არც ისე ყოფილი მწეველის აღსარება


მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სიგარეტისთვის თავის დანებებაზე მარტივი არაფერია.  თუ ხალხი ხორცის ჭამას ანებებს თავს და ვეგეტარიანელი ხდება, თუ რეალურად წამალზე დამოკიდებული ნარკომანები ანებებენ თავს, რა გახდა ერთი საცოდავი სიგარეტი, რომელსაც ადამიანი თავს ანებებს, ანებებს და ვერ დაუნებებია? იხვეწება აღარ გვინდაო და სიგარეტი არ ეშვება, ღამე აღვიძებს, მომწიე ჩქარაო.

იქნებ, უბრალოდ, ვაღიაროთ, რომ არ გვინდა და იმიტომ არ/ვერ ვანებებთ ხოლმე თავს? რატომ უნდა დაანებო თავი იმას რაც მოგწონს? მხოლოდ მომავალი, ბუნდოვანი საფრთხეების შიშით?

მწეველობას ბევრი პლიუსი აქვს:

  • სოციალიზაცია გაცილებით უფრო მარტივია, როცა ეწევი.
  • კაფე-ბარებში სიგარეტის სუნი არასოდეს  გაწუხებს.
  •  კითხვაზე “სად წაიღო ხელები” პასუხი მარტივია-სიგარეტი.
  • ნებისმიერ მომენტში შეგიძლია ადგე და ოთახიდან გახვიდე მოტივით “უნდა მოვწიო”.
  • შენთვის საჩუქრის არჩევა ბევრად იოლდება და მე რომ მკითხო, ცუდად შერჩეულ სუნამოს ისევ ცუდად შერჩეული საფერფლე/სანთებელა ჯობია.
  • იმის ყურება, როგორ იწვის სიგარეტი და იკლაკნება კვამლი, ძალიან ამშვიდებს.
  • და სხვა მრავალი

როგორ/რატომ დავანებე თავი?

უბრალოდ, ლაშქრობაში ვიყავი, რომ მომეწია, გული ამიჩქარდებოდა და გამიჭირდებოდა, ამიტომ დროებით შევეშვი. სიგარეტის კოლოფი კი იქვე იდო, ჩანთაში და მეც ვიცოდი, რომ თუ რამეა, აქვეა, ერთი ხელის გაწვდენაზე.

ლაშქრობიდან რომ ჩამოვედი, სახლში აივანზე გასვლა დამეზარა, სამსახურში-ეზოში. აი ასე, მარტივად, დამეზარა. მოვწევ-ხო, კაი. არ მოვწევ-ესეც კარგი, სულერთია. ხოდა, თუ სულერთია, რატომ შევიქმნა ზედმეტი დისკომფორტები თქო გავიფიქრე და იმის მერე ასე ექვსი თვეა, აღარ მომიკიდია ხელი.

მე არ მიმიცია საკუთარი თავისთვის დავალება, დღეიდან სამუდამოდ დაენებებინა თავი, თუ ოდესმე მოწევა მომინდა, ამისთვის გულში ლახვარს არ ჩავიცემ და თვითგვემას არ მოვყვები, მინდა, მსიამოვნებს და ვეწევი, მერე რა? 🙂

რამდენჯერაც დიეტის დაცვა დავაპირე და “დღეიდან კანფეტები აღარ შევჭამე”, იმსაღამოსვე მთელი დახლი გამოვზიდე და გავაჩანაგე, არადა დღეები ისე გადის, არ მახსენდება…

ხოდა, თუ იგრძნობთ, რომ დისკომფორტი უფრო მეტია, ვიდრე კომფორტი, ნუ მიცემთ საკუთარ თავს იმის პირობას, რომ აღარასოდეს  მოწევთ, უბრალოდ, ამ წუთას არ მოწიოთ და მერე რავიცი, ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. : )))

პ.ს. შეიძლება სიგარეტი მავნეა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არანაკლებ მავნე მანქანების გამონაბოლქვი, ჩიფსები, ტკბილი გაზიანი სასმელები და მთელი ის ნაგავია, რასაც ვჭამთ/ვსვამთ/ვსუნთქავთ.

Advertisements

4 thoughts on “არც ისე ყოფილი მწეველის აღსარება

  1. +1700

    საერთოდ არ გამჩენია არანაირი დისკომფორტი. თუმცა, მხოლოდ 5 თვე ვეწეოდი და შეიძლება მაგიტომ.

    და თავს არ დავიჭიპავ, სადმე რომ მოვწიო ისევ.

    p.s. შენი ძველი ბლოგი ამოვიღო რიდერიდან თუ იქაც განაახლებ ხოლმე?

  2. სრული ჭეშმარიტებაა. დანებება ბევრად მარტივია მაშინ, როდესაც ამას ჰიპერიდეად არ გაიხდი გამუდმებით ამაზე არ იფიქრებ.

    ასევე სრული სიმართლეა ისიც, რომ თავს არ ვანებებ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდა დანებება. მომწონს სიგარეტი და რაღატომ დავანებო თავი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s