შატილი და ჭიქა ყავა


 

შატილის ფართოდ ცნობილი ამ ხედის გარდა

კიდევ ასეთი ხედიც არსებობს.

არაფერი განსაკუთრებული, ხომ?

სახლებს შიგნითაც დიდი ვერაფერი, შესასვლელი, რამოდენიმე ოთახი და კისრისმოსატეხი კიბე, რომელიც ერთი შეხედვით სარდაფში ჩადის.

ეს  უფერული, ერთსართულიანი და უღიმღამო სახლები სინამდვილეში ორსართულიანია, ორი დიდი აივნით და ულამაზესი ხედებით, რომელსაც  ამ ძალიან უხარისხო სურათში ჩემი ჭიქა და ვაშლის ხის ტოტი ფარავს.


ჩემი საზომებით სისხამი დილაა, ასე 7-8 საათი, “სარდაფის” საძინებელი ოთახიდან ახალი ამობობღებული ვარ, სახლის მეპატრონის სამზარეულო შტურმით მაქვს აღებული და ყავა მომზადებული. ცალ ხელში ბუტერბროდი მიჭირავს, მდნარი ყველის და ხლებცის კომბინაციით.

ჩემს ზურგსუკან ზურგჩანთებს ალაგებენ, სამზარეულოში ვიღაც უცნობები საუზმობენ (იმედია ჩემს ყველსაც გაათავებენ, უკან ჩაბარგება მეზარება), სახლის პატრონს ჯერ კიდევ ღრმად ძინავს ან არ იმჩნევს, რომ გაეღვიძა, ვიღაც ღამისთევის თანხებს აგროვებს, სკოლასთან დაბანაკეულ კარვებში ალბათ უკვე გაიღვიძეს და კარვებს კეცავენ.

მე ჩემს მწვანე ქურთუკში ვარ გახვეული, ჰაერი სუსხიანია და ისეთი ცინცხალი, მხოლოდ მთაში რომ იცის, ცხვირს ყავის არომატზე ვითბობ და წინასწარ მიხარია მუცო და ანატორელები.

8 thoughts on “შატილი და ჭიქა ყავა

  1. ზაფხულის სურნელი ასდის შენს პოსტებს თებერვლის მიწურულს.
    მიხარია ასეთი კარგი ბლოგის აღმოჩენა🙂

  2. ნახევრად ხევსური ვარ მარა არ ვარ ნამყოფი,ძალიან მინდა ზაფხულში ხატობის დროს ავიდე

  3. ბედნიერი, თან წიმ მუცო და ანატორები გელოდება :)სამწუხაროდ შატილში ასული მუცემდე ვერ ავედი, მაგრამ იმედია , ერთხელ კიდევ მოვხდები ულამაზეს ხევსურეთში:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s