Ordinary


ხანდახან ისე ძალიან მინდა პრიმიტიული ადამიანი ვიყო, პრიმიტიული აზროვნებით, ფასეულობებით, მისწრაფებებით და სურვილებით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მინდა ვერ ვხედავდე სხვა გზებს, სხვა სახლებს, სხვა სამყაროებს.

არ ვაკეთებდე არჩევანებს, არ ვფიქრობდე, არ ვცხოვრობდე.

ხანდახან ისეთი ადვილია, უბრალოდ, იარსებო, მაგრამ მე არ გამომდის არსებობა, და თუ გამომდის, აუტანლად მტკივა, იმიტომ რომ აზროვნების შეწყვეტა შეუძლებელია.

ხანდახან ისე ძალიან არ მინდა გაზრდა, შესაძლებელი რომ იყოს გავიხდიდი ცხოვრებას და ზაფხულის მზის პაპანაქებაში, მტვრიან გზაზე დავაგდებდი.

რა მსუბუქი ვიქნებოდი მაშინ…

და იქნებ მოხუცები იმიტომ დადიან მოხრილები, რომ გავლილი ცხოვრება ამძიმებთ.

მაშინაც კი, როცა ყველაფერი იდეალურადაა, გზებს ვხედავ და ვერ ვწყდები გზების ძიებას.

ჩორტ, რა ბედნიერები არიან პრიმიტივები, მეც მინდა!

პირველყოფილი, ძირითადი ინსტინქტები დაუკმაყოფილე და ვსო, აღარ უნდათ არაფერი.

აბა მე რატო ვითხოვ ემოციების ფეიერვერკებს, შთაბეჭდილებებს, გამოცდილებებს, მრავალფეროვნებას და ყველაფერი ის, რაც რუტინულია და სტაბილური, ძალიან მაშინებს…სტაბილური ბედნიერება და კარგად ყოფნაც მბეზრდება და ახალს ვითხოვ.

ჩორტჩორტჩორტ
…………………………………

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s