას ვაპირებ:

არასოდეს არაფერს არ ვაპირებ, ცხოვრება თვითონ მთავაზობს საინტერესო სიურპრიზებს, მე უბრალოდ, მათ ვიღებ ისე, როგორც არიან.

სამაგიეროდ სურვილები მაქვს:

  • ბლოგი უნდა გავაკეთო საქართველოს კუთხეებში ბოდიალზე. მაინც დავდივარ და ბარემ სხვებსაც ვანახო სად დავდივარ და იქნებ თვითონაც მოუნდეთ წასვლა.
  • კარგი აპარატი მინდა ვიყიდო.
  • ყოველდღე თითო ფოტო უნდა გადავიღო და ფეისბუქზე ალბომი გავაკეთო, ქეოტიკს ქონდა წელს და ძალიან მომინდა მეც. თან რამის გახსენება რომ დამჭირდება გადავხედავ და გამახსენდება უცებ.
  • უვადო ანაბარი უნდა გავხსნა, აფრიკაში წასასვლელი ფულის შესაგროვებლად (წასვლაში ერთთვიანი მოგზაურობა იგულისხმება)
  • თუშეთი მინდა ვნახო.
  • და სვანეთი
  • და ემოციები მოვაგროვო
  • ბირთვისებშიც უნდა დავბრუნდე
  • ვიპოვო ადამიანი, რომელთანაც “თავს დავკარგავ” და “მუცელში პეპლები დაგივლის”. (ძალიან მაინტერესებს, როგორი ემოციაა)

დაბოლოს, ჩემი წლის პოსტი

ხმამაღალი განცხადება მე როცა ვზივარ და გისმენთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ გეურთიერთებით, მე, უბრალოდ, ასე ვურთიერთობ და იქ, სადაც სამზე მეტი ადამიანია, როგორც წესი არ ვლაპარაკობ და ეგ იმას არ ნიშნავს რომ მოწყენილი ვზივარ.

ხმამაღალი განცხადება-2 არა, მე არ მირევია სლავის გენები, სუფთა სისხლის თუში ვარ და ვისაც არ ეზარება ყველა ამას ნუ მეკითხება, რა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s