ბზობა, გარეჯი, ტრიალი მინდვრები და ბოდიალი


აქა ამბავი იმისა, როგორ ავაშენეთ ახალი გზა, გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი, ვიარეთ ფეხით ძალიან ბევრი ქარში, როგორ ვიჯექით ერთ ჯიპუკაში 16 კაცი, ვიფოფხეთ აღმართებზე ბალახსმოჭიდებულებმა და სხვა მრავალი… გვიყურეთ, არ გადაგვრთოთ.


ძველი ინგლისური ციხე-სიმაგრეების და ამწვანებული ბალახების ნახვის მუღამზე რომ მოხვალთ, აპრილის გარეჯი გაქვთ მოსანახულებელი ე.ი.

კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.

სიმშვიდე, სიმწვანე, ბევრი ხალხის მიუხედავად, იდეალური ჰარმონია.
ვერ გაარჩევ სად მთავრდება ბუნებრივი კლდე და სად იწყება ადამიანების ხელით გაშენები, ნაკვეთი, ნაწვალებ-ნაამაგარი.


აქ მონასტერია, ე.ი. კაბა და თავსაბურავი აუცილებელია, მე მოსახვევი წავიღე, შევეცადე თავზე აბრეშუმის შარფი დამეკოსებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე, შევეშვი და ქურთუკის კაპიუშონს შევაფარე თავი ეკლესიაში, მერე ეგეც მოვიხსენი, ხელს მიშლიდა კომფორტულად გარემოს აღქმაში…

ძალიან ლამაზია აქაურობა და ფუსთა… იდეა მაქვს, მთელი საქართველო წმინდა ადგილად გამოვაცხადოთ, ეგებ მაშინ ქუჩაშიც აღარ დაყარონ არაფერი….

ასეთი ხედი იშლება შესასვლელიდან, ჩამოჯდები, დატკბები, ერთი კვირა მაცხოვრა აქ, ნირვანაში ისე გავალ, თვალს არ დავახამხამებ.


მერე დოდოს რქაზე წავედით, არაა შორს, აქვეა, ესეც ბერების ადრინდელი სამყოფელია… რამდენიმე წლის წინ რომ ვიყავი, აქ ძალიან ბევრი მწუანე ბალახი და ყაყაჩოებით მოფენილი ველი იყო, ახლა კიდევ გადახრიოკებული დაგვხვდა ფერდობი. ზემოთ და მარცხნივ ჩანს ქვაბულები, კარგად თუ დააკვირდებით.

VI საუკუნის I ნახევარში დააარსა დავით გარეჯელის ერთ-ერთმა მოწაფემ დოდომ.
შედგება სხვადასხვა დროის (VI – XVIII სს. ჩათვლით) გამოქვაბული კომპლექსებისაგან.


ახლოდან ასე გამოიყურებოდა, მეტალო-პლასმასის კარფანჯარა, ესაო, ისაო… არადა უხდება, მე ვიყო შპროტის ბანკა და პიკულის ცარიელი ქილა…..


მოწონს ეს სურათა, წმინდა მამები დგანან და გველიან….
ერთი მამა გამოგვყვა, არქიმანდრიტი ყოფილა, სულ თან გვდია და გზები გვანახა და მოკლედ, გვიპატრონა.


რამდენიმე წლის წინ ამ ახლადგათხრილი ეკლესიის 3/4 მიწაში იყო… აქ შემონახულია მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი (VIII-IX სს.) და მნიშვნელოვანი ნიმუში საქართველოში.


მეზობლის ბავშვი აწ უკვე ყოფილ და დანგრეულ მეექვსე საუკუნის შენობის იდეაში (ანუ თავის ჭკუაში) უკანა კედლის ფანჯარასთან ზის.


შორს თეთრ წერტილად მარშუტკა მოჩანს, დოდოს რქიდან ვბრუნდებით და ვაპირებთ საბერეებისკენ წავიდეთ… (მაგრამ ამ დროს ზემოთ ვიღაცამ ჩაიხითხითა და დაიწყო და რა დაიწყო…)

მეორე მარშუტკის მძღოლმა გაპარჭყა ფეხები, ლოდი ააგდო და თავი შეუშვირა, ჩემი მარშუტკა ისეთი ნაზია როგორც დილის ნამიო და ძალიან დიდი ბოდიში, ამ ჩემს ფეხებს კიარადა მარშუტკის რესორებს თუ წინ რომ რაღაცა უყენია იმას, წადით ისე, როგორც გინდათო. ბასა გადაირია, გადმოირია, ეჩხუბა მარა არ უშველა ამან მძღოლს და დავიწყეთ ბოდიალი…


წარმოიდგინეთ 22 ადგილიანი მარშუტკა და 40 ადამიანი, ნაწილი ფეხით დადიოდა/დავდიოდით, მარშუტკა ხალხს წაიყვანდა, მერე უკან დაბრუნდებოდა და ფეხით მიმავლები მიყავდა და ა.შ. და ა.შ. რამდენჯერმე… ნუ ალაგ-ალაგ საყვარელი ორმოები იყო და იქ უკვე უნდა ჩამოსულიყო ყველა რომ მარშუტკას არაფერი მოსვლოდა. ერთგან კი უზარმაზარი ორმო იყო და ვეცით ქვებს და გზა “ავაშენეთ”.

