Fly Geiser-ჯადოსნური გეიზერი


ვულკანების ახლოს მიწის ქვეშ წყლები თბება და პერიოდულად ზედაპირზე ცხელი წყლისა და ორთქლის შადრევნის სახით ამოიფრქვევა. ასეთ ცხელ წყაროს გეიზერი ჰქვია.

ზოგჯერ ადამიანების ჩარევითაც იქმნება ხოლმე ბუნების საოცრებები, მაგალითად, ეს ფერად-ფერად მთაზე შემოსკუპებული გეიზერი, რომელიც სიმაღლეში იზრდება ნელ-ნელა და გარშემო 30-40 აუზიც გაიკეთა. 1916 წელს აქ მაღარო გათხარეს, რომელმაც წლების განმავლობაში მშვიდობიანად იმუშავა, მაგრამ 1960 წელს მიწისქვეშა თერმულმა წყლებმა ბევრი თხარეს, თხარეს და კატა კიარადა ეს გეიზერი გამოთხარეს.

ჩვენდა სამწუხაროდ, გეიზერი კერძო მფლობელობაშია და Todd Jaksick-ის Fly რანჩოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ნევადაში. მეპატრონეს ბევრჯერ შეაძლიეს ბევრი ფული როგორც მთავრობამ, ისე კერძო ბიზნესმენებმა, მაგრამ ტოდი კატეგორიულ უარზეა, რკინის ღობე შემოავლო თავის გეიზერს და ალბათ საღამოობით, ფერმის საქმეებს რომ მორჩება, ზის და ხედით ტკბება, ლუდით ხელში. (ან ყავით, ვინ იცის).

გეიზერის ახლოდან სანახავად რამოდენიმე კვირით ადრე უნდა შეუთანხმდე მეპატრონეს, ისიც, ან დაგთანხმდება ან არა (ნუ, თუ მეცნიერი ხარ ან ნამეტანი პოპულარული ფოტოგრაფი ან კარგი სამოტივაციო წერილი, უფრო მეტი შანსები გაქვსო, ამბობენ).თუმცა გეიზერი უკვე იმხელაა, გზიდანაც ჩანს, ზოგი ტურისტი კი ღობესაც არ ერიდება და უფრო ახლოს მიდის.

ეს ფერები ფოტოშოპში არაა დასმული, გეიზერის წყლები ბევრ სხვადასხვა მინერალს შეიცავს, რომლებიც ნელ-ნელა ილექება და სხვადასხვა შეფერილობას იძენს. ამოტყორცნილი წყლის ნაკადი მეტრანახევარია სიმაღლეში.

ადგილმდებარეობის უფრო ზუსტი დადგენისთვის, გთხოვთ აქ დაკლიკოთ. ეს ადგილი არც ისე ცნობილია და ბევრმა ნევადელმაც კი არ იცის მის შესახებ, არადა რა ლამაზია… : )))

2 thoughts on “Fly Geiser-ჯადოსნური გეიზერი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s