რამოდენიმე ჭყიპინა განცხადება, vol.2


  1. მე არ ვსუქდები,(აიხედეთ ზემოთ) მე ვმრგვალდები, ვფუმფულდები და კიდევ უფრო ვქალურდები. დაიწერეთ ეს ცხვირებზე (თუ არ დაგეტევათ ჩემსას გათხოვებთ) და აწი ასე მითხარით ხოლმე თუ რამის თქმა მოგინდებათ.
  2. კი, მე შეიძლება ცოტა არასტანდარტული ( ვარ, მაგრამ ჯერ არც ცოცხით არ დამიწყია ფრენა და არც საკუთარ nude (გაუგებრებისთვის- შიშველ) ფოტოებს არ ვდებ ინტერნეტში.
  3. მე მწამს, ოღონდ ჩემებურად და თავისუფლებურად, ამიტომ თუ ნებას დამრთავთ, ჩემით გადავწყვეტ როგორ უნდა მწამდეს და როდის რა გავაკეთო და როგორ. და მაინც მგონია რომ “ღმერთისთვის” სულერთია მე კაბა მეცმება თუ კიმონო თუ სარი თუ ცხოველის ტყავი (თუმცა მგონია რომ ეს ბოლო მაინცდამაინც არ მოეწონებოდა).
  4. თუ მე არ გეკონტაქტებით ესეიგი თავი უნდა დამანებოთ იმიტომ რომ ესეიგი ფეთქებადსაშიში ვარ და სპეციალურად გარიდებთ თავს.
  5. თუ თქვენ თქვენი ქმარს, მამას, ძმას, ბიძაშვილ მამრს და ყვავი ჩხიკვის მამიდას (ტოესწ ბიძას) ემსახურებით საკუთარი ნებით, (ან მამრი ხართ და გემსახურებიან) ეს არ გაძლევთ იმის უფლებას, სხვასაც მოთხოვოთ რომ მოსამსახურედ იქცეს. ვიმეორებ: მე ყავას (და სხვა “ესქალმაუნდაგაკეთოს” რამეებს) მხოლოდ საკუთარი ნებასურვილით ვაკეთებ იმათთვის, ვისაც მინდა რომ ვასიამოვნო და სულ ჯონი დეპი რომ დამადგეს და მომთხოვოს (და არა მთხოვოს), მიიღებს კაკ მინიმუმ დამცინავ გამოხედვას და ფრუტუნს.
  6. ჩემი ფემინისტური და “ქალებიმონებიარხართ” გამოსვლები არ ნიშნავს იმას, რომ საჭმელების კეთება არ ვიცი, ვიცი და თქვენ წარმოიდგინეთ საცივს და გოზინაყსაც ვაკეთებ, ნამცხვრებს და ხაჭაპურებსაც ვაცხობ და სუფრაც გამიშლია მარტოს. (და ბარემ აქვე ვაღიარებ, ქათამის დაჭრა დამრგვალებულ კონდიციამდე ვიცი მარტო, მერე სადაც გაიჭრება იქ ვჭრი და ჩემს ქათამს ყოველთვის სხვადასხვანაირი ნაჭრები აქვს :/)
  7. როცა ვამბობ, რომ ჩემს კატას არ უნდა მიეკაროთ და შეაწუხოთ, იმიტომ რომ იკბინება, არ ვხუმრობ! ორი კაცი უკვე დაკბინა. გამსაკუთრებით გაუგებრებისთვის- კი, ეტაკა და კბილები ჩაასო.
  8. თუ გნებავთ რამე მითხრათ, ამისათვის უნდა დარწმუნდეთ რომ მე კომპთან არ ვზივარ და მონიტორისკენ არ ვიყურები. თუ ვიყურები, ე.ი. ნებისმიერი ჩემი პასუხი მექანიკურია და მე თქვენი არ მესმის და არ მამახსოვრება რას მეუბნებით.

p.s. vol.1 იხილეთ აქ

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s