ორგაზმი პირში თუ პირით


თავსგადახდენილ ამბებზე დავწერ, მერე რომ არ თქვათ, აზოგადებო ან ასე არ არისო.

  • ამბავი პირველი

ბიძა დამეღუპა (უფრო სწორად, დედაჩემის დეიდაშვილის ქმარი), ვდგავარ კუბოსთან და ცრემლებს ვყლაპავ რომ არ ვიტირო და უცებ მესმის “ქვრივს შეხედე, ერთი ცრემლი არ გადმოუგდია, როგორ მშვიდად ზის”. მდედრობითი სქესის ორი ეგზემპლარი ჭორაობდა.
მიცვალებულის პატვიისცემა რომ არა, მოვახსენებდი რასაც ვფიქრობდი მათზე.

“საწყლები”, მოვიდნენ რომ “უნუგეშო ქვრივის დარდი” ენახათ, დამტკბარიყვნენ და მერე სახლში, ყავის ჭიქით ხელში გაეგრძელებინათ მსჯელობა, როგორ და რანაირად ტიროდა.
სამწუხაროდ არ გაუმართლათ, თავშეკავებული ადამიანი შეხვდათ.

მერე ამ კაცის პატარა გოგოზე გადაერთნენ.

მე ავდექი და წამოვედი, გულისამრევი იყო სიტუაცია.

  • ამბავი მეორე

ჩემი სიძე რომ დაიღუპა, 28 წლის ბიჭი, მოდიოდნენ დედაკაცები, დასხდებოდნენ, იკითხავდნენ- ცოლი რომელია? და მიდიოდა ჭორ-ჭორ-ჭორ… უი ქალო გაიგე ასე ყოფილა უი ისე ყოფილა, ნწნწნწ… და ეს მაშინ, როცა ძვლები მეყინებოდა, ისე ღმუოდა იმ ბიჭის დედა. (ცნობისათვის, არ ვარ ზოგადად ემოციური). ოდესმე რამეში რომ დავჭირდე იმ ადამიანებს, არ დავეხმარები, არასოდეს, შიმშილით რომ კვდებოდნენ პურს არ მივაწოდებ. დედამისიც კი მიხვდა, მოდიან სეირის მაყურებლებიო, რამდენჯერმე გაიმეორა.

  • გარკვეული ტიპის ადამიანებს სიამოვნებთ სხვისი უბედურება

თუ ასე არ არის, რატომ ყვებიან აღტკინებულები დეტალებში ერთიდაიგივეს, სამჯერ, ოთხჯერ, მეხუთედ, მეექვსედ, აფორმებენ, უმატებენ ახალ დეტალებს და ცდილობენ კიდევ უფრო მეტი გაიგონ, სად მიარტყა თავი, როგორ კვდებოდა, რა თქვა სიკვდილის წინ, რამდენი იტანჯა. და რაც უფრო ძნელად და ტანჯვით კვდება ადამიანი, მით უფრო დიდხანს და დაგემოვნებით განიხილავენ ამას. ქექავენ ყველაფერს, რისი გაქექვაც შეიძლება, აწარმოებენ გამოძიებებს, აბამენ გაგონილს კუდებს და თანაგრძნობით სავსე სახით შეყურებენ ჭირისუფალს, იქნებ კიდევ რამე თქვას ისეთი, რაც “სათანაგრძნობო” მასალას დააგროვებს. თან ისე ყვებიან, თითქოს გემრიელი კანფეტი ედოთ პირში, თვალები უბრწყინავთ და ხმის ტონალობა უმაღლდებათ.

და თუ არც მათ ყალბ თანაგრძნობას საჭიროებს ჭირისუფალი და სიკვდილის დეტალებზე საჭორაოც არაფერია, აუცილებლად გამოქექავენ წარსულიდან რამე, მათი აზრით, “პიკანტურ” დეტალს და წავიდაააა…

დედაჩემს ვეჩხუბე ერთხელ, ეკლესიაში იყო მიცვალებული დასვენებული და ვიღაც ნათესავი გამოელაპარაკა, ძალიან ძნელია ნახევარი საათი ჩუმად იყო თქო? დედაჩემი რაშუაში იყო მარა შვილო შენ გითხარი რძალო გაიგონეო…

პატივი ეცით მიცვალებულებს,თუ შეიძლება.

ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით.

დაე ყველა განმკითხველი ჭუჭყიანი საცვლებით მოკვდეს, რომ მისნაირებმა კუბოშიც არ დაასვენონ.

პ.ს. უცნაურია, მაგრამ კარგ ამბებზე ასეთი რეაქციები არ აქვთ…

One thought on “ორგაზმი პირში თუ პირით

  1. როცა ახლობელ ადამიანს კარგავ , რა მნიშვნელობა აქვს რომ არც ისე ახალგაზრდას , ამ დროს უყურებ როგორ გროვდება ხალხი დაკრძალვის შემდეგ რომ მერე რესტორანში გემრიელად მიირთვას , ბოლო გზაზე მიაცილებენ მიცვალებულს და იმაზე ფიქრობენ კარგი ღვინო იქნება თუ არა სუფრაზე , რომ მერე კაგრად მოილხინონ .
    ქელეხის ტრადიციები❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s