შემთხვევითი რუმმეითები ანუ ცალკე გადასვლამდე წასაკითხი პოსტი


არაფერი არაა იმაზე ცუდი, ვიდრე არასწორი რუმმეითი, ადამიანი, რომელთანაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობ და ამ ჭერის მეტი არაფერი გაკავშირებს.

ეს არაა პოსტი მეგობრების ერთად ცხოვრებაზე, ეს იმაზეა, როცა ორი ან სამი შემთხვევითი ადამიანი გარემოებების გამო ერთად ცხოვრობს…

№1 გამხდარი გოგონა

პირველი ორი წელი დედაჩემის თანამშრომლის შვილი ცხოვრობდა . შედეგად მივიღე საკუთარ სახლში ჯერ გაცოფებული მეზობლის და მერე პოლიციის ვიზიტი მხოლოდ იმის გამო, რომ იმ გოგოს შეყვარებულმა მოაკითხა და გზადაგზა ეზოში იჩხუბა მეზობელ ბიჭთან. ის ბიჭი რეანიმაციაში მოხვდა, მე ძალიან გავბრაზდი. საბედნიეროდ, ეს გოგო მალევე გათხოვდა, წავიდა, მეც დავისვენე და მემგონი მეზობელმაც.

დადებითი მხარეები:  უფრო, ნეიტრალური მხარეები ქონდა, ჩვენ-ჩვენთვის ვცხოვრობდით.

უარყოფითი მხარეები:  მურთაზი შეყვარებული, მუდმივი წუწუნი იმაზე, როგორ უჭირს მის ოჯახს და “აუ მოდი ერთად გავაკეთოთ საჭმელი” (შემიძლია კვირაობით ვიცხოვრო ხილზე).

№2 კულულებიანი გოგონა

პირველ წელს კიდევ ერთი “მდგმური” მყავდა. მხიარული გოგო იყო, უბრალოდ ძალიან უყვარდა გართობა და სამოთახიან ბინაში ერთი მოცუცქნული ლოჯი რომ მქონდა მისაკუთრებული, მაინცადამაინც იქ შემოდიოდნენ ხოლმე ის და მისი ახალშეძენილი ძმაკაცი+დაქალები. მე ვიყავი დაბნეული და დაღლილი პირველკურსელი, ვარკეთილიდან დავდიოდი მაღლივში, ვდგებოდი ყოველდღე დილის 7-ზე, არ მომწონდა უცხო ხალხის ღრიანცელი და ვიყავი ძალიან ცოდო. მას მერე, რაც დაქალის შემოცხოვრებაც გადაწყვიტა, დედაჩემს ვთხოვე და დელიკატურად უთხრა უარი, ორივეს.

დადებითი მხარე: მმმ, რავი, ალბათ ის, რომ პირველ კურსზე ყოფნისას შედარებით მეტი ხმის გამცემები მყავდნენ.

უარყოფითი: ზედმეტად დროსტარებადი ხასიათი ღამის სამ სათზე, სხვის ტერიტორიაზე შეჭრის დაუძინებელი სურვილი და უბოდიშოდ ქექვა ჩემს პირად სასუსნავურ მარაგებში.

№ 3 ხმამაღალი გოგო

ვინმე მჭირდებოდა და ხუჭუჭთმიანმა მოიყვანა. ძალიან საყვარელი გოგო იყო, ფუნჩულა, მხიარული.  უბრალოდ, ერთხელ არ ვიცი რა დაემართა, (ალბათ პეემესი ქონდა) ისე მეჩხუბა, დღემდე გაოგნებული ვარ. თუმცა მე მაინცადამაინც არ მიყვარს, როცა მიყვირიან.  შედეგად წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. თუმცა ათასში ერთხელ მომიკითხავს ხოლმე.

დადებითი მხარეები: ბევრი.

