რამდენიმე წვრილმანი ჩემს შესახებ


  • სხეულის ყველაზე მგრძნობიარე, ნაზი, დაუცველი, მყუდრო და ლამაზი ნაწილი, იმჰო, მაჯის შიდა მხარეა
  • ყოველთვის ვითვლი კიტრი-პამიდორის სალათში ნაჭრების რაოდენობას და თუ არ ემთხვევა კიტრის/პამიდორის ზედმეტ ნაჭრებს ამოვჭამ ხოლმე, წინასწარ.
  • სიგარეტის სუნი და გემო მეზიზღება, თუმცა არც ალენ კარის წიგნი მომწონს.
  • ჩემი ცხოვრების მხოლოდ ლუწასაკიან წლებში ვგრძნობ ხოლმე თავს ბედნიერად.
  • მხოლოდ მაშინ ვმშვიდდები შინაგანად, როცა ხელებს მხვევენ, ან ტრანსპორტში ვზივარ და უცნობ ადგილას მივდივარ.
  • პანიკურად მეშინია უცნობ ადგილას ღამე გარეთ დარჩენის და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ საქართველოს არც ერთ ქალაქში ხელმისაწვდომი ღამის გასათევი არ იშოვება.
  • როცა რამის დამახსოვრება მინდა სამუდამოდ, ხელისგულით ვეხები.
  • “კანით ვგრძნობ” ადამიანების უარყოფით დამოკიდებულებებს ჩემდამი და არასოდეს ვცდები.
  • ყველა უსახლკარო მოხუცში საკუთარ თავს ვხედავ
  • და დარწმუნებული ვარ რომ ან გზაში მოვკვდები, ან ღრმა მოხუცებულებამდე ვიცხოვრებ.

პ.ს. გაბედნიეროცდაექვსებამდე დარჩა 35 დღე…

Advertisements

2 thoughts on “რამდენიმე წვრილმანი ჩემს შესახებ

  1. ყოველთვის ვითვლი კიტრი-პამიდორის სალათში ნაჭრების რაოდენობას და თუ არ ემთხვევა კიტრის/პამიდორის ზედმეტ ნაჭრებს ამოვჭამ ხოლმე, წინასწარ.აწწწ ❤

  2. ყოველთვის ვითვლი კიტრი-პამიდორის სალათში ნაჭრების რაოდენობას და თუ არ ემთხვევა კიტრის/პამიდორის ზედმეტ ნაჭრებს ამოვჭამ ხოლმე, წინასწარ.აწწწ ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s