ადამიანების გაცნობის დოზები





მარტივი ჭეშმარიტებები
, იმდენად მარტივი რომ სირცხვილია, ამას ამდენი წელი ფიქრიანობდე და 26 წლის ასაკშიღა პოსტავდე

შენ მხოლოდ იმას იცნობ, ვინც მე გაგაცანი“-ო თუ “შენ მხოლოდ ის იცი ჩემს შესახებ რაც მე გითხარი“-ო მითხრა ადრე ერთმა ადამიანმა, ფრაზა მომეწონა, სახლში წავიღე, თაროზე შემოვდე, გავუარ-გამოვუარე, ცოტა ვიფიქრე, ალაგ-ალაგ წლების მანძილზე გაფიქრიანებულობებს გადავხედე, საკუთარ თვისებებს შევუჩიჩხინე და დავრწმუჯნდი რომ მართალი იყო.

ჩვენ მხოლოდ ის ვიცით სხვა ადამიანებზე, რასაც თვითონ გვიყვებიან/გვანახებენ/გვიმჟღავნებენ, არც მეტი და არც ნაკლები.

ამის გარდა არსებობს კიდევ “ენერგიები”, აი როცა ადამიანებს “კანით გრძნობ”. ადცამიანურ ენაზე არ ვიცი რა ქვია, ალბათ აურა? ანუ, პირველივე ნახვისას ზუსტად როცა იცი რომ ვიღაც ძალიან კარგი ვინმეა, იმისდამიუხედავად, რას გაცნობს/განახებს/გაგიკეთებს და პირიქით, უწიპუწი და თეგენათალე ადამიანს ისე რომ ერიდები, როგორ ეკლიან ბარდს.

ჩემს მაგალითზე:

ოჯახში შემოვიდა რძალი… დედამთილმა ანუ ჩემმა ბიცოლამ გააცნო ჩემი თავი, როგორც ძალიან ჭკვიანი, სერიოზული, უცნაური… მზამზარეული იმიჯი მიწოდებული იყო, ხოდა მერიდებოდა როგორც ცეცხლს ნადირი, სანამ ერთ დღესაც არ აღმოაჩინა, რომ ძალიან ჭკვიანი, სერიოზული და ა.შ. იმიჯის მქონე მხოლოდ ადამიანების გარკვეული წრისთვის ვარ და თურმე “უი რა სხვანაირი ვყოფილვარ”.

რა სისულელეა ისე, პირველივე ნახვისას ადამიანზე წარმოდგენის შექმნა, მაგრამ სხვანაირადაც რომ არ შემიძლია?

აი, ამოვიჩემებ და დამთავრდა, რაც არ უნდა გააკეთოს, დადებით/უარყოფით დამოკიდებულებას არ ვიცვლი, მაქსიმუმ ნიანგის ღიმილით გავუღიმო.

მე კიდევ 12093120938 ადამიანი მეუბნება რომ ამაყი/უკარება/ზედმეტადთავდაჯერებული/უხეში/წუწუნა ვგონივარ და მერე მე ვკომპლექსდები იმიტომ რომ არ ვარ ასეთი. რომ დაამატებენ, და მერე სულ სხვანაირი აღმოჩნდიო (ან არ დაამატებენ), სულაც არ მიკეთებს ხასიათს.

და იქნებ ვარ?

ანუ ამ თვისებებით რაღაც სხვას ვმალავ?

ზუსტად ისევე, როგორც სხვები მალავენ

  • ღიმილის ქვეშ გულგრილობას
  • ცინიზმის ქვეშ ტკივილს
  • თავხედობის ქვეშ კომპლექსებს და გაუბედაობას.

:დასასრული:

პ.ს. ეს პოსტი დაწერილია ძალიან ასოციალური ადამიანის მიერ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s