როგორ წავედი აფრიკაში


 

 

 

ვაშლოვანი უნდა ნახოთ! ყველამ უნდა ნახოს, აუცილებლად!  ორი დღე სხვა სამყაროში ვიყავი, სხვა განზომილებაში, აფრიკის უდაბნოებში, ავსტრალიის მინდვრებზე…

ვინც მიცნობთ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ 12 უცნობი ადამიანი და მე და მშვიდად გადაათვალიეროთ ფოტოები.(სურათული ქრონოლოგია დაცული არაა, რასაკვირველია)
ვინც არ მიცნობთ, შეგიძლიათ კითხვა გააგრძელოთ.

საუკუნეა ვოლზე მივარდება ტობათრეველის რაღაცეები, ამ ბოლო დროს აფრიკა ამოვიკვიატე და უცებ ვკითხულობ რომ მიდიან ვაშლოვანში, პლიუს, ის ძალიან გავს აფრიკას, ხოდა მაშინვე “შევეტენე”, დაუფიქრებლად, რომ დავფიქრებულიყავი არ ჩავეწერებოდი. (თავის დროზე ამიტომ არ დავდიოდი კარავულ პახოდებში.)

მაღვიძარამ რომ დარეკა,დილის ხუთ საათზე, კიდევ ერთხელ გავიხსენე, რომ არავის ნომერი არ მქონდა და რომ მე იქ დამელოდებოდნენ და სასწრაფო წესით ავდექი და გავეტიე სახლიდან. ის, რომ ჩექმების მაგიერ ბოტასები ჩავიცვი მექანიკურად, გზაშიღა გამახსენდა და თვითგვემას რაღა აზრი ქონდა, ხოდა ვიკავკავე ამაყად,სანამ მზე ამოვიდოდა.

ერთადერთი ცუდი, რაც მოხდა, ის იყო, რომ საღამოს ამტკივდა თავი, აუტანელი ხარისხის და სინათლის ნათურები იყო,თვალები დამეძაბა და ასე მეგონა, გამისკდებოდა თავი. წავიფარე კურტკა და 12 კაცის ღრიანცელში ისე ჩამეძინა, ისე წავიდნენ და ისე ალაგდა იქაურობა, არ გამიგია. ამიტომ თუ წასვლას დააპირებთ და მგრძნობიარე თვალები გაქვთ ნორმალური ნათურები წაიღეთ.


დილით რეინჯერმა ყავაზე დაგვპატიჟა, მე არ ვიცოდი რა ყავა ექნებოდა ამიტომ ჩემი ყავით წავედი და ცხელი წყალი ვითხოვე და გამოვედით მერე მზეზე და ამ ადგილებში დავბოდიალობდით და მზეზე ვთბებოდი და ყავას ვსვამდი და ვიყურებოდი და ისე მშვიდი ვიყავი, ჰარმონიაში საკუთარ თავთან. ძალიან დიდი ხანია ასე არ ვყოფილვარ, ბოლოს ბირთვისებში ვიყავი ასე. (პ.ს. ვაშლოვანი მეგა-სუპერ-კუპერ-ბირთვისებია,იმჰო). თან, ყველა უცხო იყო, მობილური გამორთული, ამან კიდევ უფრო გაამარტივა ყველაფერი. არაფერს არ ქონდა მნიშვნელობა ერთი რაღაცის გარდა: მე სხვაგან ვიყავი.

აი ამ გადმოსახედზე შემეშინდა

დავფოფხავდი ამათთან ერთად სიმაღლეებზე, მუცელშჳ დავლილი ემოციებით ვაიფობდი და ერთადერთხელ შემეშინდა ძალიან, მთა მიწის იყო, თხელძირიანი ბოტასი მეცვა და ვერ ვენდე, 40 წლამდე ბევრი რამე მაქვს მოსასწრები, სიკვდილს ჯერ არ ვგეგმავ თქო.

ქართველი სფინქსი ))))))))))) ბუნებრივია, წვიმის და ქარის ნამოქმედარი.


ჩემი აფრიკა.


ბუნგალოებია იქ, თითოში აბაზანა, საპირფარეშო, ორი საწოლი თავისი პრიბამბასებით, მაგიდა, კარადა, სამზარეულოს ისინი, მოკლედ, სასტუმროა მინი. შეშის ღუმელიც იყო, რეინჯერმა მოგვიტანა შეშები, აგვინთო, მერე თვითონაც მოვიპატიჟეთ. დილით ყავით გაგვიმასპინძლდა, ისტორიები მოგვიყვა. მორიგეობით არიან თითო-თითო რეინჯერი, 8 დღე მარტოდმარტო რჩებიან. ორი ძაღლი ყავდა, ორიოდე კატა და ცხენები. დავჯდები ცხენზე და ხან მესაზღვრეებთან გადავდივარ, ხან გორაკებზე ავდივარ და ტერიტორიას გადავყურებ, აზერბაიჯანელები არ გადმოვიდნენო.
ეს მდინარე ბუნგალოებთან გადის, ტოესწ ბუნგალოებია “აშენებული” ამ მდინარის ნაპირას, ხოდა აქეთ ჩვენ ვსაუზმობდით მდინარისპირას, იქეთ აზერბაიჯანის ნაპირი იყო.