უარყოფითი:  ფეთქებადსაშიში რომ ყოფილა ბოლო დღეს გავიგე. :დ

№ 4 გათხოვებაზე მეოცნებე გოგონა

რაღაცით გამხდარ გოგონას ენათესავებოდა, სულიერად. მთელი დღეები იჯდა ხალათით, იპუტავდა წარბს, იჩიჩქნიდა სახეს და ივარცხნიდა თმას. საშუალებას თუ მიცემდი, ფრჩხილებით და ცალი ხელით აკაკუნებდა კლავიატურაზე, ბიჭებს აბამდა. ი. ვაღიარებ, ეს მე გავაგდე, უბრალოდ, ვერ გადავიტანე ის ფაქტი, რომ ურტყავდა ჩემ კატას და ჩემს სპიჩკის კოლოფში (უკვე ერთოთახიანში ვიყავი გადმოსული) ჩემთვის უცხო ადამიანი მოყავდა რამდენიმე დღით.

დადებითი მხარეები: კარგ სოუზს აკეთებდა.

უარყოფითი: სიძუნწე, ცხოველისადმი სისასტიკე. იყო საშინლად პრეტენზიული გარშემომყოფების მიმართ და სულ იმას წუწუნებდა, რომ ძალიან ბევრი კომუნალურები მოდიოდა და მაგრძნობინებდა რომ ვძარცვავ.

ნათელი წერტილიც იყო, ჩემი ბიძაშვილი.

ყველაზე მხიარული, ყველაზე საყვარელი, ყველაზე საქმიანი  და ლამაზი. ერთხელ აივანზე ვიჯექი და რაღაცაზე ვტიროდი, გამოვიდა და “ნუ ტირიხარ, წამო, ამ სალათას გაგიყოფო”. არადა ის სალათაც ისეთი ცოტა იყო და თან თვითონაც ისე უყვარდა.

დადებითი მხარეები: ყველაფერი დადებითი იყო, ვისხედით ხოლმე და ვჭორაობდით, გოგოშკურ საღამოებს ვაწყობდით, ბიჭებს ვჭორავდით, წვრილმანებზე ერთად ვდარდობდით და ა.შ.

ყარყოფითი მხარეები: ჩემგან რომ გადავიდა, ძალიან დამწყდა გული.

ამ ყველაფრიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: რუმმეითი მხოლოდ შენ უნდა აირჩიო და ის ახლობელი უნდა იყოს. ან, ახლობელი თუ არ იქნება, ცალკე ოთახი უნდა ქონდეს, იზოლირებულად.

5 thoughts on “შემთხვევითი რუმმეითები ანუ ცალკე გადასვლამდე წასაკითხი პოსტი

  1. უიმე რეები გადაგიტანია პერწკლ! მე 1–2–3–4–5–6–7–8 დღე ვუძლებ ხოლმე , ისიც ჩემი უახლოესი დაქალები არიან (ანუ ვგულისხმობ ზღვაზე ან სადმე როცა ვართ ერთად), 1 კვირის შემდეგ უკვე რაღაცეებს ვამჩნევ და მაღიზიანებს, ჯერ არ ვიმჩნევ და მერე უკევ მბეზრდება და სახლში მინდაა, ჩემს ოთახში მარტო ::))))
    ისე ერთხელ 1,5 თვე ვცხოვრპბდი ერთ ოთახში ერთ დაქალთან ვაიმე ისე კარგად ვგრძნობდი თავს აი იდეალური რუმეითი, დილას მაღვიძებდა დროზე, ყავას მიკეთებდა, მელოდებოდა სანამ მოვწესრიგდბეოდი ერთად გავდიოდით, მოკლედ ზრუნავდა ჩემზე დედიკოსავით და რაც მთავარია კარგად ვგიჟობდით და ვერთოდით შინ თუ გარეთ.
    შენ რა გითხრა: იმედია ახლა რუმეითი არა გყავს:)

  2. სხვადასხვა სექსის რუმმეითები უნდა იყვნენ და ყველა პრობლემა გაქრება.
    ნუ გარეგნულადაც ძაან არ უნდა აცდნენ ერთმანეთის გემოვნებას🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s