შიშველი სხეულების სიმართლე



ყოველთვის ვერიდები უცხო ხალხში საკუთარი თავის გამოხატვას,
ჩვევა მაქვს ასეთი-
ვცდილობ, საკუთარი თავი დავმალო:
მაინც ყველას აღიზიანებს
და უცნაურად, უინტერესოდ ან არაკომფორტულად მიაჩნია…
(ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.)

რაშუაშია და…

შეგიმჩნევიათ, რომ ემოციები ღამის და დღის თორმეტ საათებზე ძალიან მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

და ის მე, ვინც დღის თორმეტ საათზე სამსახურში ზის, ვერასოდეს მიხვდება იმას, რას გრძნობს და აემოციავებს ღამის თორმეტ საათზე აქ მპოსტავი, კოცონთან ყავის ჭიქით მჯდომი, ტყეში ბალახზემწოლიარე ან მეგობართან ერთად ფილმსჩაჯდომილი მე.

ადამიანი არასოდესაა იმაზე გულწრფელი და ნამდვილი, თავისთავსმიკუთვნებული და ბუნებრივი, ვიდრე შიშველი, იქნებ ამიტომაც, ადამიანების უმეტესობა ვერასოდეს ლაპარაკობს რაიმე მნიშვნელოვანზე თუ ტრუსიკი მაინც არ აცვია და გაცილებით უფრო უჭირს მოტყუება… (იმჰო, ასევე აღიარებითი ჩვენება რამდენიმე მდედრისგან, შემთხვევით მოსმენილი)

ტანსაცმელი

  • ადამიანთა უმეტესობის ნიღაბი და თავშესაფარი,
  • პირობითი მორთულობა, ყველაზე მარტივი საშუალება-შევუქმნათ შთაბეჭდილება გარშემომყოფებს, ვმიმიკრირდეთ და ადაპტაცია მოვახდინოთ შესაბამის გარემოსთან.
  • ტანსაცმელი, ანუ განწყობა, როცა “სერიოზულ” საკითხებზე სამსჯელო საყოველთაოდ მიღებული აზრები თავისთავად მოდიან და მარტივია, საკუთარი სხვაგან გადამალო.
  • შეგიმჩნევიათ, როგორ გეცვლებათ ხასიათი იმის მიხედვით, ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვიათ თუ მოხერხებული ტაპოჩკები, ჰალსტუხი გაქვთ წაჭერილი პერანგზე თუ უჰალსტუხოდ, მაისურით ხართ?

სიშიშვლე

  • როგორც უმწეობა და ნდობა.
  • ჩვენ ყველას არ ვანახებთ ჩვენს შიშველ სხეულს (ალბათ ამ მიზეზით?).
  • შეგიმჩნევიათ რა ბედნიერი სახე აქვს ჩვილს, როცა ტანსაცმელს ხდი?
  • გიცდიათ ძილი სრულიად შიშველს?

თქვენ გიძინიათ ტბის პირას, ღია ცის ქვეშ, მხოლოდ საძილე ტომარაში და დილით თვალგახელილს, თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი აისი დაგინახავთ? არა? და რაღაც უცდით?

და რატომღაც, იმის მაგიერ, რომ ჩემი წილი პიჟამოთი ჩემს წილ ლოგინში მეძინოს, ჩემს წილ ინტერნეტსივრცეს ვანაგვიანებ აზრებით, რომლებიც აქტუალურობას ამ პოსტის გამოქვეყნებისთანავე დაკარგავენ და დილით ისევ წავსამსახურდები, სადაც ყოველთვის ხვდებიან, რომ ლაშქრობაში ვიყავი- დილაობით ბედნიერი სახე გაქვსო.

მე არ ვიცი, როდემდე მეყოფა ძალა, ღამის თორმეტ საათზე მოსული ემოციების და აზრების გასაძლებად.

თუმცა, როდის იყო, ემოციებისგან კვდებოდნენ…

პ.ს. მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ამაზე კაცები, მე მხოლოდ საკუთარი, ქალური პოზიციიდან ვაფიქსირებ ყველაფერს…
პ.პ.ს. არადა სულ სხვა რამის დასაწერად შემოვედი აქ, როგორც ყოველთვის…

Advertisements

One thought on “შიშველი სხეულების სიმართლე

  1. მამაკაცები საერთოდ უფრო მარტივად ვუყურებთ ცხოვრებას (და ეს ჩვენი სქესის ერთ-ერთ უდიდეს პლუსად მიმაჩნია). შიშველი ძილი კარგია ზაფხულში, ოღონდ არა საძილე ტომარაში – ბანჯგვლებს რა გამოფერთხავს მერე 😀 თან ბუნებაში სრულ მზადყოფნაში და წელმოსარტყლულს მიყვარს ყოფნა. პრინციპში, არა მარტო ბუნებაში. თუ სველი არ ვარ, ეგრევე ვწვები საძილეში, ყოველგვარი გამოცვლის გარეშე. ისედაც მეზარება ჩაცმა-გახდა და მითუმეტეს ველად, როცა ტყიურის რეჟიმზე ვარ გადართული. გახსენი შესაკრავი და გამოდი. ჩაწექი და შეკარი. მარტივია. კომფორტი და რბილ ქვეშაგებში/საცვლებში ნებივრობა არ მევასება არც შინ. ჩემი კომფორტი ყველაფრის მაქსიმალური გამარტივებაა.
    სრულიად შიშველს რამე სერიოზულზე ლაპარაკი არ მიცდია, მაგაზე ვერაფერს ვიტყვი 🙂 ტყუილი კიდევ ჩაცმულსაც მეჯავრება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s