თან ქარი იყო ისეთი, უკნიდან თუ მიბერავდა ფეხებს ძალას აღარ ვატანდი,ისედაც მივდიოდი ქარის ძალით. და მინდორი, ტრიალი, ბუჩქი არ იყო ძაღლს რომ მიეფსა (ნეტა რას შვრებოდნენ მეცხვარის ძაღლები ჩვენ რომ გამოგვეკიდენენ აი ისინი?).

ისე, კიდევ კაი ფეხით ვიარეთ, დღის ყველაზე კარგი ნაწილი იყო, ულამაზესი პეიზაჟები, ფუსთა ჰაერი, კრიალა ცა, მოკლედ, ნირვანა… ვივლიდი ასე დაუსრულებლად :გულიკი:

ბოლოს მივედით ადგილამდე, სადაც მეორე მარშუტკამ, აი ემ სორი მაგრამ ნაჭაობარზე ვერ გადავალ, ჩავრჩებიო… გასავლელი რჩებოდა მმმ… ბევრი, ალბათ 5-ოდე კილომეტრი ან ცოტა მეტი, შორს მთის წვერზე მღვდლის ჯიპი ჩანდა წერტილად… ამასობაში გახდა 7 საათი, ანუ უკანა გზაზე უეჭველად დაგვიღამდება, გამახსენდა მეცხვარის ძაღლები და ტვინი გავუღუნე ალბათ ბასას, იმდენჯერ გავიმეორე ხომ არ დავბრუნდეთ თქო, თან აჩქარებული ტემპით მივიწევდი წინ, პრინციპის ამბავი იყო უკვე საბერეების ნახვა 😀 დაღამება რომ არა, არც იყო პრობლემა იქამდე მისვლა.

ამასობაში იმ მღვდელმა ეტყობა იფიქრა, ესენი ისეთები ჩანან, ღამის 12-ზეც რომ მოუწიოთ მისვლა, მაინც მივლენო, დაბრუნდა უკან და სამ გზობად წავგვიყვანა, 16 ადამიანი ვიჯექით მანქანაში.


და დავინახეთ ეს…… ღირდა ყველა გავლილ კილომეტრად, მოწყურებულ წყლად, იმ მოღალატე მძღოლზე გაბრაზებად, გზადაგზა ადევნებულ და აყეფებულ ძაღლებად, ვეღარმივალთ ფიქრებად…

.

სულ არ მეტყობა, ოთხით რომ ამოვედი აღმართზე და ბლახებს ვეჭიდებოდი და საკუთარ თავს ვუმეორებდი რომ მე სიმაღლისა არ მეშინია, რა სისულელეა 😀


ასეთი ხედები იყო ზემოდან… მთელი გზა საშინელი ქარი იყო, აქ ნიავი ქროდა და მზე ათბობდა.


ალბათ რა ბედნიერები, კეთილები და მშვიდები იყვნენ ის ბერები, აქ რომ ადგილები იპოვეს, მერე იშრომეს, გამოთხარეს ქვაბულები, მოხატეს და მერე ცხოვრობდნენ და ალბათ აქვე კვდებოდნენ (აქ გამომაღვიძოთ სიმართლე არ მომიყვეთ ასე ჯობია რა)


ერთადერთი ხე საბერეებისკენ მიმავალ გზაზე :გულიკი: :ბევრიგულიკი:


დაბოლოს…. მთვარეც კი ამოვიდა, სანამ წამოვიდოდით.

დაბრუნება უკვე აღარ არის საინტერესო, გარდა იმისა, რომ უკანა გზის ორმოებთან ისევ იცლებ-ივსებოდა მარშუტკა, ბასას ჭრიჭინებმა ისე იმხიარულეს და იმდენი ვიცინე, ვერც გავიგე ისე ჩამოვედით იმ მეორე მარშუტკამდე, გადავნაწილდით და მერე აღარ მახსოვს, მგონი მეძინა….

პ.ს. არ შემიძლია არ აღვნიშნო გავლილი დღის ერთადერთი შავი ლაქა ჩემი აზრით, მგზავრი, რომელიც მთელი გზა აფრქვევდა საქართველოს აშენების სტრატეგიულ გეგმებს, აძაგებდა ყველას და ყველაფერს და საერთოდაც ცოტა მეკლდა რომ არ მეკივლა , გასკდა თავი, მოდუნდი და იკაიფე და სხვასაც აცალე კაიფი თქო 😦 საბედნიეროდ ფეხით ბევრმა სიარულმა მოგვიწია და მაქსიმალურად გავრბოდი :მო:

პ.პ.ს. ყველა გამუქებული ციტატა კარავიდანაა წამოღებული.

P.P.P.S. ფოტოაპარატი ჯდებოდა და მარტო საკვანძო მომენტები გადავიღე 😦

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s