თავიდან რომ შედიხარ ნაკრძალში, სულ ველებია-ველები და ველები და ისეთი მონოტონური და ლამაზი, მაგრამ ორიენტაციის არევა ძალიან ადვილია.
ხოდა იმ გზებზე ვართ და მოვახერხე და ემპეტრი დავკარგე, ტოესწ, მანქანიდან გადასვლისას დამივარდა და რომ მივხვდი, იმ ადგილს კარგად ვიყავით გაცდენილები, ისე შემრცხვა ისე ისე, თან ვერ მივხვდი, რომ დაატრიალეს მანქანა (იმდენად ერთნაირი პეიზაჟები იყო ჩემტვის) და ერთ-ეთი გამეხუმრა, რაიყო, ხვალაც ამ გზით წამოვალთო ,მე მართალი მეგონა და ავწიე პანიკები. საბედნიეროდ ვიპოვეთ. ნუ აპარატი სულ აქა-იქ მრცებოდა+ რამდენჯერმე გორაკებზეც იგორავა.
გადაშლილი ველების მერე იყო კანიონები, გადამწვარი, ჩამორეცხილი ქედების მერე აბალახებულ-მწვანეკუნწულა ხეებიანი გორაკები, ალაგ-ალაგ ცხენების და ცხვრების ფარა-რემები, მწყემსები და მათი ერთიშეხედვით წყნარი ძაღლები. (კაი გოგო/ბიჭი ხარ და მანქანიდან გადადი, გაგიფენენ ძირს).


გზა, მიმავალი არსაით
მომავალი არსაიდან


იმდენი იძახეს კუმირი-კუმირი რომ უნდა ვთქვა-ეს ხე ჩემი კუმირია😀


გზაზე არწივები ისხდნენ და ბუები ისხდნენ ხეებზე, ფრინველები გუნდ-გუნდად დაფრინავდნენ, ცა იყო ლურჯი, მზე თბილი, და გათოშილი, ქურთუკებჩაცმული და ქუდჩამოფხატული თბილისიდან წასული მოკლემკლავიანი მაისურით და ჟაკეტით დავდიოდი.

ელიას მონასტერი,კიატადა ეკლესია, კიარადა, ტაძარი, კლდეზე ამოსული. მე არ ვიცი, ვინაა ელია, მხოლოდ ზღაპრებიდან მახოსვს ელია, წვიმებს რო უშენდა ადამიანებს. შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ,მაგრამ ძალიან მაგონებს საბერძნეთის სკლდეზე შეფენილი ქალაქების დიზაინს.


ასეთი ხედი იშლებოდა ზემოდან

და ტურის გენიალური დასასრული: მიტოვებული სამხედრო აეროდრომი არხილოსკალოსთან, დედოფლისწყაროს რაიონში. უძალიანმაგრესი ადგილი მშვიდობიანი აურით და იდეალური ენქაუნთერის და მსგავსი რამეების სათამაშოდ. ხელები შემომეფშვნიტა, რომ დავინახე მიტოვებული ანგარები და წვრილ-წვრილი შენობები და გამოშიგნული კორპუსები გზისპირას. ადრე აქ ცხოვრობდნენ, მერე აიხიკნენ და წავიდნენ და კორპუსიც გაატყავეს, რომ არავინ შესულიყო და ეცხოვრა, ალბათ…

პ.ს. ვინაიდან ჩემი აპარატი ბეხემოტია და არ იღებს კარგად, აი ამ ლინკზეიხილეთ ძალიან კარგი რეპორტაჟი

სასარგებლო ინფორმაცია:

  • მხოლორ ორხიდიანი მანქანებ დადიან
  • გზები პრაქტიკულად არაა, გამყოლი და ჯიპიესი აუცილებელია
  • თან უნდა იქონიოთ პირადობა/პასპორტი. სასაზღვრო ზონაა და ამოწმებენ
  • დარჩენა შესაძლებელია როგორც კოტეჯში, ასევე კარავში (რეკომენცადიას კოტეჯებს ვუწევ)
  • კოტეჯის დასაჯავშნად/რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია ასევე წინასწარ დარეკვა ვაშლოვანის ადმინისტრაციაში,:

დირექტორი: მერაბ ფიროსმანიშვილი
ტელ: 577 101 850
ელ-ფოსტა: mpirosmanishvili@apa.gov.ge
ფეისბუქის გვერდი: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas
მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N5

6 thoughts on “როგორ წავედი აფრიკაში

  1. ულამაზესი ადგილია. ულამაზესი სურათებია! სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი:((( თავი რატომ აგტკივდა? რა ნათურებზეა საუბარი?

  2. და ამ დროს რა ცოტა ადამიანის ოცნებაა აფრიკაში წასვლა..არადა ამ სილამაზეს ვერც ეიფელის კოშკი ვერ შეედრება,ვერც პირამიდები და ვერც ვერაფერი საერთოდ.

  3. ძალიან მაგარია🙂
    ბოლოს მითითებული ლინკი არ მუშობს და გაასწორე რაა

  4. შენმა ბლოგმა ლაშქრობის სურვილი გამიჩინა. იმედია არ დამეზარება და წავალ საბოდიალოდ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s