მზიანი სახლი – ეკლებიანი დღე


მთელი დილა მციოდა
ვერ გავითბე ძვლები
ვერც ემოციებით და
მითუმეტეს
სავალდებულო ჩახუტებები როდის იყო, ვინმეს ათბობდა.
(ხო, მე მხოლოდ მაშინ გავთბი, როცა ნამდვილად ჩავეხუტე)

ხუტვები გულებიდან მოდიან
თბილები
საყვარლები
ფუმფულები
ენერგიებით დამუხტულები
ჩემიანების
ჩემნაირების
შინაურების
მეგობრების
ადამიანების
რომლებიც მინდა

ძნელია, აიღო და ჩაეხუტო ადამიანს, რომელმაც არ იცის
არaფერი არ იცის
და შენ აიღო, ჩაეხუტო და ის ენერგიები გასცე
შენ რომ გიგროვებია წლობით
და მე არ შემიძლია ჩახუტებები ენერგიების გარეშე
უფრო სწორად
მე უკვე ვიცი, რომ არ შემიძლია.

და აი მე ავიღებდი დღეს და ჩავეხუტებოდი ადამიანს
ერთს,
ორს
სამს
ან ოთხს
ან ხუთს
და
ვიღაცას
ან
ვიღაცეებს
არ.
(ხო, ამის უფლება გვქონდა)

ეს ნიშნავდა, რომ
გამოვარჩევდი
ავარჩევდი
და
მერე…

იმ ვიღაცას გული დაწყდებოდა
ან არ დაწყდებოდა და პირიქით, გაუხარდებოდა
იმ ვიღაცას არ გაუსწორდებოდა
იმ ვიღაცას ერთი სული ექნებოდა როდის მოვშორდებოდი
იმ ვიღაცას მოეწონებოდა
და მე ვერ მივხვდებოდი, ვინ როგორ…

ხოდა
მე ავდექი და
საერთო წრიდან გავედი და
ცალკე დავჯექი.

 

Advertisements

4 thoughts on “მზიანი სახლი – ეკლებიანი დღე

  1. მერე მოვედით და არც კი გვიკითხავს, ისე ჩაგეხუტეთ და დაგამშვიდეთ.. პერწკლი, ნუ ნერვიულობ!.. :* მაინც გვიყვარხარ!.. :))

  2. რთული თამაშების ბოლო ტრენინგის დღეს, ჩახუტებისას ხო სხვანაირად იყავი ? 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s