2. Letter to my Crush


ამ სიის მიხედვით მეორე წერილი crush-ზე უნდა დავწერო, ანუ როგორც ამიხსნეს, ადამიანზე, რომელზეც “მეკეტება”. ვინაიდან სიყვარულურად არასოდეს არ გადამიჭედავს ამ დონეზე, სხვა სახის, ადამიანისადმი ჯუსტ, ალოგიკურ გადაჭედვაზე უნდა დავწერო:/

ასეთი სულ ორი ცალი შემხვდა, ერთხელ როგორც გადამეკეტა ისე გადმომეკეტა ახლოს გაცნობის შემდეგ.
მეორე კი..

გამარჯობა.

ხოდა ძალიან მრცხვენია მარა მაინც უნდა მოგწერო

ვიცი, რომ გაგიკვირდები, გაოცდები, კიდევ 12132234 ემოცია შეგაწუხებს და მაინც გაიცინებ. ალბათ იმაზე მეტად უცნაურად გეჩვენები, ვიდრე ვარ, იმიტომ რომ შენს დანახვაზე ვღელავ, ვიბნევი, ათას სისულელეს ვრატრატებ. შენი მოყოლილი ყველა ისტორია მახსოვს მაშინ, როცა ზოგადად, ადამიანების მონათხრობის 0.000001% მამახსოვრდება, შენი ყველა ნააზრევი მომწონს, ისიც, როგორ გადმოსცემ ამას და კიდევ ისიც, რომ ყოველთვის უსიტყვოდ გეთანხმები.

მაინტერესებ. ადამიანების უმეტესობა პრიმიტივია, შენ კი რაღაც გაქვს ისეთი, საინტერესო და ჰაეროვანი და ამავდროულად ძალიან მძიმე.

მაგრამ, ხომ არიან ადამიანები, ვინც გინდა, სულ იყოს, მაგრამ ახლოს ვერ მიდიხარ, თუ არ მიდიხარ, თუ როგორცაა, რა მნიშვნელობა აქვს.

სიამოვნებით ვიმეგობრებდი შენთან, მაგრამ შენ შენი მეგობრები გყავს მე ჩემი, შენ შენი ცხოვრება გაქვს- მე ჩემი .

ყველაზეყველაზეყველაზე ადამიანი ხარ მათ შორის ვისაც ასე, შორიდან ვიცნობ < 3

პ.ს. ყველაზე, ყველაზე გულახდილი პოსტი რაც ოდესმე დამიწერია მგონი😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s