ყველაზე გენიალური ჩაი დედამიწის ზურგზე


დილას ყოველთვის ყავით ვიწყებ ხოლმე, საღამოს კი თითქმის ყოველთვის ჩაითი ვამთავრებ, თან უბრალო ჩაით კი არა, ჩემი ხელით მოკრეფილი და გამხმარი რომაა, იმით.

გაიცანით, ეს მთის ქონდარია. იმ ქონდარში არ აგერიოთ, რომელიღაცა საჭმელში რომ უკეთებენ სანელებლად, (ძირიტადად მთიელების ხინკალში) ეს განსაკუთრებული ქონდარია, რომ დაკრიფავ, შეგიძლია პირდაპირ ცხელ წყალში ტუცო და ლამაზი, მწვანე, არომატული ჩაი გამოგივა.

ან გაახმო და ზამთარში გამოიყენო მავნე ქიმიური ჩაის მიმსგავსებული რაღაცეების მაგიერ, სუპერმარკეტებში რომ დევს. ჭიქაში ჩააგდებ თუ არა, მაშინვე იბრუნებს ძველ ფერებს და არომატს. დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს, რაც ძილის წინ მისწრებაა ჩვენს გიჟურ რიტმში. დალევ და ტკბილად დაიძინებ.

კრეფა საკმაოდ შრომატევადია, აი ასე, უნდა ჩაიმუხლო და კრიფო, თან ძირითადად სოფლების გარეთ იზრდება, მთეა-გორაკებზე, და კაცმა არ იცის, რომელი მეცხვარის რომელი ქოფაკი შემოგყეფავს ამასობაში.

თუმცა, საშიშები საერთოდ არ არიან, როგორც წესი, გიყეფენ, გიყეფენ და საშუალებას გაძლევენ, დროზე გაასწრო. ერთი საერთოდაც, ჩრდილში წამოწვა და იქიდან გვიყეფდა გზაზე მიმავლებს.

აქ არ ჩანს, მაგრამ ახლომახლოს ნამდვილად დაყეფიანობდა რომელიღაცა ლომა ან მსგავსი სახელის ფუმფულა კბილებიანი დარაჯი.

პ.ს. ეს პოსტი მთის ქონდრის ჩაის არომატის ფონზე იწერებოდა.

პ.პ.ს. ბეგ-ქონდარა, ბექთ-ქონდარა და მთის ქონდარი ერთიდაიგივეა , ყველა საჩაიეა.

Advertisements

3 thoughts on “ყველაზე გენიალური ჩაი დედამიწის ზურგზე

  1. სულ მენატრება ხოლმე ის დრო, როცა ჩაის ვსვამდი დილაობით, ისე საღამოობითაც არ ვიტყოდი უარს, მაგრამ რატომღაც საღამოობითაც ყავას ვსვამ. მთებზე და გორაკებზე არ მიწევს სიარული და ვერც ამ მთის ქონდარს ვიცნობ რომ შემხვდეს, ისე სიამოვნებით კი გავსინჯავდი: )

  2. აუ ჩაი <3<3<3<3
    როგორ მიყვარს :შ:შ

    ლომა ან მსგავსი სახელის ფუმფულა კბილებიანი დარაჯი.

    წარმოვიდგინე ძაღლი ფუმფულა კბილებით :დდდდდ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s