გალიაში, ბორბალზე


სავარძელში, ტელევიზორის წინ ძილი იმის გარანტიაა, რომ უეჭველად თავის/კისრის ტკივილით გაიღვიძებთ, გაღვიძებას შეიძლება ახლდეს თან შეგრძნება იმისა, რომ “noone cares about me: და ხანდახან ეს ძალიან მართალია, იმიტომ რომ ჯერ თავო და თავოო, მერე ისაო და ესაო, უთქამთ ძველებს და მიუხედავად იმისა, რომ ძველები მაინცადამაინც არ მევასებიან, ხანდახან სიმართლესაც იძახიან ხოლმე.

ჩვენს მშობლებს ჩვენს ასაკში ყველაფერი ქონდათ, რაც უნდოდათ, ის ყბადაღებული მოსკოვში ფრენაც, ბინის ქონა თუ არა, მომავალში მიღების იმედი, სამსახურები, იაფი საჭმელი, უზარმაზარი ქვეყანა, სამოგზაუროდ და, რაც მთავარია, სტაბილურობის შეგრძნება.

ჩვენ რა გვაქვს? ჩაკეტილი საზღვრები, თავისულების ილუზია (რა ჯანდაბად მინდა თავისუფლება, თუ გალიას ვერ გავცილებივარ), ბინის იპოთეკური ვალები, რომელიც წლობით, ზურგით უნდა ზიდო, ზრდადი ფასები, დანევროზებული მშობლები და მსოფლიო.

და ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენი მშობლების თაობა ხელებს შლის გაკვირვებით და მწუხარებით, რომ დაავადებები გაახალგაზრდავდა.

კი, საზღვარგარეთ წასვლა შესაძლებელია, მაგრამ…. ძალიან მძაფრად დამამახსოვრდა, რომში, იაფიან მოტელებთან ნანახი ზურგჩანთიანი ახალგაზრდების ჯგუფები, გარუჯულები, თავისუფლები, ბედნიერები, ხმაურიანები… ჩვენ არასოდეს შეგვიშვებენ ევროპაში ზურგჩანთებით და ჯიბეში ასი ევროთი, ყოველშემთხვევაში, სანამ მე ახალგაზრდა ვარ და მინდა ცხოვრება მიყვარდეს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s