ჩემ შინ


ჩემ შინ მოსასვლელი გზები ძალიან შორია, ლამაზი და სასტიკი.ანდამატივითაა ჩემს შინ მისასვლელი გზები,  იწირავს და ნთქავს ადამიანებს, ისინი კი მაინც დგებიან, ჯალაბ-ჯულაბით, ხაბაკ-ხუბაკით, დედაწულიანად, აიყრებიან და მიდიან თავ-თავის შინ, ვინ ფარსმას, ვინ გირევს, ვინ დართლოს, ვინაც წოვათას. კიდევ ერთხელ აახმაურებენ სოფლებს, შეასწორებენ სახურავზე დაცურებულ სიპის ქვებს და დაიწყება ზაფხული, ნამდვილი.

თუშეთის გზაზე

თუშეთის გზაზე

შემ შინ ღრუბლებზე მაღლაა, იქ მოსახვედრად ჯერ უფსკრულების კიდეზე უნდა გაიარო, მერე ნისლებში დასველდე, ბარის მტვერი ჩამოიფერთხო, სახიფათო მოსახვევებში ღრმად ჩაისუნთქო და სუნთქვა შეიკავო, ბევრი, ძალიან ბევრი საათი იარო სისხამ დილას გასულმა, სანამ პირველ სამოსახლოებს დაინახავდე.

ჩემ შინ მიმავალი ყველა მძღოლი თითო ჭიქა არაყს აუცილებლად გადაკრავს მგზავრობის წინ, გზადაგზა წყაროსთანაც შეგასვენებს და იქაც მოგაწოდებს სასმელს.

ჩემ შინ არყის ხის ტყეებია, შრიალა,თეთრპირისკანა და უკაცურ ადგილას ამოსული, მარტო გზააბნეული რომ გადააწყდები.

IMG_0224

ჩემ შინ  წარმართი ქრისტიანები ცხოვრობენ, ხატებს საკლავებს რომ უკლავენ და ეკლესიაში მანდილით შედიან.

ჩემ შინ” ყველა წმინდა სალოცავის ძალი და მადლი გვეწეოდესო”, ასე ამბობენ და აუცილებლად სვამენ “ცოდვილა-უპატრონოების” სადღეგრძელოს.

DSC_2213

ჩემ შინ ყველაზე გემრიელი ქონდარი იზრდება. ერთ ჭიქას ორი ასეთი ყვავილი ყოფნის იმისათვის, რომ ბარად ჩასულმა ისევ ჩემ შინ ვიგრძნო თავი.

 

ჩემ შინ ყველაზე გემრიელი ხინკლები და კოტრები კეთდება, ალუდი იხარშება და თუ კარგად მოიქცევი, შეიძლება ქუმელსაც გაუსინჯო გემო.

ჩემ შინ მთა-თუშეთშია. მთა-თუშეთი ჩემი სახლია. ჩემ შინ კი თუშურად ჩემს სახლს ნიშნავს.

Advertisements

6 thoughts on “ჩემ შინ

  1. რამდენი ხანია ასეთი მწვანე პოსტი არ წამიკითხავს ❤ არასოდეს ვყოფილვარ ეგეთ ადგილებში და ვნანობ :\

  2. რა საყვარლადაა დაწერილ-აღწერილი, პერწკლ! იგრძნობა, როგორ გიყვარს ეგ ყველაფერი :*

    ჩემი ბიჭი იყო წასული მანდ შარშან თუ შარშანწინ – მთელი კვირა ტელეფონზეც კი ვერ დაველაპარაკე. მერე რაღაც დიდი მწვერვალი დალაშქრა და იქიდან დამირეკა. ვეკითხები, სად ხარ ასეთ მიუვალ ადგილებში, სად დაეხეტები-მეთქი?
    მიუვალი ეძახე შენ და ერთი გოგო გავიცანი აქ, სახლში ლეპტოპიც აქვს და ინტერნეტიცო, – მეუბნება 🙂 შენ ხომ არ იყავი შემთხვევით )))))))

  3. მეტაა მიხარის რო შინაიდ, შენ მიწა-წყალ იაგრ გიყვარს, ღმერთმ დაგლოცოს, გვიმრავლოსად გვიხაროს შენფერაა შვილებ, მე მგონი ყველაა თუშისად თუშეთ მეორე სუნთქვაი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s